x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სოციალური მიმზიდველობის გამომწვევი მიზეზები

მართალია, ჩვენს დროში ტექნოლოგიურმა წინსვლამ, ინტერნეტ სამყაროს შექმნამ ადამიანთა შორის ურთიერთობების ფორმები რადიკალურად შეცვალა, მათმა დიდმა ნაწილმა ხომ კიბერსივრცეში გადაინაცვლა. თუმცა, ურთიერთობებისადმი ინტერესი და სურვილი

თანამედროვე ადამიანებსაც ისეთივე გვაქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა ეპოქაში დაბადებულებს და მცხოვრებლებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ "სიყვარულისა", "მოწონების", " მეგობრობის" თემები აქტუალობას არასოდეს კარგავს. ეს გრძნობები უბიძგებდნენ როგორც უდიდეს ხელოვანებს, მწერლებსა და პოეტებს შეექმნათ არაჩვეულებრივი ნაწარმოებები, ასევე რიგით ადამიანებს გამოეხატათ თავიანთი ემოციები. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკა- შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" და ზურიკელას "ხმამაღლა" დაწერილ ლექსი ერთსა და იმავე მარადიულ თემას ეძღვნება.ალბათ, ვერ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ ეს გრძნობა აგიჟებს, "ახელებს" და თავს აკარგინებს ადამიანებს. შესაძლოა, მართლაც ის "ატრიალებს დედამიწას", თუმცა, თავად სიყვარულს რა "ატრიალებს" და განაპირობებს, ასევე რატომ მოგვწონს ადამიანები და როგორ ხდებიან ისინი ჩვენი მეგობრები საკმაოდ რთული და საინტერესო თემებია, რომლებიც სოციალურ ფსიქოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ამ საკითხებზე მრავალი კვლევა ჩატარებულა, სიყვარულის საიდუმლო კი ბოლომდე ჯერ არავის ამოუხსნია.რაც შეეხება "მოწონებას" აქ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს. მართალია, ყველამ კარგად ვიცით, რომ სიყვარული და მოწონება სხვადასხვა რამაა, მაგრამ შესაძლოა მათი გამომწვევი მიზეზები ერთნაირი იყოს. მოდით, გავიგოთ "სოციალურ მიმზიდველობასთან" დაკავშირებით რა ინფორმაციას გვაძლევს ფსიქოლოგია.

თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "ადამიანებს აქვთ ტენდენცია იმისა, რომ მოსწონდეთ ადამიანები და საგნები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს." (ზიმბარდო, გერიგი 2002, გვ 234) როგორც ჩანს ხანგრძლივი ურთიერთობების ეფექტი მნიშვნელოვანია და ის გვიბიძგებს სულ უფრო მეტად და მეტად მოგვწონდეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მხედველობის არეში არიან. არანაკლებ, მნიშვნელოვანია "ფიზიკური მიმზიდველობა", 70-ზე მეტი გამოკვლევის შედეგი ადასტურებს, რომ გარეგნობას სოციალურ ურთიერთობებში უდიდესი გავლენა აქვს. განსაკუთრებით კი დასავლურ საზოგადოებაშია მყარი სტერეოტიპი, რომ ლამაზი სხეულის ადამიანები, ყველაფერში კარგები არიან. თუმცა, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ კარგ გარეგნობას ადამიანები ნაკლებად უკავშირებენ გონებრვ შესაძლებლობებს. კერძოდ, რთულია ყური მოკრა შემდეგი ფრაზას: "რა ლამაზია, ალბათ, ძალიან ჭკვიანი იქნება"... შემდეგი ფაქტორი, რომლის განხილვასაც უნდა შევუდგეთ "მსგავსებაა".უდავოდ, არაფერია გასაოცარი იმაში, რომ სიამოვნებას გვანიჭებს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ, ჩვენნაირი გემოვნება აქვთ, ასეთ დროს "ჰარმონიის" შეგრძნება გვეუფლება, ვხვდებით, რომ სიტყვის უთქმელადაც ესმით ჩვენი. თუმცა, აქ ისიც საყურადღებოა, რომ ჩვენსს მსგავსს ადამიანებთან კონტაქტი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი დამოკიდებულებები სწორია. "მეტიც მსგავსების არარსებობას ზლიერ ანტიპათიამდე მივყავართ".(როზენბაუმი, 1980 ) კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც გვანან ერთმანეთს ადვილად ხდებიან მეგობრები.(მარტინი &ანდერსენი, 1995) განა უსაფუძვლოდ არის ნათქვამი "ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო"... ახლა კი დროა, ბოლო ფაქტორის გააზრებაზე გადავიდეთ. ეს გახლავთ "ორმხრივობა", რაც გულისხმობს ადამიანთა მიდრეკილებას მოსწონდეს ისინი, ვისაც ისინი მოსწონთ. როგორც ჩანს სხვების კეთილგანწყობა აისახება ჩვენს დამოკიდებულებებზეც. "სიყვარულისკენაც იგივე ძალები უბიძგენენ ადამიანს, რომელსაც ის მოწონებამდე მიჰყავთ", (გერიგი, ზიმბარდო, 2002 გვ 735) თუმცა, აქ შესაძლებელია პარადოქსს წავაწყდეთ, რადგან ადამიანებს ხანდახან უყვარდებათ ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც არ მოსწონთ.

ახლა, კი მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობთ: თვალი გადაავლეთ იმ ადამიანთა სიას, რომლებიც მოგწონთ, მარტივად დარწმუნდებით, რომ მათი უმეტესობა ისეთი ადამიანია, რომელსაც ხშირად ხვდებით, მათთან მსგავსება და ორმხრივი კეთილგანწყობა გაკავშირებთ...

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0