x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მიქელანჯელო ბუონაროტი და მისი "სიქსტეს კაპელა" (საინტერესო ცნობები!)
ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა იმის მიღწევა, რასაც მიქელანჯელომ ოთხი წლის განმავლობაში პაპის კაპელაში ხარაჩოებზე მარტო მუშაობით მიაღწია. როგორც ჩანს მიქელანჯელო ზურგზე იწვა და ზევით მზირალი ხატავდა. იგი ისე შეეჩვია ამ მოუხერხებელ მდგომარეობას, რომ ახალ მიღებულ წერილსაც თავის ზემოთ იჭერდა და ისე კითხულობდა; მაგრამ ფიზიკური თავგამოდება ადამიანისა, რომელმაც შეძლო და უზარმაზარი სივრცე დააუხმარებლად მოხატა, მის ინტელექტუალურ და მხატვრულ ღირსებებთან შედარებით არაფერია.


image


ახალ-ახალი მიგნებების სიჭარბე, ყოველი დეტალის უცდომელი ოსტატობით გამოყვანა, სიდიადე მისი ხილვებისა, რომლებიც მიქელანჯელომ ასპარეზზე მის შემდგომ მოსულთ გაუზიარა-ყოველივე ამან კაცობრიობას გენიის ძალა ახლებურად დაანახა.


image



ამბობენ, რაც უნდა ხშირად ვათვალიერებდეთ ამ დიადი ნამუშევრის დეტალებისილუსტრაციებს, ისინი მაინც არასოდეს გვბეზრდება, მაგრამ ის შთაბეჭდილება, რომელსაც იგი მთლიანობაში ახდენს კაპელაში შესვლისას, ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ მიერ ნანახი უამრავი ფოტოსურათის უბრალო ჯამი.


image


კედლებზე მოსეს და ქრისტეს ამსახველი სურათები მოხატა, ზემოთ ახედვისას კი სრულიად განსხვავებულ სამყაროს აღმოვაჩენთ, ეს სამყარო აღემატება ადამიანურ განზომილებებს, რომელიც კაპელის ორივე მხარეს გაჭრილ ხუთ-ხუთ სარკმელს შორის ამოიმართება. მიქელანჯელომ გამოსახა "ძველი აღთქმის" წინასწარმეტყველთა ფიგურები, რომლებიც ებრაელებს მესიის მოსვლას აუწყებდნენ... ამ უზარმაზარი ფიგურების ზემოთ, საკუთრივ ჭერზე, მან შესაქმისა და ნოეს ამბები გამოსახა.


image


ყველაზე შთამბეჭდავი, ალბათ, მაინც ადამის შექმნის გამოსახულებაა. ადრეც დაუხატავთ ადამი, რომელიც მიწაზე იწვა და ღმერთის ხელის უბრალო მიკარებით ცოცხლდებოდა, მაგრამ ვერავინ შეძლო შესაქმის საიდუმლოს სიდიადე ასეთი ძალით გადმოეცა. ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი საოცრებაა ის, თუ როგორ მოახერხა მიქელანჯელომ, ღვთიური ხელის ეს შეხება სურათის ცენტრად და ფოკუსად ექცია, და ყოვლისშემძლეობის იდეა შესაქმის ამ დაუძაბავი და ძლიერი ჟესტით ეჩვენებინა.


image


ასევე, დაგაინტერესებთ:


"იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს არასახარბიელო შეკვეთა მტრების ინტრიგების წყალობით შეაჩეჩეს."-როგორ გადაწყვიტა მიქელანჯელომ "სიქსტეს კაპელას" მოხატვა?


"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო, ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."-საინტერესო ცნობები რაფაელ სანტის შემოქმედებიდან


"არსებობას გამართლება უნდა, ან, უკიდურეს შემთხვევაში გამტყუნება მაინც."-ჯემალ ქარჩხაძის "პარადოქსული" ფრაზები


საიდან წარმოიშვა ქართველთა თვითსახელწოდება ქართველი? (საინტერესო ცნობები)


"შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" არ არის პოემის ავტორის საქართველოს მეფე თამარისადმი მიჯნურობის ამბავი"-ცირა ინწკირველი


"ლუკა რაზიკაშვილიდან ვაჟა-ფშაველამდე"- ეთერ თათარაიძის საჯარო ლექცია




0
2728
2-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2728
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0