x
image
beko777
ქართულ-შოუ-ბიზნესური გარჩევები საქართველოს ვარსკვლავურ ცაზე
როგორც ჩანს, წინ იმაზე ცხელი ზაფხული გველოდება ვიდრე ეს, პროკურატურამ და საქართველოს ახალმა (პრინციპში რაღა ახალმა) ხელისუფლებამ დაანონსა: - ამჯერად სამიზნეში ქართული შოუ-ბიზნესის (აბა, არ არსებობსო?) ვარსკვლავები არიან ამოღებულნი, - პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ მათი პროკურატურაში შესაძლო (!) დაბარების შესახებ -ჩამონათვალი არც ისე მოკლეა - ბუბა კიკაბიძე, სოფო ნიჟარაძე, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, ნინა წკრიალაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე, ანა კეკუა, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნიაზ დიასამიძე, აჩიკო გულედანი, დუეტი “ჯორჯია” და სხვა მომღერლები. ასევე, “კომედი შოუს” მსახიობები და სხვადასხვა მუსიკალური ანსამბლის წევრები, - პრინციპში ისე გამოდის, რომ წინა ხელისუფლებასთან რატომღაც (!) ასოცირებული და რატომღაც (!) პრივილეგირებული (კონცერტების რაოდენობით - ავტ) მომღერლების ჩამონათვალია თითქოს, რომელსაც ასე თუ შევხედავთ სხვა ვარსკვლავების სახელი და გვარიც აკლია, მაგრამ ალბათ იმის გამო, რომ მერე ვიღაცას არ ეთქვა - ე, ბიჯო საქართველოში თურმე შოუ-ბიზნესი გვქონია და არ ვიცოდითო, ალბათ სია აქ დამუხრუჭდა!


imageკახა ცისკარიძის და სტეფანე მღებრიშვილის ძააალიან ადრე შექმნილი კომპანია „არტპრომი“ ახლახანს დაიბარეს პროკურატურაში - გასაუბრებაზე (!), რაღაც პატარა (!) დავალიანება აქვს თქვენს ფირმას დარჩენილი და ბ-ნო კახაბერ შემოგვირბინეთ ერთიო... შეურბინა კახაბერმა, თუმცა, რით დამთავრდა გასაუბრება იქ, სადაც ჯერ არს - უცნობია, სამაგიეროდ მუსიკოსი აქტიურად ჩაება საქველმოქმედო საქმიანობაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რაც მისასალმებელი ამბავია.


imageატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით მომღერალთა უმეტესობამ საკუთარ „ფეის-კედლებზე“ საჯარო განცხადებებიც გააკეთა, გამორჩეული მათგან სოფო ნიჟარაძის „პოსტია“ - ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ეგღა მაკლია მსგავს ღონისძიებებზე ჰონორარით ვიმღერო?! დაბადების დღეზე, გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ მეგობრების წრეში, მათი დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრად თუ მიმიძღვნია სიმღერა და ისიც ჩემი სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში შეკვეთილი დაბადების დღეები და აღებული ჰონორარები? ნურას უკაცრავად, ჩემს თავს ცოტა უფრო მაღლა ვაყენებ!!! - ვერაფერს იტყვი კარგი სტატუსია, მაგრამ საეჭვოა იქ, ზევით, სადაც ჯერ არს, ეს სახალხო სტატუსი ვინმეს აინტერესებდეს.


imageსაკუთარი აღშფოთება ხმამაღლა დააფიქსირა ნინა წკრიალაშვილმა, მაია დარსმელიძემ და მომღერალთა ე.წ. ახალი (!) შავი სიიდან რაღაც ნაწილმა...



ისე, მინდა ვთქვა, რომ სასაცილოა ეს ცხოვრება - მთავრობა შეიცვალა და ადრე არსებულ „შავ სიებს“ - ეკა კვალიაშვილის, ანს.„ფორტეს“, მაია ჯაბუას, თემუ თათარაშვილის და კიდევ უამრავის სახელი ახალ „შავ სიებში“ სულ სხვა სახელმა და გვარებმა ჩაანაცვლა, თუმცა არაობიექტურობა იქნებოდა ის ამბავიც არ გვეთქვა, რომ - ვინც რამდენი არ უნდა იხტუნაოს, ფაქტი ერთია - ქართულ შოუ-ბიზნესში, რომ სამთავრობო სიმპათია-ანთიპატიების მიხედვით უფინანსებდნენ ხალხს გარკვეულ პროექტებს და გამოჰყავდათ კონცერტებზე (და კიდევ უამრავი შავი ხვრელი(!) რომლის თქმა ჩვენგან უხერხულია - მარტო იმიტომ, რომ ჩვენ (!) მეგობრებად ვთვლით დღევანდელ რეალობაში „შავ სიებში“ განწესებულ მომღერლებს, - თუ მაგარია აბა პროკურატურამ თვითონ ამოჩხრიკოს და თვითონ გააკეთოს რეალური დასკვნები ყოფილ სიტუაციასთან დაკავშირებით „მიშას მთავრობის დროს“ :).

image... და ხმაური იცით რაზეა ატეხილი? იმაზე, რომ მომღერლებს ჰონორარებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უხდიდნენ, მაღალი რანგის პოლიტიკოსების და მათი ცოლების დაბადების დღეებზე ამღერებდნენ, აცეკვებდნენ და ასე და ისეო!!! - მოდი დავაფიქსიროთ ერთი რამ: - მომღერალს სულ ცალ წარბზე არ ჰკიდია ჰონორარს ვინ, რა ბიუჯეტით და საიდან გადაუხდის?! დამიჯერეთ რომ ჰკიდიათ! მთავარია გადაუხადონ შესრულებული სამუშაოს ჰონორარი და ამაში არავის გაემტყუნება! - სხვა საქმეა, რომ პრივილეგირებულ მომღერალთა მთელი კასტა არსებობდა და მთელი სახელისუფლო მაფია ათუ მერიის და ათუ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების ფრთებქვეშ... რა, ახლა აღარ იარსებებს თუ მომავალში?! - ეს, ჩვენი ჩვეულებრივი ქართული ჭირია და არავინ შემედაოს ამაში, უბრალოდ მაგარი (!) ისა, რომ ზოგიერთი მომღერალი (მომღერალს) საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა და ესაა და ეს - ინერცია კი, ფიზიკაში ძალიან მაგარი ტერმინია, ისე, როგორც ცხოვრებაში.


imageჩემის აზრით რაიმე სანქციები (გარდა მორალურისა, რომელიც თვითსანქციაა) არ უნდა დაუწესოს ახალმა მთავრობამ ქართული შოუ-ბიზნესის (!) ამ მომღერლებს, რატომ? - „ტეხავს“ და იმიტომ - რატომ „ტეხავს“? იმიტომ, რომ ისინი ამით წინების მანკიერ მოქმედებებს გაიმეორებენ. მკითხავს ვინმე ლურჯებიდან: - შენგან გვიკვირს ამ ყველაფრის თქმა და დაფიქსირება, ეგენი არ იყვნენ მთელი ცხრა წლის განმავლობაში არცერთი პროექტი და არცერთხელ „მეგა“ რომ არ დაგიფინანსესო?! - ვუპასუხებ; - კი, ეგენი იყვნენ, მარა დალოცვილნო, ცაზე ვინ დარჩა მერე - „მეგა“ თუ ეგენი (!)? დროს ვინ გაუძლო - „მაგენმა“ თუ „მეგამ“? :)


მერე წითლებიდან გამოხტება ვინმე და მეტყვის: - უგემოვნო, უნიჭო მომღერლები ჯილდოვდებოდა „მეგაზე“ შენი მხრიდან, უხარისო ღონისძიებები კეთდებოდა სადღაც საბავშვო თეატრის სცენაზე და ჩვენ ასეთი მაღალი დონის (!) მომღერლებს მათ გვერდით რა გვინდოდა, უნიჭობის ზეიმზეო? - მე ვუპასუხებ, - სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ორგანიზაციები ფულს (სულ არ მაინტერესებს ვისი ბიუჯეტიდან) მხოლოდ თავისი კლანის, ანუ თქვენი პროექტების დასაფინანსებლად იღებდა (რატომ - ეგ სხვა საქმეა) და არა ჩვენი-თქო და კუჭიც შესაბამისად ამიტომ მეწვის-თქო („მაალოქსი“ ხო?)...


მოკლედ, დიდი დავიდარაბაა - ვიისი კლარნეტი ვის ჩემოდანშია კაციშვილი ვერ გაიგებს, მაგრამ ყოველთვის მინდა მაინც პოზიტიური ვიყო ყველას მიმართ, „ძველების“ და „ახლების“ მიმართაც, ბოლო-ბოლო ერთი სამმილიონიანი პატარა ქვეყანა ვართ, ძლივს რაღაცა შოუ-ბიზნესის მაგვარი ამიშენებია (!) სხვებთან ერთად ბევრი წლის წინ (მინუს 9 წელი) და დალოცვილნო - მოდით რა, გარდა იმისა, რომ კარგია კარგი და მაღალი ჰონორარები, კარგია დაფინანსებული პროქტები და კარგია კარგად ცხოვრება, ხომ იცით, რომ დიდი ხნის მერე (!) ვერავინ ვერაფერს დავტოვებთ სიყვარულის გარდა?! თუნდაც პროკურატურას გაეცით კითხვებზე პასუხი, თუნდაც ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ ყოველთვის (!) ყველას (!) გახსოვდეთ, რომ - თქვენს გარდა ქვეყანაში სხვებიც ცხოვრობენ!


სიყვარულით ქართული შოუ-ბიზნესის რიგითი (!) ჯარისკაცი, დოკუმენტალისტი (!) - თქვენი ბესო ჩუბინიძე


image


image


image


image


image




0
368
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0