x
image
maia
ყველაზე მომხიბვლელმა ამერიკელმა დამნაშავემ სამოდელო კარიერა დაიწყო
კალიფორნიელმა განგსტერმა ხელი მოაწერა კონტრაქტს სააგენტო Blaze Model-თან.

სამყაროში ინტერნეტის წყალობით ყველაზე დაუჯერებელი და უპრეცენდენტო მოვლენები ვითარდება. თითქოსდა საკმარისი არ იყო ის ფაქტი, რომ კალიფორნიული კრიმინალური დაჯგუფების ყველაზე სასტიკი წევრი ჯერემი მიქსი- მას შემდეგ რაც მისი ფოტო განთავსდა პოლიციის Facebook-გვერდზე- გახდა ინტერნეტ-ქსელის ვარსკვლავი, რომ ლოს-ანჟელესის სამოდელო სააგენტომ Blaze Models ჯერემისთან კონტრაქტი გააფორმა.


ასე რომ ამჯერად "ამერიკის ყველაზე სექსუალური განგსტერი" ციხეში სასჯელის მოხდის ნაცვლად იპოზიორებს მოდური ჟურნალებისთვის და მიიღებს 30 ათასი დოლარის ოდენობის ჰონონარს საწყის ეტაპზე, რომლის რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

image


ამერიკელ "განგსტერთან" მუშაობაზე თანხმობა განაცხადეს ცნობილმა მოდურმა სახლებმა Versace და Armani.

image

თუკი ჯერემი მიქსი შეძლებს სამოდელო კარიერის გაკეთებას, ეს იქნება უნიკალური შემთხვევა მოდურ-ინდუსტრიაში. ამერიკელის მოდურ გზას მხოლოდ ყოფილი "კოლეგების" დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების Northside Gangster Crip გამოხტომები ართულებს, ისინი უკმაყოფილო არიან მათი "თანამოძმის" მოულოდნელი აღიარებით. გავრცელებული ხმების თანახმად ჯერემის აგენტს მოკვლითაც ემუქრებოდნენ.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში ბედი ნამდვილად უღიმის კანონის დამრღვევს. ქსელში ჯერემის ფოტოების გამოჩენის შემდეგ ქალბატონებს მასთან ერთად საკანში ჩაჯდომის სურვილიც გაუჩნდათ.

ინტერნეტში კი გაჩნდა ფოტო-ვარიაციები თემაზე, თუ როგორი იქნება მოდური ბრენდების რეკლამა ჯერემის მონაწილეობით.


image
image
image
image
image


0
84
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:maia
maia
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0