x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გოგონა დღეში 5000 კალორიას იღებს იმისათვის, რომ 190 კილოგრამი გახდეს.
კარგად მოგეხსენებათ, რომ ჭარბი წონა დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს, მილიონობით ადამიანი დიეტებსა და სპორტ-დარბაზებს დღემდე მიმართავს სულ რაღაც გრამების დაკლების მიზნითაც კი და თემა, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, ირადიაციით საპირისპიროა დიეტასთან. 23 წლის გოგონა, ვინმე Tammy Joong-ი მიირთმევს დღეში უამრავ ქათამს, ფუნთუშასა და მთლიან თავ ყველს იმისათვის, რომ მოიმატოს წონაში საგრძნობლად და ამით მოიპოვოს პოპულარობა. ასეთი სულელური გადაწყვეტილების შთაგონების წყარო მისი 28 წლის მეგობარი ბიჭი Johan Ubermen-ია.


image



ტამი ერთ დროს იწონიდა 50 კგ-ს და გამოიყურებოდა შესანიშნავად, ეცვა მოტკეცილი ჯინსი, უყვარდა ფრენბურთის თამაში, ერთობოდა სამეგობრო წრეში, თუმცა ეხლა სრულიად გადართულია თავის ახალ ამბიციაში, რაშიც ეხმარება "შეყვარებული" ჯოჰანი. მათი მიზანია ტამიმ დღეში 5000 კალორია მიიღოს, რისი წყალობითაც ის 6 თვეში 19 კგ-ს იმატებს. დღევანდელი მონაცემებით ის 110 კგ-ზე მეტს იწონის, თუმცა ეს საკმარისი როდია, სამიზნე 190 კგ-ია, რისთვის ბრძოლასაც გააგრძელებს გოგონა, რადგან მსუქნების კონკურსში გამარჯვება მოიპოვოს. თან სტიმული მას მერე უფრო მიეცა, რაც ის უკვე მსოფლიომ გაიცნო და ე.წ. "ფანებიც" (გულშემატკივრები) გამოუჩნდა.


იხილეთ ტამის ფოტოები სულელურ გადაწყვეტილებამდე:


image

image

image


გაფრთხილებაც ბევრჯერ მიუღია ტამის იმის თაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილებით საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა მისთვის სულერთია, მიზანი-მიზანია. "თავს ყოველთვის მსუქნად ვთვლიდი და ეს პრობლემა მაკომპლექსებდა და ხელს მიშლიდა, ახლა კი ვიტყვი ნამდვილად ვარ მსუქანი და არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი, მიზანთან ახლოს ვარ და ვიბრძოლებ ამისათვის, მითუმეტეს, რომ ჩემი საქციელი უკვე შემოსავლის წყაროც გახდა, ასე რომ გამოვიმუშავებ თანხებს, ამ თანხებით ვჭამ და "ფინიშამდეც" მალე მივალ"- ამბობს ტამი.


image

image

image

image

image




"ჩემი დილა უამრავი ვაფლით, ნაღების ყველით, სოსისითა და ბეკონით იწყება, შემდეგ კი მივეშურები ხოლმე McDonalds-ში საყვარელი ბურგერების შესაჭმელად. თუმცა ყველი ისე მიყვარს, შემიძლია მთელი დღე გაუჩერებლად ვჭამო. საუზმედ კი პიცას და რაიმე მექსიკურ კერძებს მივირთმევ. დღის ბოლოს კი ვიმზადებ კოქტეილს პროტეინებით, ვედრო ნაყინს "კრემთან" ერთად და ვაყოლებ "შეიკს". სისტემატიურად ვაფიქსირებ ფოტოების და ვიდეოების სახით ჩემი "ფანებისთვის" თუ როგორ ვიკვებები. შემდეგ კი ამ ფოტოების და ვიდეო მასალების წყალობით გამოვიმუშავებ დღეში 1000 სტერლინგს"- ამბობს ტამი.



image

image



"8 თვეა ერთმანეთს ვხვდებით, საკმარისი დროა იმისათვის რომ ადამიანი გაიცნო და იგრძნო მისი აუცილებლობა შენს ცხოვრებაში. ამჟამად დაკავებული ვარ სპორტით და როდესაც ვბრუნდები ვარჯიშიდან, დარჩენილ მთელს დროს ტაბისთან ვატარებ. მე ის მიყვარს და არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი იქნება ფიზიკურად, მისი წონა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ის მიზანსწრაფულია და ვიცი გამარჯვებასთან ახლოსაა"- ამბობს ჯოჰანი.



P.S. თავს მაინც მსუქნად ვთვლიდიო და არც ისეთი კატასტროფა იყო, გასუქებას დიეტა დაეცვა არ სჯობდა? ასეთი ხალხის- მომკალით და არ მესმის.

8
191
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
191
  
2014, 11 ივნისი, 18:00
ეს ნორმალური არ არიიი:D დამაჭერინა და მაცემინა რა
2014, 18 მაისი, 1:38
ალბათ ეს გოგო მდიდარია..და ამ ბოიფრენდსაც ამის მოკვლა უნდა ;დდ რავიცი აბა ;დდ სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე.
2014, 11 მაისი, 21:13
მიზანსაც ხო გააჩნია? ეს სარგონებას მოკლებული მიზანია
2014, 11 მაისი, 21:03
და მაინც სულელია და როგორ არ ვთქვა!!!
2014, 11 მაისი, 21:02
უკომენტაროდ!!!
2014, 11 მაისი, 20:50
ღმერთმა ხელი მოუმართოს ოცნების ასრულებაში)))))
2014, 11 მაისი, 20:49
სერიოზულად გაურეკია საწყალს
2014, 11 მაისი, 20:48
აშკარად ვერაააა :|
0 1 8