x
რატომ ტოვებს ხალხი სამსახურს?
დღესდღეობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური
კრიზისია, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზების გამო, სამუშაოს გარეშეა დარჩენილი. ისინი ვერ ახერხებენ დასაქმებას და ამიტომ, მრავალ ქვეყანაში იმატა სიღარიბის დონემ. ამ გადმოსახედიდან, ალბათ, პარადოქსად მოგვეჩვენება ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებთაც კარგი სამუშაო ადგილი აქვთ, ხშრად თავიანთი ნებით ტოვებენ სამსახურს. ამ ფაქტის ასახსნელად არსებობს მრავალი მიზეზი. გაგაცნობთ მათგან 10 ყველაზე პოპულარულ მიზეზს, რომელთა გათვალისწინებითაც, შეძლებთ, შეამციროთ ადამიანების ტენდენცია, დატოვონ სამუშაო ადგილები.
კვალიფიციური მუშახელის მართვა საკმაოდ რთულია. ხშირად
ისინი არა სამსახურის, არამედ უფროსების გამო ანებებენ თავს მუშაობას. იმისათის რომ ეს ასე არ მოხდეს საჭიროა დამსაქმებლებმა გაითვალისწინონ, როგორც კომპანიის ინტერესები, ასევე

თავიანთი პერსონალის პირადი ინტერესები. თანამშრომლების შეცვლა მოითხოვს დროსა და ხარჯებს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ხელმძღვანელები ერიდებიან პერსონალის შეცვლას მინიმუმ 12 თვის განმავობაში, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა ზოგიერთი
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გარადუვალი პროცესია და ამითი ხელი ეწყობა ახალი იდეების ჩამოყალიბებას.

მიზეზები, თუ რატომ ტოვებენ ადამიანები სამსახურს:

1) შტაჟში ყოფნა- როდესაც სტაჟიორებს ამუშავებენ დიდხანს,
სამუშაო დროზე მეტხანს, და არ არის შანსი იმისა რომ დააწინაურებენ;
2)კომუნიკაციის ნაკლებობა- არის თუ არა სტაჟიორის საქმე
ღია, გამჭვირვალე;
3) შრომისუნარიანობის დაქვეითება-როდესაც პრესონალს მეტი
პოტენციალი აქვს, მარამ არ აძლევენ ამის გამოვლენის საშუალებას;

4)უფლებამოსილების ნაკლებობა-შეესაბამება თუ არა მათი

უფლებები სამსახურს? თუ უბრალოდ მართვის წესებია?


5)დამსახურების უარყოფა ;

6)ლიმიტირებული სამუშაო- არის თუ არა სამუშაო მოქნილი
სამუშაო ცხრილით, შესაძლებელია თუ არა ნახევარ განაკვეთზე ან სახლში მუშაობა;
7)ეთიკის ნაკლებობა-არის თუ არა შესაბამისი ეთიკური ღირებულებები, მრწამსი, სტანდარტები;
8)ცხოვრების წესის შეცვლა - მაგალითად, დაქორწინება ან
ბავშვის გაჩენა. ისევ აკმაყოფილებს თუ არა ხელფასი მოთხოვნებს?
9)დაწინაურება- კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც აწინაურებენ
ან შტაჟში აჰყავთ თანამშრომლები;

10)უინტერესო სამსახური-ყოველგვარი გართობის გარეშე;

ბევრი დასაქმებული პირი ამბობს, რომ ცდილობენ აიტანონ
უფროსების საქციელი, თუმცა ხშირად ეს შეუძლებელი ხდება, რადგან დამღლელი დღის შემდეგ რთულია აიტანო ვინმეს უხეშობა. თუმცა სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად
მაინც შეუსაბამო ხელფასი რჩება.

10 რჩევა პერსონალის შესანარჩუნებლად:

1) არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაკავებული ხართ, უმჯობესია
თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი პერსონალის პრობლემებს, იფიქრეთ იმაზე თუ რამდენად არაპროდუქტიული იქნება თქვენი სამუშაო თუ ერთ გუნდს მაინც დაკარგავთ. სასურველია, რომ დღეში 5 წუთი
დაუთმოთ მათ შექებას, თუ რა გააკეთეს კარგად და რა - არა.
2) უზრუნველყავით, რომ არ გადაიტვირთოს მუშაობისგან რომელიმე
მათგანი. ერთ ადამიანს არ უნდა მისცეთ ბევრის გასაკეთებელი საქმე.
3) დაეხმარეთ მათ უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბაში, კვალიფიკაციის
ამაღლებაში.
4)ტრენინგები ჩაუტარეთ მათი სუსტი მხარეების გასაუმჯობესებლად.
5) წაქეეზეთ, რეგულარულად გამოჰკითხეთ მათი სამუშაოს
შესახებ, რომ დაინახონ უფროსის დაინტერესება, თუ რა აზრი აქვს და რაზეა ფოკუსირებილი მისი ყურადღება.
6)დაეხმარეთ გაიკვალონ კარიერული გზა თქვენი ორგანიზაციის
მშვეობით.
7) უთხარით რომ მათი შესაძლებლობების გჯერათ;
8) დააფსეთ მათი შრომა, უთხარით რომ ისეთ სამსახურს გიწევენ
რომ ფულადი ჯილდოთიც კი ვერ აუნაზღაურებთ;
9) დაანახეთ სხვა ორგანიზაციებთან შედარებით რამდენად უკეთესი
პირობებია თქვენთან;
10)უზრუნველყავით გართობა, მაგალითად ხშირად მოაწყვეთ პიკნიკები ან ექსკურსიები;


როგორც უკვე დავინახეთ, ხშირად იმის მიზეზი, რომ კვალიფიციური მუშახელი სამსახურს ტოვებს, არის ის, რომ იგი ვერ ეგუება ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში, სანამ სამუშაოდან
წახვიდოდეთ, სცადეთ რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ
თქვენი უფროსის მართვაში და შეგიმსუბუქებთ მასთან ურთიერთობას.

როგორ ვმართოთ ხელმძღვანელი (boss) ისე, რომ მან ამის შესახებ არაფერი გაიგოს?

ამისთვის რამდენიმე ძირითადი ხერხი არსებობს. ესენია:


1) დააკვირდი შენი ხელმძღვანელის ქცევით და კომუნიკაციურ სტილს - ეს ნიშნავს იმას, რომ დაადგინო, თუ როგორ იქცევა იგი ურთიერთობებში? ახასიათებს თუ არა მას სწრაფი მოქმედებები? ასევე, არის თუ არა იგი სულსწრაფი? ახასიათებს თუ არა მას გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება? როდესაც ამ ყველაფერს დაადგენ, შექმნი შენს საკუთარ სტილს, როელიც ხელმძღვანელის კომუნიკაციური, თუ ქცევითი სტილის ანალოგიური იქნება. მსგავსი ტაქტიკა მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც უფროსისთვის რაღაც ინფორმაციის მიწოდება გინდა, იგი ჩვეულებრივ ან საერთოდ არ გისმენს, ან ნახევრად გისმენს, მაგრამ როდესაც მასთან კომუნიკაციისას შენ იმავე სტილით იხელმძღვანელებ, რითიც თავად იგი სარგებლობს, ამით ხელმძღვანელს ავტომატურად აიძულებ,
რომ ყურადღებით მოგისმინოს და გაითვალისწინოს შენი ნათქვამი.


2) ყველა ხელმძღვანელს სურს, რომ მათ მიერ დაქირავებულ მუშახელს ესმოდეს, თუ რაოდენ რთული და

რაოდენ საპასუხისმგებლოა მათი მუშაობა. ამიტომ, თუკი გსურს, რომ ხელმძღვანელის კეთილგანწყობა მოიპოვო, საკუთარი თავი დააყენე მათ ადგილას, შეეცადე გაიაზრო, თუ რა პრობლემები, რა სიძნელეები

შეიძლება ჰქონდეს ხელმძღვანელს, როგორ შეიძლება გიყურებდეს
იგი შენ, ანუ რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მას შენს მიმართ, ასევე, შეეცადე დაახლოებით მაინც „იწინასწარმეტყველო“,
თუ რას გიპასუხებს იგი შენს ნათქვამზე. მხოლოდ ყოველივე ამის გათვიცნობიერების და გაანალიზების შემდეგ შეძლებ ეფექტური თხოვნის ფორმულირებას.

3) იყავი ძალზე აქტიური კომუნიკატორი - მუდამ ეძიე ახალი ინფორმაცია და შეეცადე, პირველმა სწორედ შენ მიაწოდო იგი ხელმძღვანელს. ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ ხელმძღვანელების უმრავლესობას არ უყვართ, როდესაც მათ რაიმეს უცოდინრობაში

გამოიჭერენ - ეს მათ აღიზიანებთ, ამიტომ იმოქმედე ფრთხილად.
ახალი ინფორმაცია უნდა მიაწოდო ისე, რომ არ მიაყენო შეურაცხყოფა
მათ პატივმოყვარეობას, ამას კი მოახერხებ იმ შემთხვევაში, თუკი
საუბარს არ დაიწყებ შემდეგი სიტყვებით: „იცოდით რომ...?“ , „იცით, თუ არა?“, „ჯერ არ გაგიგიათ, რომ?“ და ა.შ. საუბარი დაიწყეთ პირდაპირ ინფრომაციის გადაცემით, ყოველგავრი შესავლის გარეშე.

4) დაეხმარე ხელმძღვანელს სუსტი მხარეების დაძლევაში - მაგალითად, თუკი იცი, რომ შენი უფროსი მუდამ მოუწესრიგებელია და ცუდი ორგანიზაციულობით გამოირჩევა, იმის ნაცვლად, რომ ამაზე იწუწუნო, მის ნაცვლად მოაწესრიგე დღის წესრიგი და
დაეხმარე მას, რომ მუდამ ყველაფრის საქმის კურსში იყოს.
მართალია, ასეთი ხელშეწყობით შეიძლება მას ცუდი ჩვევები განუმტკიცდეს, თუმცა, რაც მთავარია, იგი დააფასებს შენს
მხარდაჭერას, რამაც, შეიძლება, შემდგომში შენს დაწინაურებაზეც
იმოქმედოს.

5) გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია- ადამიანთა უმრავლესობას სურს, რომ თავიან უფროსებთან ახლო, მეგობრული და თბილი ურთიერთობები ჰქონდეთ. მაგრამ ასეთი რამ საკმაოდ იშვიათი
მოვლენაა და სწორედ იმის გამო, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ხელმძღვანელთან ურთიერთობის სტილი, ისინი ტოვენებ სამსახურს.
ნუ მიბაძავ მათ და ნუ მოიქცევი მათსავით. თუკი არ გაქვს ხელმძღვანელთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორზედაც
ბევრი ოცნებობს, ნუ დაითრგუნები და მთელი შენი დრო და ენერგია
მოახმარე შენს სამუშაოს. არ მისცე შენს უფროს იმის უფლება, რომ
სასურველ სამსახურზე უარი გათქმევინოს.

6) შეინარჩუნე პოზიტიური დამოკიდებულება- თუ რამე არ მოგწონს, ან რამით უკამყოფილო ხარ, შესჩივლე ამის შესახებ შენს მეგობრებს, ან შენი ოჯახის წევრებს, მხლოდ და მხოლოდ, სამუშაოს გარეთ. ეცადე, რომ სამსახურში ყოფნისას შეინარჩუნო პოზიტიური დამოკიდებულება ყველაფრის და ყველას მიმართ, იცოდე რომ არასროს იცი ვინ შეიძლება შეამჩნიოს შენი ქცევა, ან ვინ მოისმინოს შენი ნათქვამი. გამოიჩინე სიფრთხილე და წინდახედულება და შენი უფროსის შესახებ არასდროს თქვა რაიმე ცუდი, თუნდაც - კოლეგებთან, რომელთაც მეგობრებად მიიჩნევ. გახსოვდეს, რომ მსგავსი ინფორმაცია აუიცილებად მივა ხელმძღვანელის ყურამდე და უარყოფითად აისახება შენს სამუშაო კარიერაზე.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია გაბედავა
ნათია გაბედავა
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0