x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134616
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
როგორ გაქრა პოსტი რუსული ინტერნეტპორტალიდან "ბოინგის" ჩამოგდების შემდეგ

imageმალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი "ბოინგ"-777 ჩამოგდებული იქნა 16.20 წუთზე.მალევე, ჩამოგდებიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელ "Вконтакт"-ში დაიდო პოსტი, სადაც სეპატატისტებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ მებრძოლებმა ჩამოაგდეს უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ან-26 .

"ხომ ვაფრთხილებდით ჩვენს ცაზე ნუ დაფრინავთო".

ეს ამბავი მომენტალურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის იგორ სტრელკოვის მომხრეებში.


ეს ინფორმაცია რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამაც აიტაცა.თუმცა, როგორც კი გახდა ცნობილი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, პოსტი მაშინვე გაქრა ინტერნეტსივრციდან.
image













სეპარატისტების ლიდერი იგორ სტრელკოვი.


ამასთანავე სეპარატისტები სიამაყით აღნიშნავდნენ,
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "Бук"-ი, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი 10 000 მეტრის სიმაღლეზე.image
თუმცა ტრაგედიის შემდეგ, ნაჩქარევად იქნა აკაუნტები წაშლილი როგორც "Вконтакте"-იდან, ასევე 29 ივნისის პოსტი"ტვიტერიდან", სადაც ხელში ჩაგდებულ "Бук"-ის შესახებ იყო ინფორმაცია.

მალევე მათი რიტორიკაც შეიცვალა, მაშინვე კატეგორიულად უარყვეს, აღნიშნეს, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას მსგავსი შეიარაღება არ გააჩნია და ყველაფერი კიევს გადააბრალეს.image

4
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
2014, 19 ივლისი, 22:00
ახლა გამოგიგზავნიან ლინკს მე უკვე გამომიგზავნეს
2014, 19 ივლისი, 22:00
კი მოასწრეს სანამ წაშალეს. თუ შემხვდება ისევ დაგილინკავ.
2014, 19 ივლისი, 21:58
მოასწრო სანამ წაშლიდნენ?
2014, 19 ივლისი, 21:58
სადღაც ვნახე ეგ პოსტი ვიღაცას დაუსქრინავს. არ მახსოვს რომელ საიტზე ვნახე.
0 1 4