x
image
maia
მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი Brazuca მოდური დიზაინერების შთაგონების წყარო გახდა
სპორტულმა ბრენდმა Adidas, რომელიც წარმოადგენს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის ოფიციალურ მწარმოებელს, მოაწყო საქველმოქმედო ონლაინ აუქციონი სახელწოდებით Make Kids
Happy. აუქციონის მიზანი იყო თანხის შეგროვება სან-პაულოს და რიო-დე-ჟანეიროს ღარიბი უბნების მაცხოვრებელი ბავშვებისთვის.


ინიციატივა აიტაცა ბევრმა ცნობილმა მოდურმა სახლმა და დიზაინერმა. მათ წარმოადგინეს ბურთის Brazuca საკუთარი ვარიანტები.

image

ფარელ უილიამსის ვერსია



აუქციონზე გამოტანილი იყო Roberto Cavalli, Mary Katrantzou, Gareth Pugh, Rick Owens, Missoni, Marni, Etro, Dolce
and Gabbana და Balmain-ის შექმნილი ვერსიები. პროექტში მონაწილეობა მიიღო მომღერალმა ფარელ უილიამსმაც.


image

Balmain



image

Mary Katrantzou


image

Marni


image

Rick Owens


image

Gareth Pugh


რობერტო კავალიმ წარმოადგინა ბურთი, რომელიც შთაგონებული იყო საფირმო ანიმალისტური ნახატით. ბურთზე მოფანტულია შავი და ყვითელი კრისტალები და დამაგრებულია ოქროსფერ სადგამზე.

image

Roberto Cavalli


Etro-მ შექმნა ბურთი "პეჩვორქის" სტილში და დაფარა აპლიკაციებით, ხოლო Missoni-მ ბურთი გაფურჩქნულ ყვავილს დაამსგავსა.

image

Etro

image

Missoni


დოლჩე და გაბანამ თავიანთი ნამუშევარი ასე შეაფასეს: "ჩვენი ბურთი აერთიანებს ხელით შექმნილი ნახატის "კოპლების" ელეგანტურობას, რომელიც აღებულია მესის პიჯაკისგან, და სათევზაო ბადისმაგვარ ნაქსოვს, რომელსაც იყენებენ სიცილიაში. ასევე ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ორი სამყარო :ფეხბურთი და რეგიონი, რომელიც ულევი შთაგონების წყაროა.

image





0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0