x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134649
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508851
პატარა გოგონას მუმია, რომელიც თვალებს ახამხამებს
პატარა როზალია ლომბარდო გარდაიცვალა 1920 წელს ფილტვების ანთებით. გარდაცვალების მეორე დღეს მას ორი წელი შეუსრულდებოდა. გოგონას მამისათვის ეს საშინელი ტრაგედია იყო. მისი თხოვნით როზალიას სხეულს ბალზამირება გაუკეთეს და პალერმოს კაპუცინების კატაკომბებში დაასვენეს.


image


ბალზამირების განსაკუთრებული ტექნიკის წყალობით გოგონა ცოცხალივით გამოიყურებოდა. მისი შემხედვარე იფიქრებდი, მშვიდად ძინავსო, ამიტომ როზალიას მუმიას ხალხმა "მძინარე მზეთუნახავი" შეარქვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარდაცვალებიდან უკვე 94 წელი გავიდა, გოგონას სხეულს არავითარი გახრწნის კვალი არ ეტყობა.

ბალზამირების ტექნიკა წლების განმავლობაში საიდუმლოს წარმოადგენდა და მხოლოდ 5 წლის წინ მოხდა მისი გაშიფვრა.


მაგრამ არსებობს ამ ისტორიაში უფრო გასაოცარი რამ, ვიდრე გოგონას უხრწნელი სხეულია.

საქმე ისაა, რომ როზალია დღეში რამოდენიმეჯერმე ახელს და ისევ ხუჭავს თვალებს.


image


სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ მოვლენას ძალიან მარტივი, არამისტიკური ახსნა აქვს:

"ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც იწვევს სინათლის სხივები, რომლებიც დღის განმავლობაში სხვადასხვა კუთხით ეცემიან მიცვალებულის სახეზე, "-აცხადებს კატაკომბების მეთვალყურე დარიო მასკანი.

მან დაამატა აგრეთვე, რომ გოგონას თვალები ბოლომდე დახუჭული არასოდეს ყოფილა, რის გამოც სინათლის სხივების დაცემის დროს იქმნება ილუზია, თითქოს მუმია თვალებს ახამხამებს.

0
753
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0