x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508701
"შებოლილი" გვამები ანუ მიცვალებულების მუმიებად ქცევის ტრადიცია ახალი გვინეის ტომებში
გარდაცვლილი წინაპრების სხეულების შენახვის უცნაური ტრადიცია აქვთ ანგას ტომის ხალხებს ახალ გვინეაში. ისინი მათ ბოლავენ. გარდაცვლილების შებოლილ სხეულებს ისინი მიწაში კი არ მარხავენ, არამედ მათ ათავსებენ ყველაზე მაღალი კლდეების წვერზე, რომ მათმა სულებმა იქედან თვალი ადევნონ სოფლის ყოფა-ცხოვრებას.რა თქმა უნდა, სოფლიდანაც მშვენივრად ჩანს წინაპრების წითელი მუმიები, რომლებიც ლიანებით და ტოტებით შეკრულ გალიებში ჰკიდიან ათეული წლების განმავლობაში. ვისაც მამაცი გული აქვს და ძლიერი ნერვები, იმოგზაურეთ ანგას ტომების ხალხთან ჩემთან ერთად და უფრო დაწვრილებით გავეცნოთ, თუ როგორ ხდება ეს პროცესი.


image


სხეულების შენახვის ტრადიცია სათავეს იღებს ათასწლეულებიდან. ის თანდათან იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა დროთა განმავლობაში. ეგრეთწოდებული მუმიფიცირების ანუ შებოლვის პროცესი შემდეგნაირად ხდება: მიცვალებულის ტანს თავდაპირველად სერავენ ბასრი დანით, რომ შებოლვის დროს იქედან მთელი ცხიმი გამოვიდეს და არ გააფუჭოს მუმია. შემდეგ სპეციალური ბამბუკის ჯოხებით იღებენ შინაგან ორგანოებს და მთელ ტანზე კანს და თმებს უსვამენ სპეციალურ ცხიმს.


image



შემდეგი სტადია მოიცავს თვალების, პირის და ანუსის დამუშავებას. მათ მყარად ხურავენ იმისათვის, რომ ჰაერმა სხეულის შიგნით არ შეღწიოს და გახრწნის პროცესი არ დაიწყოს. ამის შემდეგ უკვე იწყება შებოლვის პროცესი კოცონთან, რომელიც კვირეების განმავლობაში გრძელდება. შებოლვის პროცესის დასრულების შემდეგ მთელ მუმიას ფარავენ თიხით და აყალო მიწით იმისათვის, რომ ცხოველებმა და მწერებმა არ გააფუჭონ სხეული.


image


საბოლოო ჯამში მიიღება მუმიები, რომლებიც შესანიშნავადაა შენახული და რომლებიც დღესაც შეგვიძლია ვნახოთ მაღალ კლდეებზე დაკიდებული. ზოგი მათგანი იქ 200 წელზე მეტია ინახება, თან იდეალურ მდგომარეობაში.


image


დღესასწაულების დროს სოფლის მცხოვრებლებს მუმიები სოფელში ჩამოაქვთ და მათთან ერთად მხიარულობენ, ხოლო ზეიმის დასრულების შემდეგ მათ ისევ თავის ადგილზე აბრუნებენ. ასე რომ, წინაპრებსაც აღებინებენ მონაწილეობას სახალხო დროსტარებაში.


image

image


უნდა აღინიშნოს, რომ 1975 წელს ახალი გვინეის ხელისუფლებამ ანგას ტომებს აუკრძალა მიცვალებულების მუმიფიცირება, მაგრამ ისინი ამ აკრძალვას დიდ ყურადღებას არ აქცევენ და კვლავაც განაგრძობენ გარდაცვლილების შებოლვას.


image

image

ისე, ჩვენში რომ დარჩეს, ძალიან საინტერესოა (ვერ ვიტყვი, სახალისო თქო), ცხოვრობდე 21-ე საუკუნეში ახალ გვინეაში და Facebook-ზე სტატუსი დაწერო :" გარდამეცვალა ბებია, ხვალ მას შიგნეულობას ამოვაცლით და შებოლვას დავიწყებთ"....

ბოდიშს ვუხდი მიცვალებულების სულებს ცოტაოდენი ცინიზმისათვის.


0
91
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0