x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508756
კრეატიული გამოგონებები ჩინურად, ანუ რატომ არიან ჩინელები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფალსიფიკატორები
ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ არიან ჩინელები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფალსიფიკატორები და ცნობილი ბრენდების იდეალური გამყალბებლები: მისწრაფება კრეატიული გამოგონებებისადმი მათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან უვითარდებათ. მინდა შემოგთავაზოთ ზოგიერთი კრეატიულად მოაზროვნე ჩინელის უნიკალური გამოგონებები, რომ დარწმუნდეთ ამ ადამიანების დიდ გაქანებებსა და შესაძლებლობებში.



ეს ახალგაზრდა ვინმე ტაო სიანგლია, რომელიც კმაყოფილია, რომ მის მიერ საკუთარი ხელით გაკეთებული წყალქვეშა ნავის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა

image



სან ჯიფამ 32 წელია, რაც ხელები დაკარგა. უფულობის გამო მან ვერ შეძლო პროთეზების შეძენა, მაგრამ გონებამახვილმა ჩინელმა თვითონ შექმნა და გააკეთა პროთეზები საკუთარი თავისათვის(კინაღამ დავწერე, საკუთარი ხელებით-თქო)


image



ჩან ვიუ ახდენს მის მიერ კონსტრუირებული წყალქვეშა ნავის მილგაყვანილობის ტესტირებას, რომელიც მას დაეხმარება ზღვის კიტრების შეგროვებაში( ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ზღვაში კიტრები იზრდებოდა)

image




ჩინელი გამოგონებელი იან ჰონფზუ და მის მიერ შექმნილი 6-ტონიანი მაშველი კაფსულა. ფოტოზე გამოსახულია იდეის ავტორი ტესტური დაშვების შემდეგ: მას შემდეგ, რაც მთიდან დაგორებული კაფსულა მდინარეში წარმატებით დაეშვა

image



აი ეს კი ჩინელი გამომგონებლის ლი იონგლის მიერ 21-ე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ერთთვლიანი ველოსიპედია. ხომ არ ისურვებდით მასზე გასეირნებას?

image




წარმოგიდგენთ გონებამახვილ ახალგაზრდა ჩინელს ჟან ქსიულინს, რომელმაც მოტოციკლი-თვითმფრინავი გამოიგონა.

image




აი ამ მექანიკოსმა კი საკუთარ ავტოფარეხში საკუთარი ხელით შექმნა დამხმარე-რობოტი

image



ეს სავარცხელი არ გეგონოთ, 63 წლის ჩინელის მიერ გამოგონებელი მუსიკალური ინსტრუმენტია

image



49 წლის ჩინელი ჩან იანლი ახდენს საკუთარი "წარმოების" გიგანტური მოტოციკლის გამოცდას

image



როგორც ჩანს, ჩინელებს ფრენა ძალიან უყვართ.. ეს კიდევ ერთი თვითნაკეთი საფრენი აპარატია გაყინული ტბის თავზე გამოცდის დროს

image



ლეი ჟიკიანი ახდენს მის მიერ შექმნილი ველოსიპედი-ამფიბიას გამოცდას

image


აი ეს ახალგაზრდა ნამდვილად ჩინელი ერთაოზია....გაფრინდება ვითომ ეს "ჩიტი"?

image




როგორც ჩანს, მხოლოდ ფრენით როდი არიან დაინტერესებული ჩინელები..ეს თვითნაკეთი ზარბაზანი მის შემქმნელს, იმედია, სამშვიდობო მიზნებისათვის სჭირდება

image




ვუ იულე მისეირნობს თავისი ხელით შექმნილი რობოტი-რიქშათი

image



თვითნაკეთი F1-ის ბოლიდი

image


ლი იუმინი ახდენს თვითნაკეთი წყალქვეშა ნავის შემოწმებას

image




კიდევ ერთი თვითნაკეთი საფრენი აპარატი...

"-ხომ გეუბნებოდი, გაფრინდებიანო, შე გალსტუკიანო"

image


0
563
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0