x
image
maia
2014 წლის მოდური შედეგები
2014 წელი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე წელი როგორც ყოველთვის დატვირთული იყო მოდურ ინდუსტრიაში. თუმცა მომხდარ მოვლენებშიც გამოირჩეოდა ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული.


წლის ყველაზე ვარსკვლავური დიზაინერი: დონატელა ვერსაჩე

2014 წლის ზაფხული იტალიელი დიზაინერისთვის მეტად ცხელი გამოდგა: კანის კინოფესტივალის და ჯენიფერ ლოპესის საკონცერტო გარდერობის განახლების შემდეგ დონატელამ ანჯელინა ჯოლის საქორწილო კაბა შეკერა, რომლითაც მსახიობი საკურთხეველთან მივიდა.

image



წლის მოდური შოუ: Dior -ის ჩვენება მაღალი მოდის კვირეულზე პარიზში-

ივლისში გამართულ მოდის კვირეულზე პოდიუმზე აღიმართა ათასობით

ორქიდეების კედელი, დამსწრე საზოგადოებაც მეგავარსკვლავური გახლდათ.

პირველ რიგში ბრწყინავდა Dior -ის ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი შარლიზ ტერონი.

imageimage
წლის მოდელი კენდალ ჯენერი

კარდაშიანების ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი კიმისგან განსხვავებით საკუთარ კარიერას სამოდელო ბიზნესში მშვიდად და თანმიმდევრულად აწყობს. წლევანდელი წელი მისთვის მეტად დატვირთული და პოპულარული იყო. კენდალმა მონაწილეობა მიიღო ორასამდე ჩვენებაში, მათ შორის ისეთი პრესტიჟული ბრენდების, როგორიცაა Chanel, Balmain, Emilio Pucci, Givenchy და Dolce&Gabbana, მან კონტრაქტი გააფორმა კოსმეტიკურ ბრენდთან Estee Lauder, მიიღო კარლ ლაგერფელდის მუზის წოდება-კაიზერმა ის ჯერ Chanel-ის მაღალი მოდის ჩვენებაზე მიიწვია, შემდეგ დეფილეზე ზალცბურგში, შემდეგ კი საგაზაფხულო კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა შესთავაზა. და ბოლოს მან დაამშვენა Teen Vogue- გარეკანის გვერდი.

image

image

წლის ანტურაჟი: Chanel-ის სუპერმარკეტი და პროტესტის აქცია ჩვენებაზე-

Chanel-ის მოდის სახლის 2015 წლის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება გახდა ყველაზე გამორჩეული მოვლენა პარიზის მოდის კვირეულზე. კარლ ლაგერფელდის ფანტაზიას საზღვარი მართლაც არ აქვს. გასულ სეზონზე მან პოდიუმი გადაქცია გიგანტურ სუპერმარკეტად, -ბრენდის თაყვანისმცემლებმა რამდენიმე წუთში დაიტაცეს პროდუქტები ლაგერფელდის სუპერმარკეტში, შემდეგ ასევე პარიზში კარლმა მოაწყო ფემინისტური სტილის დემონსტრაცია-ჩვენება. შოუ დასრულდა ნამდვილი რევოლუციით-მოდელები პოდიუმზე ტრანსპარანტებით და მეგაფონებით გამოვიდნენ.

image

image

image

წლის კოლაბორაცია-: Alexander Wang X H&M

შვედური მოდური გიგანტი H&M საშუალებასაც არ აძლევს სხვა ბრენდებს მიუახლოვდნენ ამ ნომინაციას. ბოლო ათი წელია ბრენდის ყველა ვარსკვლავური თანამშრომლობა უდავო ჰიტი ხდება. თვეობით ლოდინი, უძლიერესი სარეკლამო კამპანია, მსოფლიო დონის ვარკვლავების მიზიდვა, და შედეგად კოლექციის სრული ამოყიდვა ოფიციალური გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე საათში.

image


წლის ფეხსაცმელი: გახდა Stuart Weitzman-ის სანდლები Nudist-

ფეხსაცმელი ვარსკვლავი ქალბატონების სიარულს სიმსუბუქეს ანიჭებდა მთელი წლის განმავლობაში. მისი წარმატების საიდუმლო მეტად მარტივია, პირველ რიგში ის მართლაც ძალიან მოხერხებულია, მეორე დიზაინერმა სანდლები მრავალფეროვან

ფერთა გამაში გამოუშვა, რის გამოც ნებისმიერ სამოსს უხდება.

image


წლის აქსესუარი: Fendi -ის ჩანთა Karlito

პატარა, ბეწვისგან დამზადებული 600 დოლარიანი ჩანთა, რომელიც კარლ ლაგერფელდივით გამოიყურება, ჩანთა ლიმიტირებული რაოდენობით არის დამზადებული. ჩანთის შეძენის რიგში ასეულობით ადამიანი უკვე დგას.

image

წლის ნივთი: Burberry Prorsum-ის პონჩო

2014 წელს Burberry Prorsum-ის ლონდონში გამართული ჩვენების შემდეგ ცხადი იყო, რომ ქაშემირის ინიციალებიანი მოსასხამი, რომელიც წარმოდგენილი იყო შოუს ფინალში, გახდებოდა ვარსკვლავების აუცილებელი ნივთი, მართლაც ვარსკვლავი-ქალბატონები მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს ამ პონჩოში.image

წლის გარეკანი: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი Vogue-ის აპრილის ნომრის ყდაზე.

წყვილის გამოჩენამ ჟურნალის გარეკანზე უფრო მეტად გაამყარა მათი პოზიცია მსოფლიოში ყველაზე განხილვადი წყვილის რანგში. აღნიშნული ჟურნალი მილიონნახევარზე მეტი რაოდენობით გაიყიდა.

image

image


წლის დანაკარგი: ოსკარ დე ლა რენტა

ცნობილი ამერიკელი დიზაინერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიზაინერმა შექმნა საღამოს მდიდრული კაბების, ქალურის და ელეგანტურის -მთელი ეპოქა. მისი ბოლო ნამუშევარი Pre-fall 2015 კოლექცია გახლდათ. მისი ბოლო გამორჩეული და ხმაურიანი პროექტი კი ჯორჯ კლუნის საცოლის საქორწინო კაბა გახლდათ. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დე ლა რენტამ გამოაცხადა მემკვიდრე, რომელიც ჩაუდგება სათავეს მის მოდურ სახლს-ის ბრიტანელი პიტერ კოპინგია.

image


0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0