x
image
მანჩო 777
ვარსკვლავებიანი ცის არაჩვეულებრივი სილამაზე, ანუ პლანეტების პანორამა
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი მშობლიური პლანეტა დედამიწა გამუდმებით მოძრაობს. ამერიკელმა ფოტოგრაფმა ვინსენტ ბრედლიმ შექმნა გასაოცარი მოწყობილობა 4 ვიდეოკამერისაგან, რათა მოძრაობაში გადაეღო ვარსკვლავებიანი ცა ღამით. ვნახოთ, რა გასაოცარი და არნახული სილამაზის ფოტოსურათები გამოუვიდა მას.


image


ვინსენტ ბრედის მოწყობილობა შედგება 4 კამერისაგან, რომელთაგან თითოეული ერთი წუთის დაყოვნებით იღებდა კადრებს აკუმულიატორის მუხტის სრულ ამოწურვამდე. საერთოდ ეს გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში, გადაღებული კადრები ქმნიდა უჩვეულო პანორამას.


image



სურათზე ჩანს ვარსკვლავები, რომლებიც ბრუნავენ პოლარული ვარსკვლავის ირგვლივ.


image


პოლარული ვარსკვლავი ზეგიგანტური ზომისაა. ის არის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი კაშკაშა და მანათობელი ვარსკვლავი. დედამიწისგან პოლარული ანუ ცისკრის ვარსკვლავი დაშორებულია 434 სინათლის წლით.


image


სინამდვილეში პოლარული ვარსკვლავი წარმოადგენს სამი ვარსკვლავისაგან შემდგარ სისტემას. სისტემის ცენტრში მდებარეობს პოლარული ვარსკვლავი A, რომელიც მზეს 4, 5-ჯერ აღემატება ზომით და 2000-ჯერ სიკაშკაშით.


image


პოლარული ვარსკვლავი ყოველთვის იმყოფება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ჰორიზონტის ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში. ამიტომ ის ხშირად გამოიყენება ადგილის ორიენტაციისათვის.


image


ახლა კი გთავაზობთ ვარსკვლავებიანი ცის ულამაზეს და განსაცვიფრებელ ფოტოებს.


imageimageimageimageimage


და ბოლოს, ბონუსად მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი, საოცრად შთამბეჭდავი ვიდეო, გადაღებული ვინსენტ ბრედის მიერ.


0
95
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0