x
image
beko777
ეთერ კაკულია ისრაელიდან დაბრუნდა
ეთერ კაკულია ისრაელიდან დაბრუნდა


image


როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 1 ივლისს ქართული ესტრადის ნამდვილი ვარსკვლავი ეთერ კაკულია ისრაელში, კერძოდ კი თელავივის ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა მკურნალობის კურსის ჩასატარებლად და სარეაბილიტაციოდ (მის გამგზავრებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის მერიის ალბათ - ახლა უკვე ყოფილ თანამშრომელს - მამუკა ქაცარავას, რომლის რუდუნებითაც ქ-ონ ეთერს 30, 000 გამოეყო დასახმარებლად) მომღერალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უახლოესმა მეგობრებმა გააცილეს, შვილთან ალეკოსთან ერთად, რომელიც მთელი მოგზაურობის პროცესში გვერდით ედგა დედას.


imageეთერ კაკულია 2 დღის წინ თბილისში დაბრუნდა, თუმცა გაუთვალისწინებლად - გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი, რისი მიზეზიც არა ისრაელ-პალესტინას შორის განახლებული საომარი მოქმედებები, არამედ - სამკურნალო კურსის პირველი ეტაპი იყო, რომელიც მომღერალმა იქ უკვე ჩაიტარა.
თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში ქ-ონმა ეთერმა განაცხადა მანაც განიცადა ის შოკი, რასაც ებრაელი მოსახლეობა ბოლო დროს თითქმის ყოველდღე განიცდის თელავივის ქუჩებში: - მე და ალეკო ქუჩაში, ღია კაფეში ვისხედით, მოულოდნელად ისეთი ხმაური, ისეთი საშინელი ხმა, არვიცი ამას რა ქვია, - საგანგაშო სირენა თუ გამაფრთხილებელი საყვირი, მაგრამ ასე არასოდეს შემშინებაი გენაცვალე :) - საიდან გაჩნდა პოლიციაა ასე უცებ, ყველანი თავშესაფარშიო და მთელი ხალხი ორგანიზებულად აკრიფეს ქუჩებიდან - თუმცა, ისეთი მაგარი თავდაცვითი იარაღი ქონიათ ებრაელებს, რომ არვიცი რა. - ამბობს ეთერ კაკულია და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ მშვიდობიანად დაბრუნდა იქიდან, სადაც სამი თვის შემდეგ კვლავ მოუწევს გამგზავრება, მორიგი კურსის ჩასატარებლად, რასაც კვლავ კოლოსალური თანხების შეგროვება სჭირდება.



imageმანამდე კი, შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს თბილისში, მუშტაიდის პარკში, საღამოს 7 საათზე გაიმართება, უფასო გალა-კონცერტი ეთერ კაკულიას მხარდასაჭერად, სლოგანით



„თანადგომის ზარი - 0-901-900-991 ეთერ კაკულაის მხარდასაჭერად“

0
1410
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
1410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0