x
image
worldsport.ge
ევროპელებს ბრაზილიური სამზარეულო არ მოსწონთ

imageბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული ევროპელი ქომაგები აკლიმატიზაციაზე მეტად, ადგილობრივი სამზარეულოს განსხვავებულობასა და მათთვის შეუფერებლობას უჩივიან. ევროპელები ამბობენ, რომ ბრაზილიაში ადგილობრივი მზარეულები კერძებს უბრალოდ აფუჭებენ.
არადა, კულინარიის მოყვარულთა წრეებში ითვლება, რომ მექსიკასთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან და საქართველოსთან ერთად, ბრაზილია ის ქვეყანაა, სადაც როგორც ხორციანი, ასევე მცენარეული კერძების გამორჩეულად გემრიელად კეთება ეხერხებათ და სოუსებიც საკმაოდ კარგი გამოსდით.
როგორც ჩანს, მუნდიალზე ჩასული ევროპელი ქომაგები ბრაზილიის კულინარიისათვის (და საერთოდ სამხრეთამერიკული კულინარიისათვის) დამახასიათებელ სიცხარეს ვერ ეგუებიან, თორემ ბრაზილიელი მზარეულების ნახელავს რა უნდა დაუწუნონ – კაცმა არ იცის..



www.worldsport.ge

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0