x
image
მანჩო 777
ბინძური თამაში, ანუ ცნობილი ფეხბურთელების ყველაზე უღირსი საქციელი
ფეხბურთი არამარტო ლამაზი სანახაობა და სპორტული ჟინია, ის აზარტიცაა და ყოველთვის სასიამოვნო მომენტებით როდია სავსე. გამარჯვებისათვის ზოგიერთი ფეხბურთელი ხშირად ადამიანისათვის უღირს საქციელზეც კი მიდის. ისინი ყველაფერს აკეთებენ და კადრულობენ გამარჯვებისათვის. მოდით გავიხსენოთ რამოდენიმე მომენტი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან, სადაც ცნობილმა ფეხბურთელებმა კარგი თამაშით კი არ გამოიჩენეს თავი, არამედ მათთვის შეუფერებელი, არასპორტული საქციელით.


1.ლუის სუარესი-კბენია "ძაღლი"


image



ლუის სუარესი ძალიან უხეში ხასიათითაა ცნობილი და მან არაერთი არასპორტული გამოხტომით გამოჩინა თავი. მაგალითად, ეროვნულ ნაკრებში თამაშის დროს მან ჩილელ ფეხბურთელს სახეში გაარტყა ხელი, ხოლო პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი მატჩის დროს მუცელში ჩაარტყა ფეხი სკოტ პარკერს. პატრის ერვთან ცნობილი კონფლიქტის დროს მან ფრანგს ზანგი უწოდა და მატჩის წინ მისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა. სუარესის სულმდაბალი საქციელის აპოგეა იყო ბრანისლავ ივანოვიჩთან დაკავშირებული ისტორია, რომელსაც სუარესმა უმიზეზოდ ხელზე უკბინა.


2.მატერაცის პროვოკაცია


image


მარკო მატერაცი ანგელოზის მოთმინებითა და მშვიდი ხასიათით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მის მიერ ჩადენილი "გმირობებიდან" იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჩადენილი საქციელი. საფრანგეთ-იტალიის მატჩის 110-ე წუთზე მატერაციმ ზინედინ ზიდანს უთხრა, რომ მისი და მეძავია. გაღიზიანებულმა ზიდანმა მატერაცს თავი დაარტყა მკერდზე. იტალიელი მინდორზე დაეცა და ისე დაიწყო კლაკვნა, თითქოს თვითმცლელმა გადაუარაო. მსაჯმა ზიდანი მინდვრიდან გააძევა, ხოლო იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მოგვიანებით მატერაციმ დაწერა წიგნი "რა ვუთხარი სინამდვილეში ზიდანს" («What I really said to Zidane»), რომელშიც აღწერს, თუ როგორ შეილება მოახდინო მოწინააღმდეგეზე ფსიქიკური ზემოქმედება.


3. როი კინის შურისძიება


image


ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი მოხდა 2001 წელს მანჩესტერის დერბიში: როი კინმა უმძიმესი მუხლის ტრამვა მიაყენა ნორვეგიელ ალფ-ინგე ჰოლანდს, რომელმაც ამ ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამ ამბავს წინ უძღოდა 1999 წლის ეპიზოდი, როცა ჰოლანდმა წააქცია კინი და შემდეგ ბრალი დასდო მას სიმულაციაში. სამი წლის შემდეგ ირლანდიელმა შური იძია: საშინელი ძალით ჩაარტყა ნორვეგიელს მუხლში ფეხი. მას წითელი ბარათი აჩვენეს და 5000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს, ხოლო ჰოლანდისათვის კარიერა ამით დამთავრდა.

მოგვიანებით თავისი ავტობიოგრაფიის გამოქვეყნების დროს კინმა აღიარა, რომ ნორვეგიელს ფეხი სპეციალურად, შურისძიების მიზნით დაარტყა :"მიიღე, არამზადავ, და არასოდეს გადამეღობო გზაზე", -ეს სიტყვებიც ამ ავტობიოგრაფიიდანაა. სწორედ ასე მიმართა გამხეცებულმა როი კინმა ჰოლანდს დარტყმის დროს.



4. "მკვლელი"


image


ეს მოხდა 2011 წელს კოლუმბიის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის დროს: სტადიონზე თამაშის მიწურულს ბუ შემოფრინდა. ფრინველი მინდორზე დაეშვა და იქედან ფეხის მოცვლას არ აპირებდა. წაგებული გუნდის მცველმა ლუის მორენომ ბუს წიხლი დაარტყა და მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო. ამ საქციელმა ტრიბუნებზე მაყურებელთა მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩის დასასრულამდე მთელი სტადიონი სკანდირებდა პანამელი ფეხბურთელის მისამართით: "მკვლელო, მკვლელო...". მორენო იძულებული გახდა კოლუმბიის ჩემპიონატი დაეტოვებინა, რადგან ყოველი მატჩისას მაყურებლების ანტიპათიას და უსიამოვნო შეძახილებს აწყდებოდა.


5.პეპე: როცა წაქცეულებს სცემენ


image


კარგი ადამიანი ცოვრებაში, მაგრამ აუტანელი ხასიათის პიროვნება მინდორზე-ეს ესპანელი პეპეა. 2012 წელს ესპანეთის სათასო მატჩის დროს "ბარსენოლას" წინააღმდეგ თამაშის დროს პეპემ სპეციალურად დააბიჯა ფეხი ძირს დაცემულ ლიონელ მესის ხელზე, თან ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ მსაჯმა ვერაფერი შენიშნა. 2009 წელს "ხატიფესთან" მატჩის დროს "რეალის" მცველი მოწინააღმდეგე გუნდის წაქცეულ ფორვარდს თავს დაესხა და ფეხებით საშინლად ურტყა. თანაგუნდელის დასახმარებლად მოსულ ფეხბურთელებსაც არ დარჩენია პეპე ვალში და მათაც წიხლებით გაუმასპინძლდა. ფსიქიატრულ კლინიკამდე საქმე არ მისულა, მაგრამ აგრესიულ ფეხბურთელს 10 მატჩის გამოტოვება კი მოუხდა.


6."შეთანხმება" მსოფლიო ჩემპიონატზე


image


1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა სტარტზე როგორღაც მოახერხა ალჟირთან წაგება და ბოლო ტურში მას მხოლოდ ავსტრიასთან მოგებული მატჩი თუ გადაარჩენდა. მის მოწინააღმდეგეს წაგებაც აწყობდა, მაგრამ არაუმეტეს ერთი ბურთის სხვაობით. თუ გერმანია ვერ მოგებდა, შემდეგ ტურში ალჟირის ნაკრები გადავიდოდა. მეათე წუთზე გატანილმა ხრუბეშის ბურთმა ორივე გუნდი გაიყვანა შემდეგ ტურზე. ალჟირელმა ფანებმა მთელი სტადიონის მინდორი ფულის კუპიურებით მოფინეს იმის ნიშნად, რომ ეს თამაში გაყიდული იყო. ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის პროტესტი ფიფამ არ დააკმაყოფილა...

ამ შემთხვევის შემდეგ ტურის ბოლო მატჩები მუდამ ერთსა და იმავე დროს იწყება ხოლმე.

როგორც აღმოჩნდა, გამოსავალი არც ესაა:გავიხსენოთ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩი შვედეთსა და დანიას შორის, როცა სკანდინავიელები ნახევარი მატჩის მანძილზე ბურთის კოტრიალით იყვნენ დაკავებულნი მოედნის ცენტრში, რათა იტალიის ნაკრები გამოეთიშათ ჩემპიონატისაგან.

7
432
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
432
  
2014, 24 ივნისი, 13:32
ეგ არასოდეს არ დასრულდება...ამიტომ ხუნდება ფეხბურთის სანახაობრივი მხარე:(
2014, 24 ივნისი, 13:27
ჩაწყობილი თამაში შეიძლება იყოს 26 ივნისს:)) გერმანია-აშშ ითამაშებენ ფრეს და პორტუგალიას და განას ჩატოვებენ ჯგუფში:)))
2014, 24 ივნისი, 11:48
არ ვიცოდი, თუ პორტუგალიელი იყო, მიღებულია შენიშვნა, შენსავით კარგად ვერ ვერკვევი ფეხბურთში:)
2014, 24 ივნისი, 11:30
პეპე არარი ესპანელი პორტუგალიელია და ყყველზე გულიანი ფეხბურთელია....!!! ეს უხეში და გაუწონასწორებელი საქციელი გამოასწოროს უნდა აუცილებლად,თუმცა პროვოკაციააა რთული ასატანია. უკარგესი სტატიაა,ჩემთვის როგორც ფეხბურთის დიდი ხნის გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო,მიუხედავათ იმისა რომ ახალი არაფერი გამიგია....
2014, 23 ივნისი, 23:27
ეგ სულ იყო და სულ იქნება, სამწუხაროდ:(
2014, 23 ივნისი, 23:13
ის უბედური მატერაცი ზიდანს უმადლოდეს,დღეს ვინმე თუ იცნობს............
2014, 23 ივნისი, 23:10
აი ამ ჩაწყობილ და შეთAნხმებულ თAმაშებს ვერაფერს ვერ მოუხერხებენ.
0 1 7