x
ქალიშვილობის ინსტიტუტი
თსუ. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი (სოციოლოგიის მიმართულება, III კურსი)


ქალიშვილობის ინსტიტუტი


ქეთევან სალთხუციშვილი

თბილისი
2014წელი, 24 იანვარი



გენდერი და ქალიშვილობის ინსტიტუტი

ადრინდელ დროში, როდესაც იბადებოდა ბავშვი, პირველ რიგში ყველა კითხულობდა მის სქესს. ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც „ბიოლოგიურ ან ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, მაშინ როცა გენდერი გულისხმობს „მამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს. აქედან ჩვენ უკვე ვხვდებით, რომ სიტყვა “ქალი“ უკვე სტატუსია რომელიც მას ერგუნა დაბადებიდანვე, (ანუ ეს არის დარქმეული ან მიწერილი სტატუსი), მის არსებობას კი ახასიათებს როლების1 მთელი კრებული. მთავარი ამ როლებიდან კი არის „კარგი შვილის“, “კარგი დედის“ “ოჯახის ქალის”, და სხვა. ასევე ის აღიქმევა როგორც ნაზი არსება, რომელსაც ყველა ნაბიჯზე მამაკაცის დახმარება სჭირდება და არ განიხილება დამოუკიდებლად და თავისუფლად. ამას კი ხსნიან ქალის “ბუნებით“. ქალების უმეტესობას კი კარგად აქვს მორგებული “დაუცველი არსების“ როლი და ამართლებს მამაკაცების მხრიდან დადგენილ “წესებს“.

მაშინ როდესაც ქალის დაბადება ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახისათვის სირცხვილად ითლებოდა და ახალშობილს ცოცხლადაც კი მარხავდნენ ამ სირცხვილის დასაფარავად, (მაგალითად ირანი ჩვ.წ. მე-7 საუკუნე)2, ან მაშინ, როდესაც ქალი იყო აღქმული როგორც საკუთრება, ქალის უფლებებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლო წლებში საუკუნეში ქალებმა დაიწყეს ბრძოლა იმ უფლებებისათვის, რითიც ისინი გაუთანაბრდებოდნენ მამაკაცებს, და გახდებოდნენ დამოუკიდებელნი, თანაწორუფლებიანი მოქალაქენი. თავიდან ხმის უფლების მოპოვების (აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 დამატებით ქალებს არჩევნებში ხმის უფლება მიეცათ 1920 წელს) პროცესი იყო საკმაოდ რთული, რადგან ეს უფლება ამ საზოგადოებაში განიხილებოდა როგორც საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რაც მხოლოდ მამაკაცების ცხოვრებას ახასიათებდა. ახლა კი ქალების ბრძოლის მოქმედების არეალი არის გაფართოვებული და განიხილავს სოციალურ, პოლიტიკურ, და კულტურული უთანასწორობისა და მათ სხვადასხვა გამოვლინებას.

გენდერი სწორედ კულტურისაგან იქმნება და შესაბამისად სოციალიზაციის პროცესში ბავშვს ზრდიან ისე, როგორც “ქალის სტატუსს“ შეეფერება. ამ ნაშრომში მე ვისაუბრებ კულტურულ უთანასწორობის ერთერთ სახეზე: ქალიშვილობის ინსტიტუტზე. ქართული ტრადიციული აღზრდის სისტემა სხვადასხვაგვარადაა მორგებული მამაკაცზე და ქალზე. ბიჭს პატარა ასაკშიც კი აძლევენ უფლებას მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ გოგონასათის არის საკმაოდ ბევრი ტაბუირებული თემა, რომელზეც საუბარიც კი არ შიძლება. ერთ-ერთი ასეთ თემად სწორედ ქალიშვილობის ინსტიტიტი წარმოადგენს, რაც ნიშნავს - წესების ერთობლიობას, რომელიც უკრძალავს ქალებს ქორწინებამდე სექსუალურ კავშირს. საქართველოში ამ თემას ტაბუ ნაწილობრივ მოეხსნა, მაშინ როდესაც დაიწყო სწრაფვა დემოკრატიულობისაკენ, პირველი კვლევები სექსუალური ურთიერთობებში ჩატარდა 90იან წლებში. ამ პერიოდში შეინიშნება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაარსება, რომლებიც არიან ორიენტირებულნი ქალთა უფლებებზე, მაგალითად, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი რომელიც ახორციელებს ქალთა კეთილდღეობისათვის სხვადასხვა პროგრამას. ასევე, ქალთა ფონდი, რომელიც საქართველოში დაარსდა 2005 წელს. ის ცდილობს ქალთა გაძლიერებას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში და სხვა.


ქალიშვილობა მრავალ კულტურაში მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობას წარმოადგენს. მათ შორის საქართველოში. ქალიშვილობის დაკარგვას ჰქვია დეფლორაცია. როგორც საქართველოში, ასევე მრავალ კულტურაში მიაჩნიათ, რომ ქალიშვილობის დაკარგვა დაკავშირებულია პირველ საქორწინო დღესთან. მიაჩნიათ, რომ ადამიანი ამ დღეს ემშვიდობება ქალიშვილობას. მათი რწმენით ქალიშვილობას ქალი საჩუქრად უძღვნის თავის ქმარს და გადასცემს მას ქორწინების პირველ დღეს. ასეთ პოპულაციში ერიდებიან იმ სამედიცინო მანიპულაციასაც კი, რომელსაც შეხება აქვს საქალწულე აპკთან. ზოგიერთ კულტურაში, ქალიშვილობის ინსტიტუტის სიძლიერის გამო, ქალი, რომელიც არ არის გათხოვილი და ქალიშვილობას დაკარგვას შეიძლება განდევნონ ან დასაჯონ ამისთვის. ან მოხვდეს საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ და იყოს სტიგმატიზირებული. საქართველოს შემთხვევაშიც ასეთი სიტუაციაა. ამიტომ ზოგიერთმა თანამედროვე ქალმა, რომელიც არ არის ქალიშვილი, აღმოაჩინა ამ პრობლემიდან დაღწევის გზა. მაგალითად: მიმართავენ ჰიმენოპლასტიკას და აღიდგენენ საქალწულე აპკს, რათა დამალონ საკუთარი სქესობრივი გამოცდილება. (ამიტომაც ზოგიერთ საზოგადოებაში ქორწინების წინ საზღვრავენ საქალწულე აპკის მთლიანობას, ან მის არსებობა-არსარსებობას. ამის შეფასება ხდება ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ სპეციალური „სერთიფიკატი“ აგრეთვე, ქალიშვილობის შეფასებას ახდენენ სქესობრივი აქტის შემდგომ სისხლდენის არსებობით. მაგრამ, ძალიან ცოტა მამაკაცმა თუ იცის ასეთ ქვეყნებში, რომ არსებობენ ქალები, რომელთა საქალწულე აპკის დეფლორაცია არ ხდება სექსუალური კავშირით, (აპკი არის ელასტიური), და ასეთი შემთხვევა ბევრი ახალ შექმნილი ოჯახის ნგრევის მიზეზიც გამხდარა. )

ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებული პრობლემები
იმის მიუხედავდ, რომ საქართველო ახლადდაბადებული პროდასავლურ ქვეყანად იქცა, და ხალხმა ლიბერალიზმის და თანასწორუფლებიანობის სურვილი გამოთქვა, ქართველი ხალხის უმეტესობა, მაინც ცდილობს საკუთარი შვილები აღზარდოს ქართული- ტრადიციული წესების მიხედვით (რაც შეიძლება ჩავთვალოთ ნაწილობრივ დადებითად), ამიტომ ქალების სექსუალური ცხოვრება დღესაც კონტროლდება ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდან. მაგრამ, ქალიშვილობის ინსტიტუტი მხოლოდ ტრადიციის “ნაყოფად“ ვერ ჩაითვლება, რადგან აქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. მაგალითად კულტუროლოგ ნოდარ ლადარიას თქმით -“ქალიშვილობის ინსტიტუტი საქართველოში არსებობს არა მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის ტრადიცია, არამედ მამაკაცებს შიში აქვთ, რომ ქალები, რომლებსაც უკვე ჰყავდათ სხვა სექსუალური პარტნიორი მასთან შეადარებს, და იპოვნის მასში ნაკლოვანებებს, ამიტომ მას არ შეუძლია ამის დაშვება. მითუმეტეს არ შეიძლება ქალიშვილობის ინსტიტუტის რელიგიით მანიპულირება, რადგან საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული ქრისტიანობა, რომელის მიხედვით ქორწინებამდე სექსუალური კავშირი ითვლება როგორც ქალებისათვის ასევე მამაკაცებისათის ცოდვათ“.
მართმადიდებლური რელიგიის მიხედვით სექსუალური ცხოვრება ქორწინების გარეშე როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს ერთანაირად ეკრძალებათ. “10 მცნებაში“ მე-7 მცნება არის სწორედ “არ იმრუშო“. როგორც ვიცით, “10 მცნება“ ეხება ორივე სქესის წარმომადგენელს, ამიტომ არ შიძლება რელიგიით მანიპულირება და მხოლოდ ქალისათის სექსუალური ქცევის შეზღუდვა, მაშინ როდესაც Guttmacher- ის კვლევით ბიჭების თითქმის აბსოლიტურ უმრავლესობას 20 წლისთვის უკვე აქვს სექსუალური გამოცდილება როგორც დასავლურ ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც. ხოლო ახალგაზრდა გოგონასათვის სექსუალური პარტნიორის ყოლა ქორწინების გარეშე, აღიქმება როგორც “მეძავობა“, როდესაც ეს სიტყვა მიგვანიშნებს პროსტიტუციასა და სხეულის გაყიდვაზე. ასეთი გოგო, საქართველოში მამაკაცების უმეტესობის მხრიდან მიიჩნევა გართობის საგნად.
ჩემი აზრით პრობლემას წარმოადგენს თინეიჯერი გოგონების ქორწინება, იმის გამო რომ მათ უნდათ სექსუალური კავშირის დამყარება თავის რჩეულთან, მაგრამ ქორწინების შემდეგ, როდესაც გადის რომანტიული გრძნობა, თავს წარმოიჩენს ოჯახში სხვადასვა პრობლემები, 9-10 თვის შემდეგ იბადება ბავშვი(უყოყმანოდ), მაშინ იგებენ რომ არ უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი, სისულელე იყო ქორწინება, და თავს გრძნობენ როგორც ცხოვრების მძევლებლად. ეს პრობლემა ქალაქებთან შედარებით უფრო მეტად სოფლებში გვხვდება. როგორც ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელი, მე თავად ვიცი ასეთი შემთხვევები რომ ხშირია. სკოლის ასაკის ბავშვები 13 წლიდან იწყებენ გათხოვებაზე ფიქრს. და ყოველთვიურად სკოლას ახალი დაქორწინებული წყვილი თუ არა გათხოვილი “ქალი“ ემატება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმის მერე, რაც რომანტიკა იკარგება წყვილებს შორის, ძალიან ხშირია უკვე განქორწინება, და თინეიჯერი დედები უკვე განათხოვარი ქალების სახელს იღებენ, ხოლო დანარჩენი ახალგაზრდა ბიჭების აზრით კი, უკვე ადვილად გამოსაყენებელი, “ნაშები“ ხდებიან. თუ დავუჯერებთ სპეციალისტებს, 17-19 წლამდე გოგონებისათვის სექსუალური კავშირი არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ უფრო უარესია ბავშვის გაჩენა. ამიტომ, როდესაც წყვილს ექნება სურვილი, სექსუალური კავშირის, სჯობს ისევ თავისუფლად, შესძლოს ეს, ქორწინების გარეშე. რომელიც, ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობის გამო ვერ ხერხდება.
მე მქონდა სიღრმისეული ინტერვიუ 2 გოგონასთან, რომლებიც 18 წლის ასაკში უკვე განქორწინებულნი არიან. ინტერვიუები გამოვიდ ძალიან საინტერესო და მივიღე საკმაოდ დიდი მასალა, ამიტომ ამოვკრიფე საინეტერესო ადგილები, და ტრანსკრიფტის სახით წარმოგიდგენთ:
I-რესპონდენტი: მე გავთხოვდი 15 წლის, მე-10 კლასელი ვიყავი. ერთ წელში ბავშვიც შემეძინა, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ, გათხოვებიდან 2-3 თვეში მივხვდი რომ დიდი შეცდომა დავუშვი, დავჯექი სახლში, ჩემი მეუღლე მონასავით მექცეოდა, არადა მე, მინდოდა ისევ სკოლაში მეგობრებთან ერთად, ისევ ბავშვური აზრები მაწუხებდა რის გამოც ვჩხუბობდით, თან ძალიან ხშირად.
ბავშვის გაჩენის შემდეგ, დამემართა ქალური პრობლემები, ანთებები, სეფსისი, სოკოზე ხო აღარ მაქვს ლაპარაკი. ექიმმა მითხრა, რომ ნაადრევი გათხოვებისა და მშობიარობის ბრალიაო. წელიწად ნახევარში ჩემი მეუღლე დაიჭირეს, და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, იმის დაღრეჯილ და უკმაყოფილო სახეს აღარ ვხედავდი და აღარ მირტყავდა. თვისუფლება ვიგრძენი და მალევე განქორწინებაზეც შევიტანე განცხადება.
ამიტომ ახლა ყველას ვურჩევ, არ გათხოვდნენ ნაადრევად, და ნუ იცხოვრებენ ისეთ კოშმარშიც, როგორშიც მე ვცხოვრობდი.


I I რესპონდენტი-“17 წლის გავთხოვდი, გავიპარეთ მე და ჩემი მეუღლე, 1 კვირაში დათვრა და რაღაც უაზრობის გამო მცემა. დედას ნუ ურეკავო, ნუ ელაპარაკებიო. მერე აბანოში შევდიოდი და იქიდან ველაპარაკებოდი. ამაზე კიდევ გადაწყვიტა, რომ საყვარელი მყავდა და კიდევ ცემა დამიწყო. ერთხელ მშობლებმა წამომიყვანეს, და მაინც დავბრუნდი, ძალიან მიყვარდა. მაგრამ 2 დღეში ისევ გამოვიქეცი და გადავწყვიტე განქორწინება. რაზეც არ მეთანხმება, და კანონით ისევ ცოლ-ქმარნი ვართ. ხალხი ძალიან ალმაცერად მიყურებს, და მე მადანაშაულებენ, უხასიათო იქნებოდიო, ან როგორ ვერ აიტანე ცემაო, ალბათ შენი ბრალი იყო რომ გცემდაო. ნეტა შესაძლებელი ყოფილიყო, ისე უბრალოდ გვეცხორა ერთად, ქორწინების გარეშე. ხომ გავიგებდი რა უხასიეთო იყო, და აღარ გავყვებოდი.“

ამ ინტერვიუებით ვხვდებით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან თინეიჯერი გოგონები ნაადრევად გათხოვების დროს. ისინი, ერთგვარად წარმოგვიჩნდებიან როგორც მაგალითები სხვა თინეიჯერებისათვის.


ასევე, სპეციალისტებისა აზრით, პრობლემას წარმოადგენს იმ ქალების მდგომარეობა, რომლებიც უკვე ასაკში არიან, (35 წლამდე, და მეტი) და არ ჰქონიათ სექსუალური ურთიერთობა იმიტომ, რომ ეშინიათ ხალხის აზრის, და დაცინვის. ძალიან ბევრ სიტუაციაში, ასაკიან ქალიშვილებს უფრო ადვილად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები, და ასევე ფსიქოლოგიური პრობლემები, ვიდრე არაქალიშვილებს.

ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პრობლემა
2001 წელს, ჩატარებული იყო კვლევა საერთაშორისო ქალთა ცენტრის მიერ, ქალიშვილობის ინსტიტუტის შესახებ. კვლევა ჩაატარა სამმა თსუ-ს სტუდენტმა. გამოკითხული იყო 120 სტუდენტი, ანკეტირებით. მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა ეს კვლევა თავიდან, ანუ გამოვიყენე კოჰორტული კვლევის მეთოდი. შეკითხვები დავტოვე იგივე, და გამოვიკითხე 60 სტუდენტი(36 ბიჭი, 24 გოგონა), ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, უფრო მეტი რესპონდენტი იყო თსუ-დან. მართალია მე ამ კვლევას ვერ დავარქმევ რეპრეზენტატულს, და ვერ მოვახდენ მის გენერალიცაციას, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იქნება ადრე მიღებული შედეგებისა და ახალი შედეგების შედარება. შეიცვალა თუ არა მდგომარეობა 11 წლის შემდეგ. (იმის გამო, რომ მე ვარ ჯერ სტუდენტი, და არ მაქვს არც შესაბამისი რაოდენობის თანხა და რაც მთავარია არც ცოდნა, ვერ ჩავატარებდი სრულყოფილ კვლევას).


ქალის და კაცის თანასწორობის საკითხი საკმაოდ სადაო თემაა, დღეს ბიჭების 54% თვლის რომ, ქალი და კაცი არაა თანასწორუფლებიანი, (2001 წლის კვლევაში ეს რიცხვი იყო 75%, ხოლო 25% ფიქრობდა, რომ იყვნენ თანასწორნი) 42% კი თვლიდა, რომ არიან თანასწორნი. უფრო რეალისტურები იყვნენ გოგონები. მათი 69% თლის რომ, არ არიან თანასწორუფლრბიანნი საქართველოში ქალები და მამაკაცები, ხოლო 31% კი თვლის რომ არიან(2001 წლის კვლევა: 83 %-არა, 17% კი) როგორც ვხედავთ საკმაოდ დიდი ცვლილებაა დღეისათვის, გოგონები გახდნენ უფრო რეალისტები, და უფრო ძლიერად აღიქვავენ გენდერული უთანასწორობის წნეხს. image

ვინც უპასუხა წინა შეკითხვას უარყოფითად, მათგან ბიჭების 62% თვლის, რომ ეს უთანასწორობა ვრცელდება ოჯახში, ხოლო 22% თვლის, რომ ყველა სფეროში. მაშინ როდესაც, გოგონების 42% თვლის რომ, უთანასწორობა ვრცელდება ოჯახში, ასევე 42% თვლის, რომ ყველა სფეროში, ხოლო 16 პროცენტი თვლის, რომ დასაქმებაში. ( 2001 წლის კვლევაში ეს მონაცემები იყო დაჯამებული, და ნაწილდებოდა: ოჯახში-30%, დასაქმებაში-12%, ხოლო ყველა სფეროში58%).
image


შემდეგი შეკითხვა იყო: უნდა მისცეს თუ არა საზოგადოებამ ქალებს სექსუალური თავისუფლება? 2001 წლის კვლევის მიხედვით გოგონების 70% თვლიდა რომ კი, ხოლო 30% თვლიდა რომ არ უნდა მიეცეს. ხოლო განსხვავებული სიტუაცია იყო ბიჭებში. მათი 43% თვლიდა, რომ უნდა მიეცეს, 45% თლიდა რომ არ უნდა მიეცეს. თითქმის იგივე სიტუაციაა 2012 წლის კვლევებში გოგონებში. 69% თვლის რომ უნდა მიეცეს თავისუფლება, ხოლო 31% თვლის რომ არ უნდა მიეცეს. image



აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ანკეტის შევსების პროცესში, მე ვაკვირდებოდი რესპონდენტებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ გოგონები იყვნენ ძალიან თავშეკავებულები, და არ იყვნენ გულახდილები. მათ უჭირდათ თავისი პირადი გრძნობების აღიარება თანატოლ გოგონასთან, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ავსებდნენ ანკეტებს. ასევე ძალიან ბევრი კითხვა თავიდან შემოხაზული იყო გადაშლილი და მისი ალტერნატიული პასუხი იყო არჩეული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზემოთ მოცემული გოგონების 69% სინამდვილეში უნდა იყოს უფრო მეტი.) ბიჭების 58% იყო ამის მომხრე, ხოლო 42 % ეწინააღმდეგებოდა ქალებისათვის სექსუალური თავისუფლები მიცემას. როგოც ვამჩნევთ ბიჭების მონაცემები გაზრდილია, და შესაძლოა ვთქვათ, რომ ბიჭების ცნობიერების დონე ამ საკითხთან დაკავშირებით ნელ-ნელა მაღლდება. თუმცა ოგორ იმოქმედებენ ეს ბიჭები რეალურად, უცნობია.



შემდეგი კითხვები გოგონებისათვის, და ბიჭებისათვის იყო განსხვავებულები. საინტერესოა, გოგონების მიერ თავშეკავება გამოწვეულია ტრადიციისაგან, თუ იწვევს სხვა ფაქტორი. კითხვა ასეთი იყო: შეინახავდით თუ არა ქალიშვილობას სხვა ქვეყანაში, სადაც ქალიშვილობი ინსტიტუტი არ იქნებოდა ასეთი ძლიერი, როგორც საქართველოში? ამ კითხვაზე საკმაოდ საინტერესო პასუხები იყო, 2001 წელს, იმ გოგოების რაოდენობა, რომელიც შეინახავდა, იყო 49%, ახლა კი ეს რიცხვი გაიზარდა, და გახდა 81 %, ( როდესაც გოგონების 69% მიესალმება, ქალებისათვის სექსუალური თავისუფლების მინიჭების უფლებას, ამიტომ შესაძლოა ვიგულისხმოთ, რომ ისინი არ იყვნენ გუწრფელნი.)image



აქედან შესაძლოა, ვიმსჯელოთ, რომ გოგონების აღზრდა, საზოგადოებრივი წნეხი არის სკმაოდ ძლიერი, და ამ ფაქტორების გამო ისინი ვერც კი წარმოიდგენენ თავს, სექსუალურად თავისუფალ პიროვნებად.


შემდეგი კითხვა ასეთი იყო: გექნებოდათ თუ არა სექსუალური ურთიერთობა იმ ადამინთან, ვისთანაც გადაწყვეტილი გაქვთ მომავალში ქორწინება? 2001 წელს იმ გოგონების რაოდენობა, რომელიც დაეთანხმა ამ შეკითხვას, იყო 53%, ახლა ეს რიცხვი გახდა მხოლოდ 25%.


შემდეგი შეკითხვა, რომელიც გოგონებისათვის, და ბიჭებისათვის საერთო იყო, იყო ქალიშვილობი შენახვის მიზეზი, 2001 წლის კვლევაში, აღმოჩნდა, რომ გოგონების უმეტესობა, 34% თლის, რომ ქალი უნდა იყოს ქალიშვილი, რადგან ეს არის მისი მეუღლისათვის “დამადასტურებელი საბუთი“, ხოლო 32%თვლიდა, რომ ეს მხოლოდ ტრადიციაა. ახლა კი 50% თვლის, რომ ეს მისი “სიწმინდავის დამადასტურებელია“. იგივე შეკითხვაზე ბიჭებმა უპასუხეს შემდეგნაირად: 34% თვლიდა, რომ ეს ტრადიციაა(2001 წელი), ხოლო (2012 წელი) აქ კი ბიჭების 42% თვლის, რომ ეს მისი “სიწმინდავის საბუთია“, ხოლო 38% არ ჰქონდა პახუხი. image


საინტერესოა, რას ფიქრობენ ბიჭები თავიანთი მეგობრების ქორწინების შესახებ, ეს არის ერთგვარი გადამოწმება, თუ რამდენადაა თვითონ ეს პიროვნება მზად არაქალიშვილ გოგოსთან ოჯახის შექმნისათვის. კითხვის ფორმულირება იყო ასეთი: თუ თქვენს მეგობარს უნდა მოიყვანოს არაქალიშვილი ცოლი, მაშინ თქვენ რას მოიმოქმედებდით? 42% თვლის რომ ეს მისი საქმე არ არის, და თუ უყვარს, მაშინ უნდა დაქორწინდეს, ხოლო 12% კი კატეგორიულად ურჩევს, რომ არ დაქორწინდეს, ეს რიცხვი კი 2001 წელს იყო მხოლოდ 5%, ხოლო 48%, მიიჩნევდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, და არ ჩაერეოდა. ასევე საინტერესო შედეგები იყო კითხვაზე: არის თუ არა თქვენთვის პრობლემა, უარი თქვენი შეყვარებულისაგან, სექსუალურ კავშირზე? აქ პასუხები არის საკმაოდ შეცვლილი. 2001 წლის კვლევების მიხედვით, ეს ნამდვილად პრობლემას წარმოაფგენდა, ხოლო 20012 წლის კვლევის მიხედვით კი 62%ისათვის არ წარმოადგენდა პრობლემას. აქ, ნამდვილად ვხედავთ საკმაოდ დიდ სხვაობას. რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ მათ აქვთ ალტერნატიული საშუალებები სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად(მაგ: მეძავებთან).


ყველაზე საინტერესო კითხვა, რომელიც იყო ბიჭებისათის, ეს არის: უნდა იყოს თუ არა თქვენი საცოლე ქალიშვილი? 2001 წლის კვლევის მიხედვით 67% აცხადებს, რომ უნდა იყოს, 25-25% კი იძახიან, რომ სასურველია და რომ, თუ ეყვარება არა, ხოლო 8%ისათვის არაა აუცივლებელი. ეს მონაცემები ნამდვილად შეიცვალა, და ვხედავთ უკვე სხვა ტენდენციას, ამ გამოკითხულებთა შორის. 42% თვლის რომ აუცივლებელია, ასევე 42% მიაჩნია რომ სასურველია, 4%თვლის, რომ თუ ეყვარება, არა, ხოლო 12%ისათვის არ არის აუცივლებელი, რაც წინა კვლევაში 8% წარმოადგენდა. (საბოლოო საკონტროლო კითხვით, მე გავარკვიე რომ ბიჭების 69 % დაქორწინდებოდა იმ გოგოზე, რომელიც ძალიან უყვარს, თუ ის გაუმხელს, რომ მის გარდა ჰყავდა მხოლოდ ერთი პარტნიორი). image


თუ დავაკვირდებით მონაცემებს, იმის მიუხედავად, რომ ამ კვლევიდან 54% ბიჭების, მიიჩნევენ, რომ ქლი და კაცი არიან თანასწორ უფლებიაანნი, მანც მათი უმრავლესობისათის (80%) საკმაოდ დიდ ფასეულობას წარმოადგენს ქალის ქალიშილობა, შესაბამისად ამ საკითხში ქალსა და მამაკაცს არ ათანაბრებენ ერთმანეთთან.


დასკვნა:
ამ კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, თითქოს 2001 წლიდან შეცვლილია სიტუაცია, და გამოსწორებულია მდგომარეობა ერთის, მხრივ, რომ ქალებმა მართლაც შეიგრძნეს და მიხვდნენ, რომ არსებობს მართლაც გენდერული უთანასწორობა. თუმცა ისინი მაინც მოქცეულნი არიან საზოგადოებრივი და ოჯახის წნეხის ქვეშ, შესაბამისად, არ შეუძლით აღიარონ ის უფლებები, რომლებიც მათ ეკუთნით კანონის დონეზე. საქართველოში, ქალიშვილობის ინსტიტუტის ტრადიცია არის უძველესი ტრადიცია, და ხოლო, 21-ე საუკუნეში ხდება ბევრი ღირებულებების გადაფასება, და ჩემი აზრით, შესაძლოა, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტიც იყოს დანახული სხვა თვალით. ქალებთან ერთად, რა თქმა უნდა არც ბიჭები არ არიან მზად, იმისათის, რომ დაქორწინდნენ არაქალიშვილ გოგონაზე. თუმცა, მათი ნაწილი, მიიჩნევს დასაშვებათ შეყვარებულ გოგონასთან სექსუალურ კავშირს, სამომავლოდ ქორწინების პერსპექტივით.
საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია, ვთვათ, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი, გამოკითხულთათვის, არის ისევე ძლიერი, როგორც 2001წელს.


რეკომენდაციები:
ქალიშვილობის ინსტიტუტი ქართველ ქალებს უქმნის პრობლემებს, და ზოგიერთს კი აიძულებს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ზოგიერთი ჩვენგანისათვის მიუღებელია. ალბათ, დადგება ისეთი დრო საქართველოში, როდესაც ქალისა და კაცის ყველა უფლება ნამდვილად გათანასწორდება, და აღარ ექნება ქალს დანაშაულის გრძნობა თავისი თავისუფალი გადაწყვეტილებების გამო. ამისათვის, პირველ რიგში საჭიროა ქალთა ცნობიერების დონის ამაღლება, მაგალითად სატელევიზიო გადაცემებით, პრესაში გამოქვეყნებული სტატიებით და კვლევის შედეგებით. ასევე, სჭიროა, რომ მოეწყოს საგანმანათლებლო ლექციები, როგორც სკოლის მაღალკლასელი მოსწავლეებისათის, სტუდენტებისათის და ა.შ. მაგრამ იქამდე სანამ დავიწყებთ ინდივიდუალურ დონეზე მუშაობას, პირველ რიგში, ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული სახელმწიფო დონეზე. უნდა გაუტოლდეს მამაკაცის უფლებებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ დონეზე არა მარტო ფორმალურად, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. იმის შემდეგ, რაც ქალი ეკონომიკურად აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მამასა და ქმარზე, თავის თავში აღმოაჩენს იმხელა ძალას, რაც უფლებას მისცემს მოიქცეს როგორც დამოუკიდებელი, თავისუფლი მოქალაქე.



გამოყენებული ლიტერატურა:

• (n.d.). Retrieved from http://www.womenfundgeorgia.org/upload/file/qalTa_aqtivizmi_1.pdf

• Giddens., S. (1976). a.new rules of sociological metod. . london: hutchinson.

• roi, u. g. (2007). In ე. კახაძე, გენდერის საკითხავი ლიტერატურა (pp. 5-9). თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.

• “ირან-ნამე“-. In ს. აბდულლო, სამეცნიერო აღმოსავლეთმცოდნეობის ჟურნალი.

• ნანა სუმბაძე. (2008). In გენდერი და საზოგადოება: საქართველო (pp. 4-8). თბილისი: გაეროს განვითარების პროგრამა.

• ოდრე ლორდი. (2006). ქალთა აქტივიზმი საქართველოში. womenfoundeogria, 1-4.

• სამედიცინო სექსოლოგია. (2011, ნოემბერი 16). Retrieved from geosemd.com: http://geosexmd.com/2011/11/16/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/#more-1408

• სურმანიძე, ლ. (2007). სოციოლოგიური კვლევები გენდერის სფეროში . Retrieved from საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2-civil2-01-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-0l--11-ka-00---10-about-50--00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-10-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL1.1.6&d=HASH8c50bec8f248e77feab971.17&gt=2

• (2001). ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პრობლემა. თბილისი: საერთაშორისო ქალთა ცენტრი.



0
330
1-ს მოსწონს
ავტორი:ქექოო
ქექოო
330