x
image
მანჩო 777
ვარსკვლავთცვენა
ამბობენ, როცა ვარსკვლავი ვარდება, სურვილი უნდა ჩაიფიქრო და აუცილებლად აგისრულდებაო. ეს იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა და მოასწარი ჩაფიქრება. ვარსკვლავის ჩამოვარდნა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ახერხებს მისთვის თვალის შევლებას და მით უმეტეს, ფოტოფირზე დაფიქსირებას.


image


აი ავსტრალიელი ფოტოგრაფი ლინკოლნ ჰარისონი კი უამრავჯერ გამხდარა ვარსკვლავთცვენის მომსწრე.


image



ჰარისონს ხანდახან საათობით უხდება ჯდომა და ლოდინი ფოტოაპარატით მომარჯვებულს, რათა დაიჭიროს ყველაზე წარმატებული და ულამაზესი კადრი.


image


იგი თქვენც გაძლევთ საშუალებას დატკბეთ ამ იშვიათი სილამაზით.


image


გთვაზობთ მის მიერ გადაღებულ უნიკალურ სურათებს. უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ბევრ თქვენგანს დაებადოს აზრი, თითქოს ეს ფოტოშოპია, მაგრამ გარწმუნებთ, აქ არავითარ ეშმაკობას ადგილი არა აქვს, ეს ულამაზესი ფოტოსურათები მხოლოდ ფოტოგრაფის ხანგრძლივი შრომის, მოთმინების და პროფესიონალიზმის დამსახურებაა.


imageimageimageimageimageimage





1
510
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
510
  
2014, 21 ივნისი, 1:23
საოცრად ზღაპრული სილამაზეა.
0 1 1