x
image
მანჩო 777
სამედიცინო ტექნოლოგიები და ხელსაწყოები წინათ და ახლა
რაც არ უნდა ვთქვათ, ტექნიკურ პროგრესთან ერთად მედიცინაც არ დგას ერთ ადგილზე და მუდმივად ვითარდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ჯერ კიდეც სრულყოფილებას და დახვეწას მოითხოვს, მაგრამ ძალიან ბევრი სამედიცინო პროცედურა დღეს შეიძლება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და იოლად ჩატარდეს. მოდით გადავავლოთ თვალი, თუ როგორ იცვლებოდა სამედიცინო ტექნოლოგიები და ხელსაწყოები წლების მანძილზე.



1900 წელში დამზადებული ფეხის პროთეზი იმდენად უხეში და მოუხერხებელი იყო, რომ ამ ქალმა სახეც კი დაიფარა გაზეთით სირცხვილისაგან. აქვეა თანამედროვე პროთეზი, რომელიც ნამდვილი ფეხისაგან თითქმის არაფრით არ განსხავავდება. სწორედ მისი შემწეობით გახდა სარა რეინერსტენი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

image




აშშ-ის სამოქალაქო ომისდროინდელი ქირურგის ხელსაწყოების კომპლექტი და თანამედროვე ინსტრუმენტები და მასალები ურთულესი ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად.


image




ხელის ხის პროთეზი, დამზადებული 1800 წელს და თანამედროვე პროთეზი, რომელიც ტვინიდან გაგზავნილი სიგნალებით იმართება. მისი საშუალებით წერაც კი შესაძლებელია.

image




ადამიანის სახის ნაწილები, რომლებითაც ძველად ნიღბავდნენ სახის ტრავმებს და ლატექსისაგან დამზადებული თანამედროვე თვალები და ყურები.

image




ძველებური ბოთლი სისხლის გადასხმისათვის და ზუსტად იგივე დანიშნულებისათვის განკუთვნილი თანამედროვე პლასტიკის პაკეტი.

image




ძველებური და თანამედროვე ფეხის პროთეზი.

image




რადიო-სხივური თერაპია სულით დაავადებული ადამიანებისათვის და თანამედროვე პრეპარატები ფსიქიკური მოშლილობის სამკურნალოდ.

image




ძველებური და თანამედროვე მანეკენი სტუდენტი-გინეკოლოგების და მეანების სწავლებისათვის.

image



სქოლიოზის მკურნალობა ძველად გაჭიმვის მეთოდით და თანამედროვე მკურნალობა-ლითონის ღეროს ჩადგმა ხერხემალში.

image




კლოდ ბეკის ძველებური დეფიბრილიატორი და იგივე დანიშნულების თანამედროვე მინიატურული მოწყობილობა.

image




სტომატოლოგია ძველ ეგვიპტეში და თანამედროვე კბილის პროთეზები.

image



ძველად ქალის ფიგურის გამოსასწორებელ ერთადერთ საშუალებად კორსეტი ითვლებოდა, დღეს კი არსებობს ლიპოსაქცია.

image




თუკი ძველად გაუტკივარების საშუალებებად ალკოჰოლი და ნარკოტიკები გამოიყენებოდა, დღეს არსებობს ანესთეზიის თანამედროვე საშუალებები.

image


და რა თქმა უნდა, მედიცინის დები გაცილებით უფრო მიმზიდველები და სასიამოვნონი გახდნენ. (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით).


image

16
457
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
457
  
2014, 30 მაისი, 22:22
გმადლობთ, ბატონო ლიცი..თქვენი შეფასება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია:)))
2014, 30 მაისი, 22:16
ქალბატონო მანჩო, ჩემი აზრით, ინტერმედიაზე საუკეთესო ავტორი ხართ!
2014, 29 მაისი, 17:53
აბა დაეტიე შენ ტყავში..რაც ღმერთმა მოგცა, იმის მადლობელი იყავი:)
2014, 29 მაისი, 17:49
რაც ,მთავარია ბურატინოს არვგავარდა და ,მაგათ საფხეკად არ ჩავარდები:-D
2014, 29 მაისი, 17:47
მერე ხომ ხედავ რა დავწერე ამ სტატიაში, დღეს თანამედროვე მედიცინა მაგის საშუა;ლებასაც იძლევა, შენი ცხვირი დააპატარაონ?:)
2014, 29 მაისი, 17:43
ისეთი მ,ინდა უფრო პატარა :-D
2014, 29 მაისი, 17:42
მშვენიერი ცხვირი გაქვს. რას ერჩი?:D
2014, 29 მაისი, 17:39
არა ერთი ლექტორი ,მყავდა და ისიც ,მაგას მ,ეუბნებოდა ისე,მც დაგიმშვენდა ეგ ცხვირიო:-D
2014, 29 მაისი, 17:37
:D აკი მომწონსო
2014, 29 მაისი, 17:35
:-D კიდე ეგ ,მინდა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10