x
image
beko777
პი-ა-რი (სიამოვნებისთვის უნდა წერო, სარგებლობისთვის კი არა)
პი-ა-რი (ძვეეელი სტატია "ვარსკვლავებიდან")

სიამოვნებისთვის უნდა წერო, სარგებლობისთვის კი არა


image



რამდენმა თქვენგანმა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა? მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთოდ საინტერესო არ იყოს იგი თქვენთვის და მითუმეტეს, საერთოდ არაფერში გადგებოდეთ, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობამ! ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე საერთაშორისო სიტყვაა ისედაც დიდ ჩამონათვალს სიტყვა „პიარიც” მიემატა, რაც შინაარსობრივად, პირდაპირი გაგებით საზოგადოებრივი აზრის შექმნას ნიშნავს, ამა თუ იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, თუნდაც მათი საქმიანობის მიმართ. არსებობს შავი და თეთრი პიარი, არ არსებობს ფერადი პიარი, რადგან ის ან კარგია, ან ცუდი, გააჩნია რა საქმეს ემსახურება წარმოებული პიარი. ბოლო დროს ქართველებმა (განსაკუთრებით ე.წ. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა) ამ სიტყვასაც კი მოუძებნეს ქართული შესატყვისი და დღეს მთელს თბილისში მას გაჯაზება ეწოდება. თეთრი პიარია ის, რომ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე წერო ყოველთვის კარგი, არ აქვს მნიშვნელობა იმას, იმსახურებს თუ არა იგი ამას, რადგან თეთრი პიარი ქნმის ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ დადებით საზოგადოებრივ აზრს. ეს ერთგვარად შეგვიძლია იმ ანდაზას შევადაროთ - შეძახილმა ხე გაახმოო!!! მთავარია როგორ შეუძახებ ხეს, ავად თუ კარგად, რადგან კარგად შეძახილმა შესაძლოა, ხე ააყვაოს კიდეც, არაფერ შუაშია – გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო! პიარის კეთება ბეჭდვით მედიაში განსაკუთრებული მოხმარებით სარგებლობს, ცნობისათვის პიარის „ბრალია” ჩვენში ამდენი ვარსკვლავის და პოპულარული ადამიანის არსებობა, მაგალითად ჩვენს ჟურნალს, სიტყვის მნიშვნელობის ცხოვრებაში და პრაქტიკაში გატარება 1995 წლიდან აქვს დაწყებული თეთრი პიარის სახით, როცა თამამად შეიძლება ითქვას, სწორედ რომ სწორი პიარის შედეგად, დღეს ამდენი ვარსკვლავი გვყავს. მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში არსებობს შავი პიარის მაგალითიც: იყო ასეთი შემთხვევა 90-იანი წლების ბოლოს, რომელსაც გაბრაზებულ გულზე რედაქცია მაშინ უპოპულარესი ჯგუფის - „სახის” წინააღმდეგ ანხორციელებდა, რაშიც ბრალს ვერანაირად ვერ დავდებთ „ვარსკვლავების” მაშინდელ რედაქციას, რადგან იმ გადასახედიდან, ისინი ამას დაუმსახურებლად არ აკეთებდნენ, სწორედ შავი პიარის შედეგია „სახის” დაშლის კატალიზირება.



* * *
imageჩვენს რედაქციას არასოდეს არ უწერია ამ ხნის განვლობაში სარგებლობის გულისთვის, არსებობის თითქმის 9 წლიანი ისტორიის მანძილზე, ერთადერთი სარგებელი წერის დროს სწორედ რომ ჩვენი სიამოვნება იყო, რადგან წერო ის რაც არ გსიამოვნებს სარგებელის გულისთვის, ვგონებ ჩვენი საქმე არასოდეს არ გახდება, სწორედ ამიტომაა, რომ დღეს (!) ზევიდან დაგვყურებენ ახლად გამოჩეკილი, თუ ახლად მკვდრეთით აღმსდგარი ჟურნალები თუ გაზეთები…, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის პრინციპები იყო მთავარი და არა წერა იმაზე, რაც სარგებელს მოგვიტანდა, თუმცა ახლა ვხვდებით, რომ 21-ე საუკუნეში ასე აზროვნება კარგს არაფერს მოგვიტანს, თან არც ამაზე ხელის აღება შეგვიძლია და ღმერთისა და კეთილი ფერიის სიტყვის და შეწევნის მოლოდინში კვლავ ვარსებობთ, ვარსებობთ იმ ხალხის სიამოვნებისთვის, ვისთვისაც ჩვენი სიტყვა სულიერი სარგებელია!!!


* * *
imageარავინ იცის რა იქნება ხვალ, რადგან ისტორია იწერება დღეს და როგორსაც ჩვენ შევქმნით მას, ისეთი იქნება მომავალში, არავინ იცის ეს ღმერთის გარდა. ღმერთს კი ვერასოდეს გავეჯიბრებით!!!
წერა საკუთარი სიამოვნებისთვის, შრომა იმისათვის, რომ ასიამოვნო მერე სხვაც, ნიკალა ფიროსმანის ხვედრი იყო, „…მოკვდა თუ არა, ყველამ აცხონა, ცოცხალი არვინ არ შეიყვარა”… ნიკალას რომ იგივე პიარი ჰქონოდა რაც სხვას, იმ დროისათვის, ხომ სიცოცხლეშიც გაიხარებდა კაცი, ხომ უფრო მეტს და შედეგიანად იშრომებდა? ხომ უფრო ღირებულს შექმნიდა და დატოვებდა? მაგრამ ეს ხვედრია, ხვედრი, რომელიც ღმერთმა არგუნა თითოეულ ჩვენგანს და მას ღმერთის გარდა ვერავინ შეცვლის. კითხვა: არის მძიმე ხვედრით ცხოვრება დედამიწაზე, პირდაპირპროპორციული შვებისა სასუფეველში და პირიქით? ალბათ!


* * *
imageპიარი! დღეს იგი უკვე ხელოვნების დონეზეა აყვანილი, რადგან მას ცოდნა უნდა, სწავლა სჭირდება და მერე სწორად მოხმარება, პიარი ადამიანმა პირადი სარგებელის გულისთვის თუ გამოიყენა, შესაძლოა თეთრი შავად იქცეს და შავი თეთრად, შეააძლოა აირიოს ყველაფერი და დაუწერელი კანონებიც აღარ იყოს საფუძვლიანი და მითუმეტეს საჭირო. პიარი – თუ იგი საყოველთაო მოხმარების ცნებად იქცა, შესაძლოა ყველამ იგრძნოს მისი საჭიროება, ეს კი, ალბათ მთლად სასრგებლოც არ უნდა იყოს! რაც სასრგებლო არაა, ესე იგი ის საზიანოა!


(ძვეეეეეეეეეეეეეეეეეელი სტატია) :)



image

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0