x
image
beko777
მამაკაცის ღალატი ცხოვრების ნორმა და გენეტიკური კოდი
ღალატი არ შეიძლება ჩაითვალოს წესრიგიდან გადახრად, იგი ქალშიც და მამაკაცშიც გენეტიკურადაა ჩადებული...


image

ყოველთვის გაკიცხვის საგანი იყო თუ არა ღალატი? როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ქვის ხანის ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ ოჯახურ კავშირებზე და ერთგულებაზე – მთელი ტომი ერთად ზრდიდა საერთო ბავშვებს. თუმცა, როგორც იგივე სწავლულები თვლიან, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისას ადამიანებმა დაწყვილებულად ცხოვრება იწყეს და მამრები უფრო მეტ ყურადღებას იჩენდნენ საკვებით მომარაგებაში იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც საკუთარ პირმშოებად თვლიდნენ, დანარჩენების მიმართ შედარებით გულგრილნი იყვნენ.


imageმონოგამიის იდეა, რომელიც ქორწინებით ფიქსირდებოდა, ცივილიზებულ და ეკონომიკურ საზოგადოებაში გაჩნდა. თუმცა, მეცნიერები უარყოფენ რა მორალს ჭეშმარიტების გულისთვის, ირწმუნებიან: ღალატი არ შეიძლება ჩაითვალოს წესრიგიდან გადახრად, იგი ქალშიც და მამაკაცშიც გენეტიკურადაა ჩადებული. პოლიგამიისა და პოლიანდრიის საფუძველს (რომლებიც დღესაც მრავალი ხალხის კულტურულ ტრადიციებშია შემორჩენილი) მკაცრი ბიოლოგიური კანონი წარმოადგენს, რომელიც ვლინდება როგორც ადამიანის, ისე ცხოველები, ფრინველების და ზღვის ცხოველების ქცევებში. მამრების ძირითად საზრუნავს ის წარმოადგენს, როგორ გადასცენ თავიანთი გენები რაც შეიძლება მეტი რაოდენობის შთამომავლობას და ბუნებრივი გადარჩევის ალბათობის ზრდის ლოგიკით თავისი სახეობის რაც შეიძლება მეტ მდედრს იყენებენ.



imageროგორც სამხრეთ ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, ადამიანს თავის ტვინში აქვს ემოციურ-სექსუალური ქცევებზე პასუხისმგებელი სპეციალური რეგიონები და ღალატის მაპროვოცირებელი ყველა ნივთიერება სწორედ იქ არის. ორი ჰორმონი – ვაზოპრესინი და ოქსიტოცინი – კავშირების სიმტკიცეს არეგულირებენ. რაც უფრო მეტია ეს ჰორმონები, მით უფრო მონოგამიური და საიმედოა ადამიანი. ხოლო ტესტოსტერონი და ესტროგენი (მამაკაცის და ქალის სასქესო ჰორმონები) ადამიანს „მანკიერებისაკენ“ უბიძგებენ. მამაკაცის და ქალის სასქესო ჰორმონები) ადამიანს „მანკიერებისაკენ“ უბიძგებენ. მამაკაცის ორგანიზმში ეს ორივე ჰორმონი მუდამ გამომუშავდება, შესაბამისად ღალატისათვის ის მუდამ მზადაა! ხოლო თუ მამაკაცი „მექალთანეა“, მისი ჰარმონული დონე მრავალგზის მომატებულია! ე.ი. ფაქტობრივად ზოგიერთი ადამიანი ღალატზე „დაპროგრამებულია“.


imageდა ამიტომ, ისევე როგორც უძველეს ხანაში, სასიყვარულო ფრონტზე თავგადასავლებისაკენ მიდრეკილი მამაკაცები გაუცნობიერებლად ილტვიან რაც შეიძლება მეტი ოდენობის ქალი „გაანაყოფიერონ“. მაგრამ რა ქნას საბრალო დედამ, თუ დარწმუნებული არ არის, ვისგან ეყოლება შვილი? იმ პერიოდში, როცა დედამიწას მამონტები აკონტროლებდნენ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ალბათ ხმაკბილა ვეფხვების ეშვებისგან გაკეთებული სამკაულებით აცდენდნენ. აბორტები კი არ არსებობდა. „დაუმგვანებელი“ ბავშვები კი შეიძლება სულაც უარეყო ბრაზიან მამრს. მაგრამ ეს მართლაც ასე რომ ყოფილიყო, ისეთ დინჯად გამრავლებად სახეობას, როგორიც ადამიანია, გადაშენება დაემუქრებოდა.
აქედან მომდინარეობს ევოლუციურად ლოგიკური დასკვნა: ბუნებას იმაზეც უნდა ეზრუნა, რომ „მექალთანეთა“ შვილები არ დამსგავსებოდნენ ნამდვილ მამიკოებს.


imageასეც მოხდა! შენიშნულია, რომ მონოგამიური მამაკაცები თავიანთ შვილებს გარკვეულ გენეტიკურ ნიშანთვისებას (დამახასიათებელ ხალებს, თვალებისა და თმების ფერს) გადასცემენ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს სწორედ თავიანთი პირმშოს იდენტიფიცირება მოახდინონ. ენაცვალოთ მამა! ხოლო „გამნაყოფიერებელ“ მამაკაცთა ბავშვები სრულიად „ანონიმურნი“ არიან. ბავშვის ინტერესები და უფლებები ყველაზე წინ დგას – ასეთი მამისგან მიღებული გენები უბრალოდ „ანულირდება“ – ბავშვი კი მხოლოდ დედას ემსგავსება. ხოლო ასეთი „გენეტიკური ეშმაკობები“ საშუალებას აძლევთ ყოველგვარი შიშის გარეშე გაანაყოფიერონ რაც შეიძლება მეტი ქალი და მათ შთამომავლებს რქებდადგმული ქმრები ვერ უარყოფენ. მოკლედ, კვიცი გვარზე ხტის!
შვილები მამაკაცების გარეშე


imageავსტრალიაში ქალის მამაკაცის გარეშე განაყოფიერება ისწავლეს. მეცნიერებმა კვერცხუჯრედიდან დნმ მოაცილეს და იგი ადამიანის კანის მომწიფებული უჯრედის ბირთვის დნმ-ით შეცვალეს. კვერცხუჯრედმა დაყოფა იწყო, როგორც ეს სპერმატოზოიდით განაყოფიერებისას ხდება.
როგორც ექიმები ამბობენ, ახალი ტექნოლოგია იმ უნაყოფო მამაკაცებს დაეხმარებათ, რომლებსაც სულ არ გამოუმუშავდებათ სპერმატოზოიდები. თეორიულად ამის დახმარებით ბავშვის ჩასახვას ლესბოსური წყვილებიც მოახერხებენ. მნიშვნელობა ხომ არა აქვს, ვისგან არის აღებული დონორული უჯრედები. თუმცა, ასეთი განაყოფიერებით მხოლოდ გოგოები გაჩნდებიან, რადგან ქალის უჯრედისგან შექმნილ „სპერმატოზოიდებში“ მამაკაცის ჰორმონები არ იქნება. პრინციპში, ამ მეთოდით ქალის ერთგვარი კლონირებაც შესაძლებელია, თუ მისი ჩვეულებრივი უჯრედებით მისივე კვერცხუჯრედი განაყოფიერდება. მაგრამ ეს ვარიანტი თანდაყოლილი დაავადებების ალბათობის ზრდის გამო სარისკოა.


imageსულ ახლახან კი მეცნიერთა მეორე ჯგუფმა განაცხადა, რომ ხელოვნური კვერცხუჯრედების შექმნა შეძლეს (საშვილოსნო უკვე არსებობდა). ასე რომ, ორივე მეთოდიკით პრაქტიკულად უნაყოფობის ნებისმიერი ფორმა იქნება დაძლეული. თუმცა, ზემოჩამოთვლილი ვარიანტებით თუ ვიმსჯელებთ, „ცისფერ“ მამაკაცებს მაინც არაფერი ეშველებათ!

1
367
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
367
  
2014, 22 ივლისი, 23:41
იმიტომაა უფსკრულისკენ რომ მივდივართ
0 1 1