x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რისკი წარმატების ფაქტორია

მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია, ჩვენი ცხოვრება მოულოდნელობებით, შემთხვევითობებითაა აღსავსე. როდესაც ვამბობ, რომ “რისკი წარმატების ფაქტორია" მაგონდება ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავიანთ მიზნებს იმ რისკის შედეგად მიაღწიეს, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე განახორციელეს.
ადამიანები გარკვეულ საქმიანობას იმიტომ ვეწევით, რომ დასახული გვაქვს რაიმე გეგმები და ამ გეგმებით ვაპირებთ სასურველი შედეგების მიღწევას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქმაინობას, ამადაც შესაძლოა ითქვას, რომ ყოველ ჩვენს ქმედებას თან რისკი ახლავს.
ბუნებრივია, ადამიანს სურს თავი დაიცვას რისკებისაგან, შეამციროს დანაკარგების ზომა, ამისათვის კი მან საჭიროა დეტალურად შეისწავლოს რისკები და განსაზღვროს მიზან-რაციონალურად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარკვეულ რისკზე წასვლას. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა, დაუფიქრებლად გაკეთებულმა არჩევანმა ან ქმედებამ შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს და დაგვაკარგვინოს ყველაფერი, რაც აქამდე გაგავჩნდა.
თუმცა, თუ არ იმოქმედე, არ გარისკე ყოველთვის ერთ ადგილს დატკეპნი და ვერასოდეს წახვალ წინ. ადამიანი მუდმივად უნდა ცვლიდეს არსებულ სიტუაციას, უნდა შეიტანოს თავის ცხოვრებაში სიახლე და ცდილობდეს არსებულის გაუმჯობესებას. ეს ყოველივე კი წარმატების დასაბამია, შიში ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმავალი გზისკენ მხოლოდ იმას მოგვიტანს, რომ ვიცხოვროთ რუტინულად და არ ვისწრაფოდეთ უკეთესი მომავლისაკენ.
გავიხსენებ შარლ ბოდუენის სიტყვებს: „წარმატებისთვის როგორც არ უნდა გადადო თავი, თუ მარცხის შიში დაგეუფლა ყოველგვარი მცდელობა ამაოა“. აქედან გამომდინარე, თუ წარუმატებლობის და მარცხის შეგეშინდათ, ყურადღება ფოკუსირდება სწორედ მარცხზე, ამიტომ წარმატების შანსი იკლებს. შესაბამისად, სჯობს მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი მოვლენისკენ მივმართოთ და თამამად, გაბედულად ვიაროთ ცხოვრების გზაზე.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ციცი ღლონტი
ციცი ღლონტი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0