x
image
მანჩო 777
ათი შოკისმომგვრელი ისტორიული ფოტოსურათი
ცხოვრება რამდენადაც მშვენიერია, იმდენად სასტიკი და მკაცრია. კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე უამრავი ტრაგიკული შემთხვევა: ომები, ეპიდემიები და ბუნებრივი კატაკლიზმები გადაიტანა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათგანი თავად ადამიანების "დამსახურება" იყო. გთავაზობთ ათ უჩვეულო და იშვიათ ფოტოსურათს შორეული წარსულიდან, რომლებზეც აღბეჭდილია საინტერესო, სასტიკი და ტრაგიკული მომენტები.



1."ესპანური გრიპის" პანდემია


image


1918 წელს აფეთქებული "ესპანური გრიპის" (ისპანკა) ეპიდემიამ 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფოტოში თითქოს არაფერია უჩვეულო, მაგრამ ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ იყვნენ ადამიანები შეშინებული ამ საშინელი ავადმყოფობით. ისინი ცდილობდნენ ჩვეული ყოველდღიური ცხოვრებით ეცხოვრათ, მაგარმ ამავე დროს განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს იღებდნენ.





2.მონებით ვაჭრობა


image


ეს ფოტო გადაღებული იქნა 1868 წელს ბრიტანული ხომალდის ბორტზე. ეს ბავშვები ეს წუთია გადაარჩინეს მონებად გაყიდვას.



3.მტირალი ახალგაზრდა ნაცისტი


image


ეს 16 წლის ყმაწვილი ჰანს-გეორგ-ჰენკეა, ფაშისტური ახალგაზრდული პარტიის წევრი. მან ახლახან შეიტყო, რომ საბჭოთა ჯარებმა ბერლინი აიღეს. ბიჭის სახე სავსეა სასოწარკვეთითა და შიშით.



4.ხსნა ბერლინის კედელთან


image


ამ გერმანელმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბიჭუნა არ უნდა გადაუშვას კედლის იქეთ, მაგრამ ბავშვი მშობლებს მოაცილეს. გუშაგი ჩუმად წევს მავთულხლართს, რათა პატარა მშობლებთან გაუშვას, მაგრამ ამავე დროს შიშით იხედება ირგვლივ, რადგან ეს საქციელი მას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.



5.თავის მოკვეთის ინსცენირება


image


ბრიტანელმა ფოტოგრაფმა უილიამ სომდერმა იმოგზაურა ჩინეთში, სადაც გადაიღო თავის მოკვეთის ეს ფალსიფიცირებული რიტუალი. ამ ფოტოთი მას სურდა ევროპელებში გამოეწვია აღმოსავლური ტრადიციების მიმართ ზიზღი და შთაეგონებინა ევროპა ცივილიზაცია შეეტანათ ჩინეთში.



6.დამნაშავის დასჯა მონგოლეთში


image


ეს სურათი გამოქვეყნებულ იქნა ჟურნალში National Geographic 1913 წელს. ფოტო გადაიღო სტეფან პასმა. ფოტოზე თქვენ ხედავთ დამნაშავის დასჯას მონგოლეთში. ქურდობისათვის აქ შემდეგნაირად სჯიდნენ: დამნაშავეს სვამდნენ ყუთში, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ მასში ადამიანი ძლივს თავსდებოდა. ყუთს დგამდნენ გზაზე, რომ ყველას ენახა და ზიზღი გამოეხატა დასჯილის მიმართ. ამავე დროს დამნაშავეს რამდენიმედღიანი შიმშილობაც ელოდა.



7.შიმშილობა უკრაინაში


image


შიმშილობა უკრაინაში-ეს იყო ისტორიაში ერთ -ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა. მან მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სურათზე ნაჩვენებია ხარკოვი 1933 წელს. გვამები პირდაპირ შუა ქუჩაში ყრია და ადამიანები ისე დადიან, მათ ყურადღებასაც კი არ აქცევენ.



8.შანხაელი ბავშვი


image


სურათი გადაღებულია 1937 წელს ჩინეთ-იაპონიის ომის დროს. იაპონელებმა დაბომბეს შანხაის ვაგზალი, სადაც ძირითადად ქალები და ბავშვები იმყოფებოდნმენ. ეს ბავშვი როგორღაც ცოცხალი გადაურჩა ამ ტრაგედიას.




9.საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა მასობრივი დამარხვა


image


ბერგენ-ბელზერის საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტებმა 50 000 - მდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ფოტოზე გამოსახულია "საძმო საფლავი", სადაც გვამების გროვაზე დგას ფაშისტი ექიმი ფრიც კლიენი. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ ეს ტყვეები გაზის კამერაში გაეგზავნათ, რადგან მათ მუშაობისათვის გამოუსადეგრად თვლიდა. შემდგომში კლიენს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო.




10.ნაგასაკელი ძმები


image


ეს ფოტო გადაღებულია ქალაქ ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ: უმცროსი ძმა მკვდარია, ის ზურგზე ჰყავს აკიდებული უფროს ძმას და მიჰყავს კრემატორიუმში. მიუხედავად იმისა, რომ თავისი თვალით უყურებდა, როგორ იწვოდა ძმის სხეული, ბიჭუნამ უარი განაცხადა ტირილზე და სიმშვიდე და ვაჟკაცობა შეინარჩუნა. მან ეს- ესაა ყველაფერი დაკარგა, რაც გააჩნდა, მაგრამ ტუჩებმოკუმული გმირულად ებრძვის მწუხარებას.

3
946
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
946
  
2014, 28 მაისი, 18:12
ამიტომ რაც შეგვიძლია უნდა დავტკბეთ :P
2014, 28 მაისი, 18:11
ცხოვრება მარტო ლამაზი წუთები არაა, ის სასტიკიცაა:(
2014, 28 მაისი, 17:51
:| რა საშინელებაააა გასაკუთრებით 9 სურათზე აღბეჭდილი რელაობა!
0 1 3