x
image
მანჩო 777
როგორ შოულობს კრიშტიანუ რონალდუ მილიონებს და რაში ხარჯავს მათ
Forbes-ის უკანასკნელი რეიტინგის მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუ 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. მოდით, ვნახოთ, როგორ შოულობს ის თავის მილიონებს და რაში ხარჯავს მათ.


image


უკანასკნელი 12 თვის მანძილზე რონალდუმ გამოიმუშავა 88 მილიონი დოლარი, რამაც ის აქცია პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად.



image


ამ თანხის მესამედზე მეტი, დაახლოებით 32 მილიონი დოლარი, მან მიიღო კომპანიებისაგან Tag Heuer და Nike.


image


Nike-მა მას გასულ წელს 12 მილიონი დოლარი გადაუხადა.


image


რონალდუს კონტრაქტები აქვს დადებული აგრეთვე კომპანიებთან Herbalife, Castrol, Samsung და KFC.


image


მაგრამ ყველაზე მეტ შემოსავალს ფეხბურთელი ღებულობს მადრიდის "რეალთან" დადებული მეგაკონტრაქტით. გუნდი მას ხელფასის და პრემიის სახით წელიწადში 50 მილიონ დოლარს უხდის.


image


თუ რონალდუ მოისურვებს კლუბის დატოვებას, მისი ახალი მფლობელი იძულებული იქნება "რეალს" ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადოს.


image


არანაკლებ საინტერესოა, რაზე ხარჯავს რონალდუ ამ უზარმაზარ თანხას. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცებაა ავტომობილები. ის ხშირად დადის 300 ათას დოლარად ღირებული Lamborghini Aventador-თი და არანაკლებ იაფი Maserati-ით.


image


რონალდუს ავტოპარკში ნახავთ აგრეთვე ავტომობილებს Bentley-ს, Porsche-ს და Mercedes-ს.


image


თუმცა ფეხბურთელი ყოველთვის როდია ფრთხილი ავტომობილებთან. ასე, მაგალითად, 2009 წელს მან ჯართად აქცია თავისი Ferrari, რომელშიც 320 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი.


image


რონალდუ ცხოვრობს მადრიდის პრესტიჟულ რაიონში 7, 1 მილიონ დოლარად ღირებულ ბინაში, რომლის დამპროექტებელი ცნობილი არქიტექტორი ხოაკინ ტორესია.


image


ბინა მართლაც რომ მდიდრულია და გემოვნებით მოწყობილი.


image


როცა რონალდუს კუთვნილ უძრავ ქონებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი ბინა ნიუ-იორკის ცათამბჯენ "ტრამპ-ტაუერში", რომელიც ფეხბურთელმა 2015 წელს იყიდა 18, 5 მილიონ დოლარად.


image


ამბობენ, რომ რონალდუმ 29 ათასი დოლარი დახარჯა, რომ მისი ბინის შესასვლელში დაედგა ზუსტად მისი მსგავსი ცვილის ფიგურა.


image


ფეხბურთელის სახელი და სიმდიდრე უამრავ ლამაზმანს იზიდავს. მისი გახმაურებული რომანი რუსული წარმოშობის ულამაზეს მოდელ ირინა შეიკთან საყოველთაოდაა ცნობილი.


image


თუმცა 2015 წლის იანვარში წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


image


რონალდუ მოდის მხურვალე მიმდევარია.


image


მას ძვირფასი კოსტიუმები ტანზე ისევე კოხტად ადგას, როგორც საფეხბურთო ფორმა.


image


რონალდუ Armani-ის მოდის სახლის მოდელია და თავადაც უშვებს ქვედა საცვლების ხაზს დიზაინერ რიჩარდ ჩესთან ერთად.


image


ზოგჯერ ფეხბურთელი ადამიანურ სისუსტეებსაც იჩენს, მაგალითად "ოქროს ბურთის" გადაცემის დროს ის ატირდა.


image


ფეხბურთელი დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. მხოლოდ გასულ წელს მან 200 ათასი დოლარი გადაურიცხა პორტუგალიის ონკოლოგიურ ცენტრს და დააფინანსა თავისი 10 წლის ფანატის 100 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია თავის ტვინზე.


image

6
502
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
502
  
2016, 16 ივნისი, 0:12
მე პლატინიზე ვიყავი შეყვარებული, ყველაზე საუკეთესოდ მიმაჩნდა :)
2016, 16 ივნისი, 0:12
შენია? :დდ
2016, 15 ივნისი, 16:56
ასეთია ჩემი კრისტიანო აპა :)
2016, 15 ივნისი, 14:59
დასტური
2016, 15 ივნისი, 14:47
მართლაც საუკეთესო ფეხბურტელია
0 1 6