x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ლეგენდარული ევგენი მორგუნოვის ცხოვრების უცნობი დეტალები
15 წლის წინ, 25 ივნისს გარდაიცვალა ლეგენდარული რუსი კომიკოსი ევგენი მარგუნოვი, გაიდაის "შესანიშნავი სამეულის" ერთ-ერთ პერსონაჟი.

image














ევგენი მორგუნოვის გარშემო მრავალი ბრიყვული ჭორები დადიოდა.



მორგუნოვი იყო პირდაპირი ადამიანი, სიმართლეს ყველას პირში მიახლიდა, კულტურის მინისტრს პირში აგინა, ამიტომაც არ აღირსეს სახალხო არტისტის წოდება, მოკვდა, როგორც დამსახურებული არტისტი.

მას კინოროლების სიიდან შლიდნენ, ნათამაშები აქვს 100-ზე მეტი როლი, რომელიც საზოგადოებისთვის ფაქტიურად უცნობია, მათ შორის:ჟანდარმის, პოლიციელის, ფაშისტის და სხვა....მას უნდა ეთამაშა ჩერჩილის როლიც, არსებობს შემორჩენილი ფოტოსინჯებიც.

image





















გაიდაის ფილმში, "კავკასიელი ტყვე ქალი", სადაც შესანიშნავი სამეული ერთად თამაშობს, მორგუნოვმა და გაიდაიმ გადაღების დროს ისე იჩხუბეს, რომ მას შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ.


–კონფლიქტი დაიწყო რაღაც წვრილმანზე-იხსნებს მორგუნოვის მეგობარი ვლადიმერ ცუკერმანი-(ერთ-ერთი ვერსიით კინოსინჯების ფრაგმენტების ნახვის დროს მორგუნოვმა დარბაზში თავის თაყვანისმცემელი შემოიყვანა, სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი)-ამის შემდგომ მორგუნოვს "კავკასიელ ტყვე ქალში" დუბლიორი თამაშობდა, მაგალითად მაცივრის შემოტანის სცენა ან კიდევ მთაზე ფინალურ სცენაში საჭესთანაც დუბლიორია.


ერთხელ გაიდაიმ თვითონ მომიყვა, თუ როგორ მიიყვანა ბონდარჩუკმა მორგუნოვი და სთხოვა შერიგებულიყვნენ, რაზეც გაიდაიმ უპასუხა:"არ მსურს, ეს ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს".


გაიდაის შემდგომ სამეულის რეამინირება სცადეს სხვა რეჟისორებმა, მაგალითად ელდარ რიაზანოვმა ფილმში "მომეცით საჩივრის წიგნი"(Дайте жалобную книгу) ან კიდევ კარელოვის "შვიდი მოხუცი და ერთი გოგონა"(Семь стариков и одна девушка), მაგრამ ეს უკვე ის აღარ იყო.

image





















მორგუნოვი ცხოვრობდა 4 ოთახიან ბინაში კრასნოპროლეტარსკის ქუჩაზე მოსკოვის ცენტრში, ჰყავდა მეუღლე ნატალია და ორი შვილი.


იგი ნატალიაზე 1962 წელს დაქორწინდა, მანამდე მორგუნოვს ყავდა საყვარელი, ბალერინა ვარვარა რიბცევოი, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო.


აღსანიშნავია, რომ დაქორწინების შემდეგაც მასთან ურთიერთობა არ შეუწყვეტია, როდესაც ბარბარა ძალიან მობერდა, მორგუნოვი მას უვლიდა, მიჰქონდა წამლები და პროდუქტები, ცოლი ამის გამო არ ეჭვიანობდა.მორგუნოვი შესანიშნავი მეოჯახე იყო.


მორგუნოვზე ბევრი ჭორები დადის, რომ თითქოს კრიმინალთან ჰქონდა კავშირი, შურდა კოლეგების იმიტომ, რომ მას სერიოზულ როლებზე არ იწვევდნენ და ა.შ.


ბევრმა არ იცის, რომ მას ჰქონდა თავისი სცენარი და სურდა ფილმის გადაღება "Трус - Балбес - Бывалый", სადაც შესანიშნავ სამეულს უნდა ეთამაშა, თუმცა იგი თაროზე შემოდეს.


იგი ბევრს სვამდა და შემდეგ ბუნტის ხასიათზე დგებოდა...შეეძლო ადამიანი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ყველასთვის ცნობილ მისამართზე გაეშვა.თუმცა საოცრად კეთილი გული ჰქონდა და მზად იყო ადამიანებს დახმარებოდა.


ერთხელ ახალი წლისთვის მორგუნოვმა შეკრიბა ვარსკვლავური კოლექტივი და ბუტირკის ციხეში გაემართა, იქ იჯდა მისი მეგობრის, ჟურნალისტ გენრიხ სეჩკინის შვილი, მათ უფასო კონცერტი ჩაატარეს, იქ მსახიობმა გაიგო, რომ სეჩკინის შვილი საშინელ საკანში იჯდა, ორნი იყვნენ ერთად, დასაწოლო არ ჰქონდათ, მორიგეობით შეეძლოთ მხოლოდ 2 საათი დაძინება.

მორგუნოვი იაკობივჩთან ერთად სპეციალურად შორეულ აღმოსავლეთში გაემგზავრნენ და იმდენი შეძლეს, რომ ბიჭი ციხიდან დაიხსნეს.


ან კიდევ...სახელმწიფო კინომატოგრაფიის უნივერსიტეტის პროფესორთან, რეჟისორ სერგეი გერასიმოვთან მაშინ ყველასთვის უცნობი სტუდენტი ევგენი მორგუნოვი მივიდა და თხოვა:"მოუსმინეთ რა ჯარისკაცს, ცოდვაა".."რა ჯარისკაცი, მიღება და მოსმენა დამთავრდა"-ხელები გაასავსავა რეჟისორმა..."ნახეთ, მოუსმინეთ, რაიმე წაიკითხოს სულ 5 წუთი"-თხოვა ისევ მორგუნოვმა...გერასიმოვი დათანხმდა, მოუსმინა ჯარისკაცს და გამოცდების გარეშე ჩარიცხა, ეს ჯარისკაცი გახლდათ სერგეი ბონდარჩუკი.image





















ბრონევიჩს ბინის მიღებაში დაეხმარა, ერთ-ერთი ახლობლის ბავშვები პრესტიჟულ საბავშვო ბაღში მოაწყო, ვიღაცისთვის საავადმყოფოში დარბოდა, ვიღაცას საკვებით ეხმარებოდა.


ერთხელ ოლეგ ანიფრიევს მართვის მოწმობა წაართვეს...მორგუნოვმა ამის შესახებ გაიგო და ანიფრიევს უთხრა:"დღეს ГАИ-ს უფროსს 50 წელი შეუსრულდა, მივულოცოთ და თანაც შენი საკითხიც გადავწყვიტოთ.."ანიფრიევი უარზე იდგა, თუმცა მორგუნოვი აძალებდა...საბოლოოდ მორგუნოვი შევიდა უფროსის კაბინეტში ყვავილების ბუკეტით ხელში..15 წუთის შემდეგ უკვე ანიფრიევს მართვის მოწმობა ხელში ჰქონდა.image


ცალკე თემაა მორგუნოვის იუმორი.


როდესაც მორგუნოვი ახალგაზრდა და სიმპატიური იყო, იგი ძალიან უყვარდათ ქალებს.ერთ-ერთ ბანკეტზე, სადაც გენერლის ცოლები იყვნენ მორგუნოვს თვალებს უპრუწავდნენ და ეფლირტავებოდნენ.რამდენიმე ქალი მორგუნოვს გადაეკიდა:"ჟენია, მოიჭერი რა ტორტი"..."არ მინდა", -რამდენჯერმე იუარა მორგუნოვმა.."გთხოვთ რა, სულ პატარა ნაჭერი მაინც მოიჭერი"-არ ეშვებოდნენ ქალები....

მორგუნოვმა ტორტს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა, მიატოვა ბანკეტი, ხოლო დანარჩენი ტორტი თან წაიღო.


ერთხელ მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა გააჩერა, მორგუნოვმა მინას ჩაუწია და ინსპექტორს დაუძახა:"მოდი აქ ძვირფასო"..ხელი გაუწოდა, "ჩამოართვი ხელი მორგუნოვს..ჩემს უკან კიდევ ვიცინი და ნიკულინი მოდიან..გადაღებაა".


რაც შეეხება მუსიკას.მას ნოტების გარეშე შეეძლო დაეკრა ფორტეპიანოზე ბრამსი შოპენი ან შოსტაკოვიჩი.image

2
504
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
504
  
2014, 25 ივნისი, 23:33
მადლობა გაიხარე
2014, 25 ივნისი, 23:07
დიდი სიამოვნებით წავიკითხე,გმადლობ
როგორ ყოველთვის საინტერესო სტატიაა:)
0 1 2