x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
9 სიმბოლო, რომელიც "სიქსტის მადონაზეა" დაშიფრული - რისი თქმა უნდოდა მხატვარს
გენიალური იტალიელი მხატვრის, რაფაელ სანტის ქმნილება - "სიქსტის მადონა" მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში რენესანსული მხატვრობის სწორუპოვარ ნიმუშად რჩება. ხელოვნების აღნიშნულ ნიმუშზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად მხოლო მის სიმბოლურ მნშვნელობაზე ვისაუბრებთ და გამოვყოფთ ცხრა ძირითად ნიშანს, რომელიც ნახატზეა დაშიფრული:

image



1. მადონა. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ წმინდა ქალწულის სახედ რაფაელმა თავისი საყვარელის, მარგარიტა ლუტის სახე გამოიყენა. ხელოვნების ისტორიის ექსპერტის, სერგეი სტამის აზრით, "სიქსტის მადონას თვალებიდან ჩანს უშუალო გულღიაობა და გულწრფელობა, უსაზღვრო სიყვარული და სიფაქიზე, და ყოველივე ამასან ერთად, სიფხიზლე და შფოთი, დარდი და თავზარი ადამიანური ცოდვების მიმართ; მერყეობა და ამავდროულად მზაობა გმირობის ჩადენისთვის (საკუთარი ძის სასიკვდილოდ გაწირვა)."

2. ყრმა ქრისტე. იმავე სტამის სიტყვებით, "ქრისტეს შუბლი არაბავშვურად მაღალია და ასევე არაბავშვურად სერიოზული თვალები აქვს. თუმცა მის თვალებში არ ჩანს არავითარი დარიგება, საყოველთაო შემწყნარებლობა ან შემრიგებლური სიმშვიდე... მისი თვალები სამყაროს შეჰყურებს დაჟნებით, დაძაბულად, გაურკვევლობითა და შიშით." ამავდროულად, ქრისტეს მზერაში იკითხება მზაობა მიჰყვეს მამა ღვთაების ნებას, მზაობა საკუთარ თავი შესწიროს ადამიანთა გადარჩენას.


image



3. სიქსტუს II. რომაელ პონტიფიკზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. წმინდა გვირგვინი მას ცოტა ხნით ერგო - 257-დან 258 წლამდე, ხოლო იმპერატორ ვალერიანეს მმართველობის დროს თავი მოკვეთეს. წმინდა სიქსტუსი იყო იტალიური პაპის გვარის - როვერეს (იტ. "მუხა") მფარველი, ამიტომ მის ოქროს მანტიაზე ამოქარგულია რკოები და მუხის ფოთლები.


image


4. სიქსტუსის ხელები. რაფაელმა დახატა წმინდა პაპი, რომელიც მარჯვენა ხელით მიუთითებს სამეფო ჯვარცმაზე (შეგახსენებთ, რომ "სიქსტის მადონა" დაკიდებული იყო საკურთხევლის უკან და, შესაბამისად, საკურთხევლის ჯვრის უკან). საინტერესოა, რომ პონტიფიკის ხელზე მხატვარმა ექვსი თითი გამოსახა - ნახატზე დაშიფრული კიდევ ერთი ექვსეული. მარცხენა ხელი კი მკერდზე აქვს მიკრული - ქალწული მარიამისადმი ერთგულებს ნიშნად.


5. პაპის ტიარა პონტფიკის თავიდან მოხსნილია მადლონას წინაშე თაყვანისცემის ნიშნად. ტიარა შედგება სამი დიადემისგან, რომლებიც მამის, ძისა და სულიწმინდას სიმბოლოა. ზემოდან კი, პაპის თავსაბურავს აგვირგვნებს რკო - როვერეთა გვარის ჰერალდიკული სიმბოლო.


image


6. წმინდა ბარბარე იყო პიაჩენცას მფარველი. III საუკუნის ამ წმინდანმა მამისგან მალულად მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც მამამ სასტიკად აწამა და თავი მოკვეთა.


7. ღრუბელი. ზოგიერთს მიაჩნა, რომ რაფაელმა ღრუბელი გამოსახა მომღერალი ანგელოზების სახით. სინამდვილეში, გნოსტიკოსების სწავლებით, ეს არის არა ანგელოზები, არამედ ჯერ კიდევ უშობელთა სულები, რომლებიც ზეცაში არსებობენ და უფალს ადიდებენ.


8. ანგელოზები. ნახატის ქვემოთ ორ ანგელოზი შორს უინტერესოდ იყურება. მათი ამგვარი გულგრილობა ღვთიური განგების გარდაუვალობის მიღების სიმბოლოა: ქრისტეს ჯვარცმა უწერია განგებით და ამის შეცვლა არავის ძალუძს.


image

9. გახსნილი ფარდა სიმბოლოა ზეცის გახსნილი კარისა. მისი მწვანე ფერი აღნიშნავს მამა ღმერთის მოწყალებას, რომელმაც ადამიანთა გადასარჩენად საკუთარი ძე სასიკვდილოდ გაწირა.


ასევე იხილეთ:

1. საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის!

2. რას ნიშნავს საიდუმლო კოდი, რომელიც ცნობილ მულტფილმებშია დამალული?

3. რატომ ჰგავს ერთმანეთს ქრისტე და იუდა და ვინჩის ნახატზე - უცნაური ისტორია

4. ცნობილ ფილმებში არსებული ფარული მინიშნებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდით

5. როგორ გამოვიცნოთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრები - სახალისო კრიტერიუმები

0
2475
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0