x
რელიგიისა და მეცნიერების თანაარსებობა
თსუ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა
სტუდენტი: ქეთევან სალთხუციშვილი, III კურსი

09.07.2014

მთავარი რაც მეცნიერებასა და რელიგიას აკავშირებს, ეს არის სამყაროს ახსნის მცდელობა, თუმცა ორივე აკეთებას ამას სხვადასხვაგვარად. მაშინ როდესაც რელიგია მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებს, ადამიანის ბედსა და საერთოდ მსოფლიოს არსებობას უკავშირებს ზებუნებრივ ძალებს, მაშინ მეცნიერება უპირისპირდება მას ობიექტური მეთოდებითა და დაკვირვებებით, რომლის მიზანია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია და რელიგიისაგან განსხვავებით მსოფლიოს სხვაგვარ მოდელს გვიფენს ფეხთით.


ძველ რომსა თუ საბერძნეთში, მართალია ჯერ არ იყო ექსპერიმენტალური მეცნიერება, თუმცა მაინც წინ იწევდა მედიცინა, ასტროლოგია, ასტრონომია, მექანიკა, მაგრამ ამ პერიოდში მეცნიერებებსა და რელიგიას შორის არ იყო არანაირი დაპირისპირება, და ორივე ვითარდებოდა თავის გზაზე. მაგრამ ამ დროსაც გვხვდება იშვიათი დაპირისპირებებიც, მაგალითად ძველ საბერძნეთში, ანაკსაგორის განცხადებამ, რომ მზე არ იყო ეტლს მობმული, და იყო უშველებელი, თითქმის გამოიწვია მისი სიკვდილით დასჯა.



შემდგომ მოდის შუასაუკუნეების პერიოდი, როდესაც რელიგია აღმოსავლეთსა და ევროპაში აღწევდა ყველა სფეროში და ფაქტიურად სახელმწიფო განიხილებოდა როგორც რელიგიის დანამატი. (ქრისტიანული ეკლესიის თეორია). მაგრამ, ამასთან ერთად მეცნიერება და მისი გამოგონებები მიდიოდა წინ, და გვაძლევდა ახალ ცოდნას, შეხედეულებებს, რომელიც რელიგიურ აბსოლუტიზმს ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად სასულიერო პირების მხრიდან წამოვიდა მეცნიერებისადმი დაპირისპირება, რაც საბოლოოდ მე-12 საუკუნეში გადაიზარდა კიდეც წმინდა ინკვიზიციის შემოღებაში, რაშიც იგულისხმებოდა ერეტიკული ცოდვების გამოძიება და დასჯა. ითვლებოდა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის იმყოფებიან ის პიროვნებები, რომლებიც არიან ჯადოქრები, და შესაბამისად უნდა მომხდარიყო მათი დასჯა, “ლიკვიდაცია“, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რელიგიურ კანონებს. ჯადოქრულ ქმედებად, ხშირად ითვლებოდა მეცნიერების ახალი აღმოჩენები. ეს ყველაფერი მეტწილად ხდებოდა კათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში, სადაც იმართებოდა სასამართლო სხდომები სასულიერო პირების მიერ.

ინკვიზიციის აღმასვლა შესაძლოა დაიყოს 3 ეტაპად: 1)დომენიკის პერიოდამდე 2)დომენიკის პერიოდი 3) ესპანური ინკვიზიციის პერიოდი. გასამართლებისაგან თავის დასახსნელად, ხშირად მეცნიერები თავიანთ აღმოჩენებს “ალამაზებდნენ“ რელიგიურობით. ამ პერიოდში სკოლები და უნივერსიტეტეტები იყო მონასტრების მფარველობის ქვეშ, შესაბამისად ყველანაირი საკითხი, რასაც სწავლობდნენ ახალგაზრდები, იყო რელიგიური ელფერით შემოსილი, ხოლო სკოლების გარეთ, კი ცოდნის მიღება ვერ ხერხდებოდა. ეს კი ნიშნავს, იმას რომ მეცნიერებას ჰქონდა საკმაოდ მცირედი გასაქანი, ან ისევ უწევდა სამყაროს ახსნა რელიგიური კუთხით.


ახალ პერიოდში უფრო მეტად გამძაფრდა დაპირისპირება კათოლიკურ ეკლესიასა და მეცნიერებას შორის. მაგალითად მე-17 საუკუნედან ცნობილია ფაქტები, რომ რატომღაც ეკლესია შეეწინააღმდეგა ჰელიოცენტრიზმის (მზის სისტემის) იდეას. შემდგომ, მიმდინარეობდა დაპირისპირება გალილეოს იდეებთან. ამ იდეებმა ნელ-ნელა შეასუსტა ეკლესიის ავტორიტეტი, და ხალხმა დაიწყო მეცნიერების სერიოზულად აღქმა. მეცნიერებამაც უფრო მეტად იწყო წინ სვლა, გათავისუფლდა რელიგიური ელფერისაგან და თეორიული მასალის გამტკიცება დაიწყეს ექსპერიმენტების საშუალებებით, რამაც გამოიღო ძირძველი შედეგები მეცნიერებაში.


დღეისათვის მეცნიერება და რელიგია არის ყველგან, ჩვენს გარშემო. მეცნიერება ცდილობსჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაადვილებას, შეცვლას, დღითი დღე ის გვაოცებს თვისი ახალი აღმოჩენებით. ამიტომ, თავად მას დღეისათვის აქვს დიდი გავლენა რელიგიაზე. სასულიერო პირები თავისუფლად იყენებენ და თითქმის არ კიცხავენ ახალ სამედიცინო, ტექნოლოგიურ აღმოჩენებს. გარდა ამისა, მეცნიერთა რიგებში გვხვდება საკმაოდ ბევრი სასულიერო პირიც. დღევანდელ დღს კი შეეფერება აინშტაინის სიტყვები, რელიგიისა და მეცნიერების მიმართების შესახებ: "მეცნიერება რელიგიის გარეშე ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა".


გამოყენებული ლიტერატურა:
В. Величкина. Очерки истории инквизиции (1906)

რელიგია და მეცნიერული ფაქტები. http://www.orthodoxy.ge/metsniereba/faqtebi.htm

1
36
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქექოო
ქექოო
36
  
2014, 9 ივლისი, 20:28
"მეცნიერება ცდილობს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების გაადვილებას, შეცვლას, დღითი დღე ის გვაოცებს თვისი ახალი აღმოჩენებით"- ვახდენ ტექსტის ციტირებას და აქვს დავამატებ- "ეს ყოველივე კი გვაშორებს რელიგიასთან"... და კიდევ, მეცნიერებმა მას შემდეგ აღიარეს ღვთის არსებობა, როდესაც აკვირდებოდნენ ქალის საშვილოსნოში განაყოფიერებულ ემბრიონს და მისი 9 თვიანი ტრიმესტრის განვითარების ეტაპებს, რომელიც არანაირ მეცნიერულ მოვლენას არ უკავშირდებოდა.
0 1 1