x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
საზარელი მკვლელობა, რომელიც 12 წლის გოგონებმა ინტერნეტის ზეგავლენით ჩაიდინეს

image

ალბათ, ბევრს გსმენიათ იმის შესახებ, რომ ადამიანის ფსიქიკაზე სერიოზულ გავლენას ახდენს ინტერნეტი და სხვადასხვა სოციალური ქსელები. ეს არის 21-ე საუკუნის სენი, ადამიანი მართლაც, რომ ძალიანაა დამოკიდებული ინტერნეტზე. ამის ნათელი მაგალითი, ერთ-ერთი სამწუხარო და შემზარავი ფაქტი გახდა. ორმა მოზარდმა თავის თანაკლასელი ტყეში შეიტყუა და დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა. დამნაშავე მორგან გეიზერი და ანისა ვეინერი, რომლებიც მეგობრის მკვლელობისთვის დააპატიმრეს, აცხადებენ, რომ დანაშაული მათ იმიტომ ჩაიდინეს, რომ განემტკიცებინათ მითი მაღალ კაცზე, (ცნობილია, როგორც slenderman) რომელიც ხალხს ხოცავდა. ინტერნეტში მრავლადაა მისი ვიდეო თამაშები, ფოტოები და საშიში ისტორიები. გოგონებმა მის შესახებ სწორედ ინტერნეტის მეშვეობით გაიგეს, რაზეც გამომძიებელსაც მოუთხრეს. გოგონებმა მსხვერპლი წინ წაიმძღვარეს, რათქმაუნდა მოტყუებით. ერთმა დამნაშავემ ის გააკავა და მეორემ კი ზურგში 19–ჯერ დაარტყა დანა. მიყენებული ჭრილობების შემდეგ ის მიწაზე დააწვინეს და უთხრეს არ განძრეულიყო. იმედი ჰქონდათ, რომ გოგონა სისხლისგან დაიცლებოდა. ორ არასრულწლოვანს როგორც უფროსებს ისე გაასამართლებენ. მათ 65 წელი ციხე ელოდებათ. გოგონები მკვლელობას ჯერ მსხვერპლის საწოლშივე გეგმავდნენ, თუმცა გადაიფიქრეს და არჩევანი ტყისპირა პარკზე შეაჩერეს, სადაც მკვლელობა კარგად დაგეგმეს. ანისა ყვება: "დავინახე მორგანი როგორ იქნევდა დანას, მე კი ქამარში ხელჩავლებულს მეჭირა და ვაკავებდი. თან თავში მომდიოდა აზრები –ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად ხდება!" საბოლოოდ რა განაჩენი გამოუტანეს ანისა ვეინერსა და მორგან გეიზერს უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მათ მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. სამწუხაროა, რომ ერთი შეხედვით უცოდველმა ბავშვებმა ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინეს. თუ მართლაც ასეთი ძლიერი გავლენა აქვს ინტერნეტ სივრცეს ახალ თაობაზე, მაშინ ნამდვილად გვაქვს შეშფოთების მიზეზი. imageimageimage
image









2
745
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
745
  
2014, 24 ივნისი, 0:58
ნაწილობრივ გეთანხმები, თუმცა ზოგჯერ მოზარდებზე მართლაც მოქმედებს. ისე რაც მე მისტიკური და საშინელებათა ფილმები მაქვს ნანახი მაშინ ნამდვილი რეციდივისტი უნდა ვიყო და ციხეში ვიჯდე:)) ძალიან სამწუხაროა მსგავსი ფაქტები
2014, 23 ივნისი, 14:25
თუ რაღაც პრობლემა არ გაქვს ადამიანს "ტვინში",როგორ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ინტერნეტმა და ფილმებმა?ან ეშმაკი ჩაუსახლდათ ან ფსიქიკური პრობლემები ქონდათ თორე საშინელებათა ფილმი მიყურებია მაგრამ მკვლელობა ჯერ არ დამიგეგმავს :))
0 1 2