x
image
beko777
ცხოვრების სტილი

ტანვარჯიში არა მხოლოდ ტანისათვის


imageყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ფიზიკური ვარჯიშით დღის დაწყება ტანისათვის მეტად სასარგებლოა. მაგრამ აი სულისათვის? იგივე ვარჯიში შეგიძლიათ მუსიკის ქვეშ შეასრულოთ, რაც სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს გუნება–განწყობაზე. შემდეგ სარკის წინ დადექით და ხმამაღლა წარმოთქვით რამდენიმე კომპლიმენტი თქვენს შესახედაობაზე. თუ ცუდმა ხასიათმა მოგიცვათ და სარკეში დაინახავთ გაბრაზებულ თვალებს, დაღვრემილ სახეს და თავჩაქინდრულ მხრებს, გაბრაზება არ ღირს. თქვენ ხომ სინამდვილეში ასეთი არა ხართ. ეს მხოლოდ თქვენი კარიკატურაა. შეეცადეთ ხასიათის გამოსწორება გამოცდილი სქემის მიხედვით: გარეგნული მდგომარეობიდან – შინაგანისაკენ. თავი ასწიეთ, გაიღიმეთ, მხრები გაისწორეთ. სახის გამომეტყველება და ტანადობა კარდინალურად თუ არა, აუცილებლად გაუკეთებს კორექტირებას თქვენს შინაგან განწყობას. არ გაწყენთ ისევ გაიხსენოთ თქვენი ყველა ღირსება და ჯეროვნად დააფასოთ სავსებით დამსახურებული ქება.

წარმატების მიზნად დასახვა


imageყოველი ადამიანი ცხოვრებისგან იღებს იმას, რასაც ელოდება. ამ ძველისძველ სინამდვილეს ჩვენ რატომღაც მუდმივად ვივიწყებთ. სინამდვილეში კი რა იოლია: დილიდან ავიღოთ და განვეწყოთ წარმატებული დღისათვის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავი ჩიხში მოაქციოთ, საკუთარი ძალების დაეჭვებასა და დამარცხებული განწყობილების გამო, როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, ადამიანთა 90% ნებას რთავს ნეგატიურ ლოდინს გახდეს დომინანტური თავის ცხოვრებაში. ნურასოდეს იტყვით: „თუ მე შევძლებ“; თამამად განაცხადეთ: „მე შევძლებ!“

საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით


imageნებისმიერი ნეგატიური განცდა, იქნება ეს წყენა, გაღიზიანება თუ სევდა, არ ღირს მისი მუდმივ „შინაგან მონოლოგად“ გადაქცევა, რომელიც მხოლოდ გააღრმავებს უსიამოვნო მდგომარეობას.
მცდელობები, სულიერი კრიზისიდან დამოუკიდებლად გამოსვლისა, ყოველთვის წარმატებით შეიძლება არ დაგვირგვინდეს. გამოძებნეთ შესაძლებლობა „გული გადაუშალოთ“ მეგობარს, ქმარს, დედას – მოკლედ, ნებისმიერს, ვინც თქვენი აზრით, შეძლებს შეასრულოს ნებაყოფლობითი ფსიქოთერაპევტის როლი. მთავარია, რომ ასეთ სიტუაციაში თქვენი თანამოსაუბრე აღმოჩნდეს თანამგრძნობი, დაინტერესებული და კეთილგანწყობიანი.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0