x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134561
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
დედის სიყვარულის ძალა

ადამიანურ გრძნობათა შორის დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არც ერთი არ არის. სხვა ყველა დანარჩენი გრძნობა წარმავალია.ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო კურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია.ის თავის თავს მთლიანათ მათ უძღვნის, ხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება. დედის გული შვილის ცხოვრების ყველა ცხოვრებას ეხმიანება-იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმინდა და სულისშემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულევნელი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება. ხოლოდ ერთადერთს, დედას შეუძლია იცხოვროს შვილების ცხოვრებით, პასუხობდეს მათ გულის ყველა მოძრაობას, რადგან ქვეყნად არ არსებობს ჩვენთვის უფრო მეტად ახლობელი არსება, ვიდრე დედა. არავის რჩევა არ არის დედის რჩევაზე უფრო გულწრფელი, ლოცვა-უფრო კეთილისმოქმედი და ცრემლები-უფრო მისავალი შემოქმედთან ვიდრე-დედის...

0
1688
1-ს მოსწონს
ავტორი:ლა.ნა
ლა.ნა
1688
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0