x
image
worldsport.ge
ოლიმპიადამ შესაძლოა ბრაზილიიდან ინგლისში გადაინაცვლოს

imageგამოცემა The Evening Standard-ის განცხადებით, გამორიცხული არაა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადამ, რომელის ჩატარებაც რიო-დე-ჟანეიროშია (ბრაზილია) დაგეგმილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გადაინაცვლოს.
ოლიმპიადის ბრაზილიიდან ინგლისში გადატანის მიზეზად ბრაზილიელთა მხრიდან საოლიმპიადო ბაზების ნელი ტემპით მშენებლობა სახელდება. ამჟამად ბრაზილიელები ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის მზადებით არიან დაკავებულნი, რომელიც ასევე რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდება.
ლონდონზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოლო, 2012 წლის გათამაშებას ამ ქალაქმა უმასპინძლა და ყველაზე კარგად ისაა მზად ოლიმპიადის მასპინძლობისთვის.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0