x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"დიდი" – საინტერესო ფაქტები ფილმის გადაღების ისტორიიდან

«დიდი» — ალბათ, ერთადერთი ფილმი არა არის, რომლის მთავარი გმირი, მოულოდნელად, ასაკს იცვლის და სხვის სხეულში ხვდება. მაგრამ, თუ ამ თემატიკის ფილმებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ეს ფილმი, დღემდე, ჟანრის ყველაზე გამორჩეულ ფილმად რჩება.


image


* პროდიუსერს ჯეიმზ ბრუკსს, უნდოდა რომ ის სტივენ სპილბერგს გადაეღო. ამიტომ, სცენარზე სამუშაოდ, სპილბერგის და – ენი მიიწვია. სწორედ მან, გერი როსთან ერთად, დაწერა «დიდის» სცენარის პირველი ვარიანტი.

მაგრამ, სტივენმა ფილმის გადაღებაზე უარი თქვა და მაშინ, პროდიუსერმა რეჟისორად პენი მარშალი მიიწვია, რომელსაც მსგავს ფილმებზე მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდა.

* მთავარი გმირის, ანუ გაზრდილი ჯიშუას როლზე, პენი მარშალიმა ტომ ჰენქსი მიიწვია, მაგრამ მან უარი თქვა. ამ როლზე ასევე განიხილებოდნენ კევინ კოსტნერი, უორენ ბიტი და დენის კუეიდი. მაგრამ, მათ არ სურდათ, ზრდასრული ადამიანის სხეულში მყოფი, ბავშვის როლის თამაში და როლის შესრულებაზე არავინ დათანხმდა.
თუმცა, იყვნენ მსახიობები, რომლებიც როლით დაინტერესდნენ... მაგ., ჯონ ტრავოლტა და ენდი გარსია. ამ უკანასკნელს უარი იმიტომ უთხრეს, რომ კუბელი იყო. ხოლო, ტრავოლტას, იმ დროს, კარიერასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და არ უნდოდათ, რომ ფილმი, მისი გამოჩენით გაეფუჭებინათ. ამიტომ, მასაც უარი შეუთვალეს.

შედეგად, პენი მარშალმა თავის ძველ მეგობარს რობერტ დენიროს მიმართა და ის დათანხმდა კიდეც... მაგრამ, როლისთვის 6 მლნ. დოლარი მოითხოვა. პროდიუსერმა ამხელა თანხის გადახდაზე უარი თქვა და რეჟისორს უთხრა, რომ თუ უნდოდა, თანხის ნაწილი, შეეძლო თავისი ჰონორარიდან მიეცა... და რეჟისორი ამაზეც თანახმა იყო. მაგრამ, ამაზე თავად დენირომ თქვა უარი.

* ბოლოს, როლის შესრულებაზე ისევ ჰენქსი დათანხმდა. როდესაც მან გაიგო, რომ თავად რობერტ დე ნირო მზად იყო, ამ ფილმში მთავარი როლი ეთამაშა, მან აზრი შეიცვალა.


image


* კომპიუტერული თამაში, რომელსაც ფილმის დასაწყისში, ჯოშუა თამაშობს, არ არსებობს. ეს ანიმაცია სპეციალურად შეიქმნა. მაგრამ, ფილმის წარმატების შემდეგ, მისი შეძენის და თამაშის სურვილი ბევრს გაუჩნდა.

* იმისთვის, რომ ტომ ჰენქსს ბავშვის როლი უკეთესად შეესრულებინა, რეჟისორმა დევიდ მოსკოუს (მსახიობი, რომელმაც 12 წლის ჯოშის როლი ითამაშა) სთხოვა, ტომის პერსონაჟის როლი ეთამაშა. ეს ყველაფერი ვიდეოკასეტაზე ჩაწერეს და ჰენქსს მისცეს. საკუთარი როლი მსახიობმა, სწორედ კასეტების ყურებით დახვეწა.

* სცენა, სადაც ჯოში და მისი მეგობარი ბილი ერთობიან, სპონტანურად გაჩნდა. ის სცენარის მიხედვით გაწერილი არ იყო.
იმისთვის, რომ მსახიობი ბავშვები ტომ ჰენქსს უკეთესად ეწყობოდნენ, რეჟისორმა წვეულება მოაწყო, რომელზეც ჰენქსს მთელი დღე ბავშვებთან უნდა გაეტარებინა და მათთან ერთად ემხიარულა. სწორედ იქ გაჩნდა ამ სცენის გაკეთების იდეა.


image


* ჯონ ლოვიცი, რომელიც დიდი ჯოშის კოლეგის როლს თამაშობდა, თავიდან უფრო მეტ ეპიზოდში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, გრიპი შეხვდა და გადასაღებ მოედანზე მთელი 3 კვირა არ გამოჩნდა. ამიტომ, მისი როლი მინიმუმამდე შეამცირეს.

თუმცა, მოგვიანებით მსახიობმა აღიარა, რომ ბევრად უფრო მალე გამოჯანმრთელდა. უბრალოდ თვლიდა, რომ ფილმი მაინც ჩავარდებოდა და გადაღებებში მონაწილეობაზე უარი ამიტომ თქვა.

მისდა გასაკვირად, ფილმი წარმატებული კი არა, ძალიან წარმატებული გამოდგა. 18 მლნ. ბიუჯეტის მქონე კინოსურათის, სალაროს შემოსავალმა და მოგებამ – 150 მლნ. დოლარს გადააჭარბა.

* ფილმის ერთ–ერთი გამორჩეულ ეპიზოდად, ჯოშის და მისი უფროსის, პანელის პიანინოზე ფეხებით დაკვრის სცენა ითვლება. ეს მოწყობილობაც სპეციალურად ფილმისთვის შეიქმნა და ორივე მსახიობს, სრულმასშტაბიანი მაკეტები სახლში გაატანეს, რომ მასზე მოძრაობა დაემუშავებინათ.


image


* თავიდან დაგეგმილი იყო, მათ პიანინოზე დაკვრისას, დუბლიორები ეყოლებოდათ. ხოლო, ჰენქსს და ლოჯიას, ახლო კადრებში, მხოლოდ უნდა ეცეკვათ. მაგრამ, მათ დუბლიორებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს, რომ ამ ამოცანას თავს, თავადაც გაართმევდნენ... და მათ ეს, ნამდვილად შეძლეს! თან გადაღების წინ, იმდენი იმეცადინეს, რომ მთელი ეპიზოდი ერთი დუბლით ჩაწერეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაუჯერებელი ფაქტები ცნობილი მსახიობების შესახებ

* 5 ფაქტი იულიუს კეისრის პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც მეცნიერები ჩიხში მიჰყავს

* ოჯახური კონფლიქტის გამო ქალმა ქმარ–შვილი მიატოვა... და 11 წლის შემდეგ დაბრუნდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0