x
image
მანჩო 777
ფოტოსურათებით გადმოცემული გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები
დღესასწაულები, დემონსტრაციები, სტიქიური უბედურებები და რაღა თქმა უნდა, მისი უდიდებულესობა ფეხბურთი -აი ყველაფერი ის, რაც წინა კვირაში ხდებოდა მსოფლიოში და რისი ფოტომიმოხილვაც მინდა შემოგთავაზოთ ამ პოსტში.


ბრაზილიის ნაკრების ფანატის რეაქცია გერმანიასთან წაგების (1:7) შემდეგ


image


სამი წლის ბიჭუნა თამაშის დროს სარეცხ მანქანში გაიჭედა ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში. დროულად მოსულმა მაშველებმა ის უვნებელი და ჯანსაღი გამოიყვანეს მანქანიდან



image



მოსწავლეების ინით მოხატული ხელები ინდოეთის ეროვნული დღესასწაულის დროს


image



პალესტინელებმა და ლიბანელებმა დაწვეს ისრაელის დროშები ქალაქ სიდონში (ლიბანი), გამოხატეს რა ამით პროტესტი გაზას სექტორის დაბომბვისადმი


image



ქალაქი რაფახი გაზას სექტორში ისრაელის მიერ დაბომბვის შემდეგ


image



თვითმფრინავების ჯგუფი უილტშირში (დიდი ბრიტანეთი) გამართული ავუიაშოუს Royal International Air Tattoo-ის დროს


image



საჰაერო ბურთები ესპანეთის ქალაქ იგუალადაში გამართული საჰაერო ბურთების ფესტივალის დროს


image



ფრანგი დიზაინერი ჩარლი ლე მინდი აჩვენებს თავის კოლექციას პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე


image



ბერლინის ებრაულ მუზეუმში დიზაინერული სტუდიის Robotlab-ის მიერ წარმოდგენილი იქნა რობოტი, რომელსაც შეუძლია მთელი თორის დაწერა თავიდან ბოლომდე


image



ესპანელი ტორეადორი ივან ფანდინო ხართან ბრძოლის დროს პამპლონაში გამართულ ფესტივალზე


image



რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რომან ხუდიაკოვმა განაცხადა, რომ 1000- რუბლიანი კუპიურა არ შეესაბამება კანონს" ბავშვების დაცვა ინფორმაციისაგან, რომელიც ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას". დეპუტატს არ მოსწონს ის, რომ კუპიურაზე გამოსახულია აპოლონის სხეულის ინტიმური ნაწილები. კუპიურაზე გამოსახული ქანდაკება დგას მოსკოვის დიდი თეატრის სახურავზე


image



ბელგიის გულშემატკივარი გოგონა, რომელიც ულამაზესად აღიარეს მსოფლიო ჩემპიონატზე და რომელსაც კომპანია "ლორეალმა" თანამშრომლობა შესთავაზა


image



გულივერის სკულპტურა გერმანიის ქალაქ უზედის გასართობ პარკში. გულივერის ფიგურა არის 36 მეტრი სიგრძის და 17 მეტრი სიგანის და ის ყველაზე დიდია ევროპაში


image



ბრაზილისს ნაკრების ფანი გოგონა ტირის გერმანიასთან მატჩის დროს, როცა გერმანელებმა ბრაზილიას მეხუთე ბურთი გაუტანეს


image


ებრაელი ქალი წევს მიწაზე ქალაქ აშდიდში საჰაერო სირენის დროს


image


ოჯახი თავისი სახლის გვერდით ელოდება დახმარებას კვების პაკეტის სახით (სამხრეთ სუდანი)


image



საზეიმო-სამგლოვიარო პროცესია მიაცილებს ყოფილი მეფის ნოროდომას ფერფლს კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში


image



ბოდი-არტის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე, ავსტრია


image


ბიჭი ტოვებს არენას კორიდაში ჩატარებული ვარჯიშის შემდეგ, რომელიც მას ცნობილმა ტორეადორმა ალეხანდრო ტალავანტემ ჩაუტარა. პამპლონა, ესპანეთი


image


და ბოლოს, ისევ ფეხბურთი: ეს ფოტო არამარტო კვირის, არამედ წლის ფოტოდაც შეიძლება იქცეს- ბრაზილიის ნაკრების ხანდაზმული გულშემატკივრის ტკივილით აღსავსე თვალები გერმანიასთან მარცხის დროს



image

0
112
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0