x
image
მანჩო 777
ბუნების მიერ შექმნილი ულამაზესი და გასაოცარი ოპტიკური ილუზიები
ბუნება-ყველაზე საუკეთესო და დახელოვნებული ილუზიონისტია. ის ქმნის გასაოცარ სურათებს, რომლებიც გვხიბლავენ და სიამოვნებას გვანიჭებენ თავიანთი თვითმყოფადობითა და უცნაურობით. ვუყურებთ მდინარის მშვენიერ ხედს და უცებ თვალი მას აღიქვამს, როგორც ...ადამიანის სახეს. მსგავსება სრულიად შემთხვევითი და უნებურია, მაგრამ ჩვენი ტვინი ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ ის თავისდაუნებურად აღიქვამს უცხო სურათს მისთვის სავსებით ნაცნობ საგნად.


ამ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ ბუნების მიერ შექმნილი გასაოცარი ოპტიკური ილუზიები. ვფიქრობ, სიამოვნებას მოგგვრით ჩვენი პლანეტის უმშვენიერესი ადგილების ხილვა, თან სრულად უცნაურ კონტესტში.


ხის მსგავსი მდინარე ბახას ნახევარკუნძულზე, მექსიკა


imageimage



გამოსახულება მდინარეში, დიდი კანიონი, აშშ


image



ინდიელის გამოსახულება კლდეზე, ებეცი, საფრანგეთი


image



ტალღა კლდეებში, იუტას შტატი, აშშ


imageimage


გამოსახულება კლდეზე, ალბერტა, კანადა


image


მტირალა სახე მყინვარზე, შპიცბერგენი, ნორვეგია


image



"ვიოლინო-კუნძული", კოსტა-რიკა


image



მძინარე მოხუცის გამოსახულება თოვლიან კლდეებზე, კანადა


image



იაკობის ჭა, ტეხასის შტატი, აშშ


imageimage



მიწისქვეშა ჩანჩქერი, მავრიკია


imageimage


ბუნებას შეუძლია ხის ტოტებად ღრუბლები მოგვაჩვენოს,


image

დამჭკნარი ვარდი საშინელ თავის ქალად წარმოგვიდგინოს,


image


ან შექმნას ასეთი მშვენიერი სახეები მცენარეების, თევზებისა და წყლის ტალღების მეშვეობით


imageimageimage

ხანდახან ბუნება ანცობის ხასიათზე დგება და ასეთ უცნაურ "სიურპრიზებს" მოგვიწყობს ხოლმე


imageimage

მოკლედ, როგორც ბრძენი ვაჟა იტყოდა:"ბუნება მბრძანებელია".... მკაცრი, სასტიკი და საშიში მბრძანებელი, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი, დიდებული, გასაოცარი და უნიჭიერესი მხატვარი.

6
175
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
175
  
2014, 31 ივლისი, 22:47
მადლობა, გაიხარე:)
2014, 31 ივლისი, 22:47
სათაური საერთო დავარქვი: ბუნება ანცობსთქო:)
2014, 31 ივლისი, 22:45
ლამაზი და საინტერესო სტატიაა.შთამბეჭდავი,
2014, 31 ივლისი, 22:18
ბოლო სურათმა რა დაგიშავა სათაური რატომ არ დაარქვი?)))))))))
2014, 31 ივლისი, 22:07
კაი იყო:)
0 1 6