x
image
K.P.
გვანცა ბაგრატიონი გათხოვდა
image

გვანცა ბაგრატიონს პოპულარობა ბერა ივანიშვილზე გარეპილმა რამდენიმე ფრაზამ მოუტანა. დღეს უკვე რეპერი ბარბის იმიჯი მოირგო, საკმაოდ თამამი ფოტოებითა და ვიდეორგოლებითაც გვანებივრებს. ბაგრატიონი მისი ფსევდონიმია. გვანცა ამტკიცებს, რომ მისი წინაპარი ბაგრატიონების უკანონო შვილი გახლდათ.

გვანცას ცხოვრებაში სიახლეებია, ქართველი ბარბი გათხოვდა. გოგონა ახალ კლიპზეც მუშაობს. გვანცა რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს, მას მასმედიაში გამოჩენა არ სურს, თუმცა საკმაოდ ცნობილი ადამიანიაო. ქორწილი ჯერ არ გადაუხდიათ, მაგრამ ახლო მომავალში გეგმავენ.image

სკანდალური და თამამი იმიჯის მიუხედავად გვანცა დიდ პატივს სცემს მშობლებს. ხშირად ისინი გადაღებებზეც დაჰყავს.


გოგონა ამტკიცებდა, რომ შეყვარებული არასდროს ყოფილა. "გატაცება ბავშვურ ასაკში მქონდა, მაგრამ სერიოზულად რომ დავინტერესებულიყავი პიროვნებით, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ძიების პროცესში ვარ"-ამტკიცებდა გვანცა, თუმცა მოგვიანებით გადაცემა "პროფილში" ტრაგიკული სიყვარულის ისტორია გვიამბო, ადამიანი, რომელიც მიყვარდა ჩემს თვალწინ მქნქანამ გაიტანაო.

გვანცა ტყუილებითაც ხშირად გვანებივრებს. გვარწმუნებდა, რომ ბერა ივანიშვილთან სანთლების შუქზე ჰქონდა პაემანი, რაც რეპერმა უარყო. გოგონა შესანიშნავად ხატავს.

ვუსურვოთ ახალდაქორწინებულებს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

image

2
275
3-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
275
  
2014, 12 ივნისი, 14:39
გთხოვთ წაიკითხეთ
2014, 12 ივნისი, 14:39
http://www.cacao.cp.ge/ge/statiacci.php?ID=3607 ადმინ ეს დადე
0 1 2