x
აშშ-ს განათლების სისტემის პრობლემები
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტი (სოციოლოგია)


სტუდენტი: ქეთევან სალთხუციშვილი (მე-3 კურსი)


23.07.2014



აშშ-ს განათლების სისტემის პრობლემები


image


ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, და საკმაოდ ბევრი ქვეყანა ცდილობს მისი ყოველი რეფორმისა და ინოვაციისა “კოპირებას“ და საკუთარი ქვეყნის სისტემაში გადატანას. ასევეა ა.შ.შ-ს განათლების სისტემის რეფორმები და სიახლეები, მაგრამ დღეისათის, მიუხედავად მათი მრავალმხრივი წარმატებებისა, და განათლებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე ყოფნისა( პირველ სამ ადგილს ინაწელებენ კანადა, ისრაელი, იაპონია, 2012 წლის შედეგებით) მაინც საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით მის განათლების სისტემაში.


მთავარი პრობლემები, რაც აღსანიშნავია შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:
• უწიგნურების მზარდი რაოდენობა
• იმიგრაცია და მზარდი მრავალფეროვნება სკოლებში
• საგანმანათლებლო შესაძლებლობები და რასობრივი, გენდერული, კლასობრივი პრობლემები
• ძალადობა სკოლებში
• განათლების ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები


უწიგნურების მზარდი რაოდენობა


დღეისათვის ოთხიდან ერთი მოზარდი აშშ-ში არის ფუნქციურად გაუნათლებელი, ანუ არ აქვს უნარი იკითხოს ან წეროს ელემენტარულად იმ დონეზეც კი, რაც საჭიროა ყოველდღიური ცხოვრებისეული დავალებების შესასრულებლად. გაუნათლებლობა ყველაზე ხშირად გვხვდება ეთნიკურ და რასობრივ უმცირესობებში, ვიდრე თეთრკანიან ამერიკელებში. ამას თუ დავუმათებთ პრაქტიკულ შმთხვევებთან გამკლავებას, როგორიცაა, მაგალითად ბანკის დეპოზიტის ბლანკის ბევსება, ან შესრულებული სამუშაოს ღირებულების გამოთვლა, 1993 წლის ამერიკაში დაახლოებით 95 მილიონი ადამიანია ფუნქციურად გაუნათლებელი, მათ შორის მიახლოვებით 20% უმაღლეს სკოლა დამთავრებულია. ზოგიერთი სოციალური ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გაუნათლებლობა სამომავლოდ არ იქნება ასეთი დიდი პრობლემა, რადგან ახალ ტექნოლოგიებს შეუძლიათ აქციონ წერა-კითვა მოძველებულად, რაც ახალი ინფორმაცული საზოგადოების ნაყოფი იქნება. თუმცა უნა აღვნიშნოთ, იმისათვის, რომ შეძლონ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, საჭიროა რომ მას შეეძლოს ელემენტარულ დონეზე წერა-კითხვა მაინც.


იმიგრაცია და მზარდი მრავალფეროვნება სკოლებში


ზოგიერთი ანალიტიკოსის მიხედვით, გაუნათლებლობა მეტად ახასიათებთ იმიგრანტებს. სწორედ იმიგრანტებში აღინიშნება გაუნათლებლობის საკმაოდ დიდი დონე. ახალი იმიგრანტები ისევ განაგრძობენ საკუთარ ენაზე საუბარს და ნაკლებად ცდილობენ ინგლისურის დაუფლებას. ინგლისურის არცოდნის გამო ბავშვი ვერ ავლენს თავის შესაძლებლობას, მისი კულტურული დონე განსხვავებულია ამერიკულისაგან, და შედეგად ვერ აბარებენ სკოლაში მისაღებად IQ ტესტს, რის გამოც ეს ბავშვები გადაიგზავნებიან სპეციალიზირებულ სკოლაში და მიეკვრებათ “ჩამორჩენილის“ იარლიყი, რაც საბოლოოდ მოქმედებს მათი სწავლის დონესა და მათში იწვევს სხვადასხვა წინააღმდეგობებს განათლების სისტემის მიმართ. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი, აისახება სამომავლოდ კარგ ადგილას დასაქმების შანსებზე. ამაზე ყურადღებას ამახვილებენ ინტერაქციონისტები.
მიუხედავად ამისა, იმიგრანტების უმრავლესობა მაინც საჯარო სკოლებს ანდობს საკუთარ შვილებს, ზოგიერთი კი მიმართავს დამატებით სკოლებსაც, განსხვავებული საგანამანათლებლო პროგრამებით. მაგალითად, იმიგრანტ მშობელთა დაარსებული შაბათ-კვირის სკოლები, სადაც მოსწავლეები იღებენ სპეციალიზირებულ დახმარებასა და გამოცდილებას, რაც მთავარია სწავლობენ ინგლისურ ენას.


საგანმანათლებლო შესაძლებლობები და რასობრივი, კლასობრივი და გენდერული პრობლემები


image1954 წელს, აშშ-ს ფედერალური მთავრობამ მიიღო კანონი, რის მიხედვითც საგანმანათლებლო დაწესებულებებშუ აიკრძალა რასობრივი სეგრეგაცია, ანუ უნდა მომხდარიყო სხვადასხვა რასის წარმომადგენელთა გაერთიანება. მას შემდეგ 60 წელია გასული, თუმცა სკოლებში რასობრივმა დაყოფამ არ იკლო. მითუმეტეს ნელა მიმდინარეობს ეს პროცესი აფრო-ამერიკელებისათვის, რომლებიც აწყდებიან ორმაგ პრობლემას, რასობრივ და კლსობრივ სეგრეგაციას რაიონების. დღეისათვის ფერადკანიანები წარმოადგენენ საქალაქო რაიონების სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობას, ხოლო მაღალი და საშუალო კლასის თეთრკანიანები კი, გარეუბნის საჯარო და საქალაქო კერძო სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობას. მაგალითად, ჰარტფორდის საჯარო სკოლის 24 000 მოსწავლიდან, 93%-ს შეადგნს ლათინო და აფროამერიკელიღვარს ქვემოთ. ხოლო მათი 66% კი, არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი. ამ სკოლაში მაღალია სტუდენტთა რიცხვი, ხოლო დაბალია მასწავლებლების რაოდნობა, რომლებიც არიან გამოცდელები და მოსწავლეებისაგან აქვთ მცირე მოლოდინები. რასობრივი უმცირესობების მიმართ ცუდ დამოკიდებულებას, გაუნათლებლობასა და დაბალ თვითშეფასებას, სტუდენტები ხშიად თვითმკვლელობამდც მიყავს.


იმიგრანტთა პრობლემის გარდა, ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაში ვაწყდებით გენდერულ უთნასწორობასაც. ბიჭებს მასწავლებლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, რადგან მეტად საჭირო პიროვნებებად ითვლებიან. ასევე ცდილობენ მათი პრობლემების მოგვარებას, ხოლო გოგონების კი ნაკლებად. ბიჭები მიდიან და მართავენ საპროტესტო აქციებს. საბოლოოდ გოგონებს ბიჭებთან შედარებით დაბალი თვითღსეფასება უყალიბდებათ, რაც მათ სამომავლოდ აბრკოლებს ჩააბარონ ტექნიკურ და მათემატიკურ კურსებზე, რადგან ისინი ბიჭებისათვის განკუთვნილად ითვლება.
ზემოთ არსებულ პრობლემები კონფლიქტის თეორიტიკოსების განხილვის საგანია. მათი აზრით, განათლება და კულტურული კაპიტალი განაპირობებს შემდგომ ცხოვრებაში წარმატების შანსს.

ძალადობა სკოლებში


imageსკოლის უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის(the National School Safety Center) მონაცემების თანახმად ყოველწლიყრად დაახლოებით 50 მოსწავლე ხდება მკვლელობის მსხვერპლი სკოლის ტერიტორიაზე სწავლის დღეებში და ამასთან ერთად ფიქსირდება 3 მილიონამდე სისხლის სამართლის ან სხვა სახის დანაშაული. დღეისათის ზოგიერთი ციხესიმაგრე გამოიყურება ციხესიმაგრესავით, რომელსაც შეიარაღებული დაცვა იცავს, შესასვლელებში არის დამონტაჟებული მეტალის ამომცნობები დეტექტორები, ჩხრიკავენ მოსწავლეებს, რათა არ შეიტანონ მათ სკოლაში მავნე ნივთიერებები და კონტრაბანდა. ამასთან ერთად თავდასხმა ხდება მასწავლებლებზეც. ყოველთვიურად მიახლოვებით 5000 მასწავლებელი ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მოსწავლეების მხრიდან.


განათლების ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები


პრობლემას წარმოადგენს სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც. ვაუჩერებს მხოლოდ დაბალი კლასის წარმომადგენლები იყენებნ, ხოლო საშუალო და მაღალი კლასის წარმომადგენელი კი კერძო სკოლებში სწავლობენ, სადაც სწავლის მაღალი დონეა და კარგი დისციპლინაც, ხოლო ვაუჩერით დაფინანსებულ სკოლებში, კი არის სწავლის დაბალი დონე, სკოლები ვაუჩერების დიდი რაოდენობისათვის ცდილობენ, რომ რეკლამებით მიიზიდონ რაც შეიძლება მეტი ბავშვი. აქვე შესაძლოა გავიხსენოთ ფუნქციონალისტების მიხედვით განათლების ერთ-ერთი ფუნქციაც, რის მიხედვითაც განათლება არის სოციალური განაწილებისათვის. ამის შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ “თანაბარი სასტარტო პირობების შესახებ თეორიები სრულ სიმართლეს არ წარმოადგენს.


კოლეჯების დამფუძვნებელი საბჭოების მიერ სწავლის წლიური გადასახადის გაზრდის შედეგად 1996-97 წლებში სწავლის საფასური აღემატებოდა ინფლაციის კურსს. ამავდროულად კერძო სასწავლებლებთან შედარებით სახელმწიფო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლის საფასური უფრო დაბალია. ბევრი სტუდენტი იღებს სტუდენტურ სესხს და სესხით სწავლობს კოლეჯში, მაგრამმაგრამ მისი სამომავლოდ დაფარვა “ცისფერსაყელოიანთა“ ოჯახებს არ ძალუძთ და შესაბამისად სესხით ისევ საშუალო კლასის წარმომადგენლები სარგებლობენ. თუმცა ზოგიერთი სტუდენტი პოულობს ნახევარგანაკვეთიან სამსახურს, მაგრამ ასეთი შემოსვალი მხოლოდ სწავლის საფასურისა და წიგნების ნაწილს ფარავს. მაღალი კლასის წარმომადგენელთა შვილებს უფრო აქვთ შანსი მოხვდნენ კერძო სასწავლებლებში, სადაც წლიური გადასახადი ჩვეულებრივ 12 000$-დან იწყება და 30 000$-ს აღწევს. ამასთან ერთად, რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელთა უმრავლესობას არ შუძლიათ განათლება მიიღონ კოლეჯებში, და მითუმეტეს კერძოებში. შესაბამისად მათი მომავალი წინასწარაა დაკნინებული ცოდნის დაბალი დონით. ბევრმა კოლეჯმა სცადა, რომ დაეწიათ გადასახადის რაოდენბა, მაგრამ ამასთან ერთად მოხდა მათი სწავლის ხარისხის დაწევაც, და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.


0
142
შეფასება არ არის
ავტორი:ქექოო
ქექოო
142