x
მეტი
  • 16.06.2024
  • სტატია:135371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509636
გადაყლაპულმა მოკლა და მერე მუცლიდან გამოძვრა

ვისაც ჩვენი პლანეტა და ბუნება უყვარს აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო.ჩემი აზრით იმ უამრავ საინტერესო ვიდეორგოლებიდან ერთერთი საუკეთესოა თავისი უცნაურობებით.ამ ვიდეოში ნახავთ როგორ კლავს თავისი შხამით გომბეშოს მიერ გადაყლაპული ტრიტონი მუცლიდან თავის მტერს, საღსალამათი გამოდის და აგრძელებს სიცოცხლეს.ერთხელ ერთმა ახლობელმა მომიყვა ასეთი რამ:თურმე ყოფილა ამაზონში რაღაც ხოჭოს სახეობა რომელის ჭიამაიას წააგავს.ეს ხოჭოები უცნაურად ნადირობენ.იკრიბებიან ერთად ოთხნი, ერთმანეთს თავებს მიადებენ და ამის მერე შლიან თავის მოხატულ ფრთებს, რითაც იქაურ ყვავილს ემსგავსებიან. მოტყუებული მწერი აფრინდება მათ, რის შემდეგაც შეექცევიან მსხვერპლს.მებადება კითხვა ამ მწერების კომუნიკაციასთან დაკავშირებით:საიდან მიხვდნენ რომ ასე იმ ყვავილს ემსგავსებიან და თავის მსხვერპლს დაიჭერენ?ან როგორ შეათანხმეს ეს ყველაფერი?საიდან ეს ინფორმაცია? ეს ინსტიქტის დონეზე გაკეთებულს არ გავს რაღაც უფრო მეტია მე მგონი...ეს ყველაფერი: კომუფლიაჟები, შხამები, ქიმიური ნივთიერებები, ტაქტიკური მოქმედება, ჯგუფური ნადირობა-თავდაცვა, სიცხისა და ყინვის მიმართ მდგრადობა, უნივერსალური იარაღები სარჩოს მოსაპოვებლად ან თავდაცვისთვის..ბრძოლა არსებობისთვის.ბრძოლა შთამომავლობის გაგრძელებისთვის, სიკვდილ სიცოცხლის დაუსრულებელი ბრძოლა არა მგონია ასეთი სამყარო მხოლოდ ინსტიქტების დონეზე არსებობდეს.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:უმუშევარი70007
უმუშევარი70007
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0