x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლიკა ქავჟარაძე " დონ კიხოტის" გადაღებების დროს - ბევრისთვის უცნობი კადრები

ლიკა ქავჟარაძე ფილმში "დონ კიხოტი" 1988 წელს გადაიღეს.

image

ყოველთვის სწუხდა, მარტო " ნატვრის ხეთი" მიცნობენო. დარდობა, რამდენი კარგი როლი ვითამაშე, მაგრამ ყველასთვის მარიტა მარიტა ვარო...

გთავაზობთ კადრებს ფილმიდან და ვურთავ ნაწყვეტს სერვანტესის "დონ კიხოტედან"




image


"თქვენ ამბობთ, ღმერთმა მშვენიერი გაგაჩინაო, და ვინც კი მნახავს, არ შეუძლია არ შემიყვაროს. მაგრამ ჩემი სილამაზე რომ ჩემს თავს აყვარებს ხალხს, განა მეც ყველა უნდა შევიყვარო, ვისაც ვუყვარვარ? ჩემი ჭკუით ვიცი, ყველა მშვენიერი ჩემთვის საყვარელია, მაგრამ აქაო და მშვენიერი ყველას თავს გვაყვარებსო, განა სამართლიანი იქნება მასაც სამაგიერო სიყვარული მივთხოვოთ ყველამ? რატომ იმას კი არ ფიქრობთ, რომ მშვენიერ ქალში შეყვარებული შეიძლება მახინჯი იყოს და ზიზღის მეტსა სხვა გრძნობის აღძვრა არ შეეძლოს. მოდის ის მახინჯი და გეუბნება: "მიყვარხარ იმიტომ, რომ ლამაზი ხარ და შენც უთუოდ უნდა შემიყვარო, თუმცა მახინჯიცა ვარო." რა სამართალია? მაგრამ ვთქვათ, რომ ორივე მხარე ერთნაირად ლამაზია. განა იმიტომ აუცილებალელია ორივე მხარე ურთიერთთან ერთნაირ მიმზიდველობას გრძნობდნენ? თვალისმომტაცი მშვენიერება განა უთუოდ გულსაც იტაცებს? მარტო სილამაზე რომ იმონებდეს გულს, მაშინ მარტო ურიგო გაუმაძღარი სურვილების ფორიაქს დავინახავდით ჩვენ გარშემო და ჩვენი სიცოცხლე მუდამ სიყვარულის საგნის გამოცვლა იქნებოდა. და თუ სიყვარული ძალად არ შეიძლება, ვის შეუძლია ძალად შემაყვაროს თავი, თუ მისკენ გული არ მიმიწევს. სიყვარული თავისუფალი უნდა იყოს და არა ძალდატანებითი, თუ ეს ასეა, მაშ, ძალას რად მატანთ შეგიყვაროთ? ერთი მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, გონჯი რომ გავჩენილიყავ, სიმართლე მექნებოდა დაგმდურებოდით, რატომ არ გიყვარვართ-მეთქი? თუ ღმერთმა ლამაზი გამაჩინა, რა შუაში ვარ, მე ხომ არ მითხოვია? განა გველს დანაშაული აქვს, ნესტარში რომ შხამი უდგას და თავის გარშემო სიკვდილსა ჰფენს? მაშ, ჩემი სილამაზის გამო ჩემი გაკიცხვაც არ შეიძლება. პატიოსანი ქალის სილამაზე შორს მოვარვარე ცეცხლს ანუ უძრავადმდებარე ხმალს ედარება, ერთიცა და მეორეც მაშინ სწვავს და სჭრის, როცა ახლოს ეკარებიან. ნამდვილი ჩვენი სილამაზე სულის ღირსებაა: უამისოდ შეიძლება ლამაზიც ვიყოთ, მაგრამ ლამაზებად კი არ უნდა ვითვლებოდეთ, ნუთუ ქალი ვალდებულია თავისი საუკეთესო სამკაული მამაკაცის იმ წამიერ სურვილს უმსხვერპლოს, ჩვენს ჭეშმარიტ მშვენებას რომ გვტაცებს."

მიგელ დე სერვანტესი - "დონ კიხოტე"



image


image

imageმარჯვნიდან მეორე: ლიკა ქავჟარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე


0
2750
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0