x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
როგორ გამოვიცნოთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები - სახალისო კრიტერიუმები
ამასწინათ ინტერნეტში ერთ სახალისო სტატიას წავაწყდი. სამხატვრო აკადემიის (რა თქმა უნდა არა საქართველოს) ყოფილი სტუდენტი იხსენებდა როგორი "მაღალმხატვრული" კრიტერიუმები შეიმუშავეს მან და მისმა კურსელებმა გამოცდებზე ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოსაცნობად.

მაშ ასე, როგორ ამოვიცნოთ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნახატი.

1. თუ ნახატზე მუქ ფონს და ტანჯულ სახეებს ხედავ, ეს ტიციანია!


image


გამონაკლისს წარმოადგენს ეს შიშველი არსება ყოველგვარი აზრისგან დაცლილი სახით.


image



2. თუ ნახატზე შიშველი, ცელულიტიანი ქალები თუ კაცები ჩანან, დიდი ალბათობაა, რომ საქმე რუბენსთან გვაქვს.


imageimage


3. თუ სურათზე კაცები ხუჭუჭა, მრგვალთვალება ქალებს, ან სულად "გეის" გვანან, ეს სავარაუდოდ კარავაჯო იქნება.


imageimage


4. თუ ნახატზე უამრავი პატარა ადამიანია, ეს ბრეიგელია.


imageimage


5. თუ უამრავ პატარა ადამიანს, უამრავი გამოუცნობი პატარა საგანიც ემატება, საქმე ბოსხთან გვექნება.


imageimage


6. თუ ადამიანები ღამე, ფანარის უჟმური განათების ფონზე ბომჟებივით გამოიყურებიან, საქმე რემბრანდტთან გვაქვს.


image


7. გამომშრალი კულტურისტებივით სხეულის მქონე ადამიანები მიქელანჯელოზე მიანიშნებს.


imageimage


8. ხედავ ბალერინას - ამბობ დეგას. ამბობ დეგას - ხედავ ბალერინას.


imageimage


9. დაბოლოს, თუ ყველა, ქალებიც კი პუტინს გვანან, თქვენ წინ ნამდვილად იან ვან ეიკია.


imageimage

აი, ასეთი "მარტივი" ყოფილა გენიალური ნამუშევრების გარჩევა...

1
463
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
463
  
2014, 12 სექტემბერი, 12:06
ძალიან მომეწონა, საინტერესო სტატიაა :)
0 1 1