x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
დემენცია და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები
დემენცია არის შეძენილი გონება-სუსტობა. იგი დამახასიათებელია მოხუცებისათვის. არსებობს სემილური დემენცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია: კოგნიტური პროცესების მოშლა, ამნეზია, პიროვნების დეგრადაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვერ აზროვნებს, არ შეუძლია ჩაცმა-დახურვა, ვერ ცნობს საკუთარ შვილს, სრულიად უსუსურია . სემილური დემენციის გამომწვევი ორი მიზეზია: პირდაპირი და ირიბი.

პირდაპირი მიზეზებია: ალცგაიმერის დაავადება და მულტი-ინფაქტური დემენცია. ალცგაიმერის დაავადების პირველი ნიშნებია: რაღაცეების დავიწყება, ასევე ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ერთი გენის დეფექტი. ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია გარდაცვალებამდე. საჭიროა გაკვეთა. თავის ტვინის ზოგიერთი უბანი კვდება და ჩნდება შავი წერტილები. ხოლო რაც შეეხება მულტი-ინფაქტურ დემენციას -ხდება სისხლძარღვების შესუსტება, რაც იწვევს ტვინის დაზიანებას.

დემენციის ირიბი მიზეზებია: 1)ფსიქოლოგიური მოლოდინი -როდესაც წინასწარ ელოდება ადამიანი, რომ გადავა გვიან მოზრდილობაში და ეს დაავადება დაემართება;

2)ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა- ეს ის ასაკია, როდესაც ახლობელი ადამიანის სიკვდილი გარდაუვალია. შედეგად ყალიბდება დეპრესია, რაც უნდა დაიძლიოს ძველი მდგომარეობის აღსადგენად;


3)ფიზიკური ფორმა- ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა არის წინაპირობა დემენციის თავიდან აცილებისა;

4)კვება;

5)ალკოჰოლი- ჭარბი რაოდენობით მიღება დემენციის წინაპირობაა;

6)მედიკამენტები-ჰიპერტონიკული პრეპარატები იწვევს დემენციას;

7)ინტელექტუალური აქტივობა;

როგორც დავინახეთ, აუცილებელი არაა დემენცია ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს დაემართოს. მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. მთავარია ადამიანი მთელი ცხოვრება ჯანმრთელი ცხოვრების სტილს მისდევდეს და გონებრივად აქტიურად მუშაობდეს.

0
468
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გოგალაძე
ნათია გოგალაძე
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0