x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
XXI საუკუნე და სიმორცხვის პარადოქსი
XXI საუკუნეში აზრისა და ემოციის თავისუფლად გამოხატვა, განსხვავებულობა, ორიგინალობა, თვითაქტუალიზაციისკენ სწრაფვაა წახალისებული. გარდა იმისა, რომ სამოტივაციო წერილებსა და სოციალურ ქსელებში საკუთარი თავის მხოლოდ საუკეთესოდ წარმოჩენასა და ნაკლის მოხერხებულად დაფარვას მივეჩვიეთ და საკმაოდ თავდაჯერებულადაც გამოიყურებით. სატელევიზიო საშუალებებსა და ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ღიად საუბრობენ თავიანთ თუ სხვების პირად ცხოვრებაზე, განიხილავენ აქამდე ტაბუდადებულ თემებს, გვიმტკიცებენ, რომ კომპლექსები არ აწუხებთ. ამ ფონზე, მართლაც, საინტერესოდ ჟღერს საზოგადოებრივ კვლევათა შედეგები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეალურად საქმე არც ისე მარტივად და "თავისუფლადაა" როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ მხრივ, საყურადღებოა ე.წ "სიმორცხვის" კვლევები, რომლებიც პირადად
ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წარმოიდგენდით, რომ არა თუ ჩვენს სოციუმში, არამედ აშშ-ში კოლეჯის სტუდენტთა 50 % თავს "ამჯამად მორცხვ" ინდივიდად მიიჩნევს.( Carducci, Zimbardo 1995) ისინი გულწრფელად აცხადებენ, რომ მორცხვობა არასასურველი მდგომარეობაა, რაც მათ ხელს უშლის სოციალური ურთიერთობების დამყარებაში, განაცდევინებს დისკომფორტს და უარყოფითი პიროვნული შედეგები აქვს. სიმორცხვე მათთვის დამაბრკოლებელ ფაქტორია ინტერპერსონალური და პროფესიული მიზნების მიღწევისას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი

"სიტუაციურად მორცხვია", ანუ ისინი მხოლოდ ზოგიერთ გარემოში

გრძნობენ თავს მორცხვად. ასეთი სიტუაცია შესაძლებელია სოციალურ ზეწოლას შეიცავდეს. მორცხვობა გართულებული ფორმით

სოციალურ უცნაურობაში ადამიანების უკიდურეს შიშში "სოციალურ


ფობიაში" გადაიზრდება. რთულია მსჯელობა იმაზე თუ რატომ არიან

ადამიანები მორცხვები. ზოგიერთი "იბადება მორცხვად".ასეთი

ბავშვები ჩაკეტილები და გადამეტებულად ფრთხილები არიან.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში მორცხვობას აღზრდა განაპირობებს. ასევე ბავშვობაში განცდილი ემოციები დაცინვასა თუ მახსრად აგდებაზე.

ახლა კი დროა დაფიქრდეთ, "იშვიათად არამორცხვი" ხართ თუ უმრავლესობის მსგავსად მორცხვი. პირველ შემთხვევაში ჩვენი რჩევები არგჭირდებათ, მაგრამ თუ მეორე კატეგორიაში ერთიანდებით, გაითვალისწინეთ, რომ მორცხვობის დაძლევა მაშინაც კი შეიძლება, თუ მასში გენეტიკური ფაქტორია. ასე, რომ გირჩევთ ისაუბროთ ლაღად, გაიღიმოთ ხშირად, დაამყაროთ მხედველობითი კონტაქტები ურთიერთობისას, შეეცადეთ თქვენთან თავი კომფორტულად აგრძნობინოთ სხვებს, განსაკუთრებით მორცხვ ადამიანებს. არ დაგავიწყდეთ, რომ
ჰოლივუდის ვარსკვლავები: ნიკოლ კიდმანი, რიჩარდ გირი, რობინ
უილიამსი, რობერტ დენირო და სხვები თავს მორცხ ადამიანებად
მიიჩნევდნენ ადრეულ წლებში.






















0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0