სხვა მომავლის ,,მცურავი ქალაქი" 2014, 8 ივლისი, 15:42 დღეს განსაკუთრებული ეპოქაა იმისა, რომ ადამიანებმა შეძლონ იმის გაკეთება და შექმნა, რაც მათ სურთ, თუნდაც ადრე წარმოუდგენელი შესაძლებლობის განხორციელება, ამის უმთავრესი მიზეზია ყოველდღიური ტექნოლოგიური განვითარება, “დიდი ნახტომი".
Eco Atlantis-მომავლის ქალაქის პროექტი, რომლის არქიტექტორია ჩინური კომპანია AT Design Office, რომელსაც შეკვეთა მისცა China Communications Construction Company-მ.
მომავლის ქალაქმა Eco Atlantis-მა უნდა გადაჭრას ორი საკითხი, ერთი, რომ თუ ეს პროექტი განხორციელდა ადასტურებს მცურავი ქალაქების მშენებლობის განვითარებას და მეორე მხრივ, ცხოვრება იქნება უფრო მშვენიერი, ვიდრე მეტროპოლიტის დაბინძურებულ ქალაქში.
ქალაქი შედგება ექვსკუთხა მოდულებისაგან, რომლებიც დაკავშირებულია წყალქვეშა გვირაბებით. ვარაუდია იმის შესახებ, რომ “მცურავი ქალაქი" იქნება მთლიანად დამოუკიდებელი, რომ აქ შესაძლებელი იქნება გაიხსნას ფერმა და ამოქმედდეს გადამამუშავებელი ცენტრი. ქალაქს გააჩნია ხმელეთისა და წყალქვეშა წანილი, გადაადგილება ქუჩაში შესაძლებელი იქნება ელექტრო მანქანებით, ხოლო წყლისქვეშ-ნავებით. გარდა ამისა, კუნძულზე შესაძლებელი იქნება საცხოვრებელი სახლების, მაღაზიების, ოფისების, გასართობი ცენტრებისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა. სავარაუდოდ, ქალაქი იქნება პასუხი იმისა, რომ შესაძლებელი არის ადამიანის მოთხოვნილებისამებრ გამოყენებული იქნას ბიოგაზის გენერატორები. Eco Atlantis-ის საერთო ფართობი მომავლისთვის ათასს ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს... 163 2-ს მოსწონს 1-ს არა
|