x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პოეტის და პოეზიის დანიშნულება ილიას შემოქმედებაში(ძლიერი თემა არ არის მაგრამ თავის გადასარჩენასდ წავა..)

imageილია ჭავჭავაძე მე-20 საუკუნის გამოჩენილი რეალისტი იყო, იგი ნათლად და მკაფიოდ საუბრობს პოეტის და პოეზიის დანიშნულებაზე.
პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევათ მხოლოდ ერთეულებს, ღვთისგან გამორჩეულებს. მადლია, მაგრამ, დიდი ტვირთიც არის, რადგან იგი მოვლენილია იმისთვის რომ
სისხლის შეუწყვეტელი დენა შეუყენოს ადამიანთა სიცოცხლეს.
ი.ჭავჭავაძე თავის ლექსში უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს
თავისი დაჩაგრული ქვეყნის წინაშე.მისთვის პოეზია არა მხოლოდ ლამაზი და ტკბილი გალობაა, არამედ ერის წინაშე უდიდესი პატივისა და სიყვარულის გამოხატულება. იგი თავის ლექს"პოეტში" პოეტის შემოქმე-დებას ადარებს ფრინველის გალლობას და ამბობს რომ "მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
ვით ფრინველმა გარეგანმა;
არა მარტო ტკბილ ხმათათვის
გამომგზავნა ქვეყნად ცამან".
ანუ პოეტის შემოქმედება არამარტო სასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს
არამედ სარგებლობის მომტანი.
ღმერთი პოეტს დიდი მისიისთვის უკურთხებს ენას მეტყველებისთვის, თვალებს ხედვისთვის, ყურებს სმენისთვის, გულში კი გაუქრობელ ცეცხლს უნთებს რათა ხალხის გული გაათბოს.
პოეტი ერთგვარი შუამავალია მიწასა და ზეცას შორის, რადგან
ღვთის სიტყვა მიაქვს ხალხის გულამდე.პოეტი თვის წარუძღვება ერს ღვთის მცნების შესასრულებლად. პოეტს მომადლებული აქვს ნიჭი უხილავის დანახვისა დაგაგებისა, მოსმენისა, შემეცნებისა.ღმერთთან ლაპარაკი ხატოვნად მიანიშნებს პოეტის უნარზე ჩასწვდეს და გაიზიაროს უმაღლესი ჭეშმარიტებანი.
ილია ამბობს: "ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში,
რასაც ვმსახურობთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ
ესეიგი ილიასთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ ღვთიურ სამსახურს დაუფასებენ თუ არა, იგი ტაშს არ ითხოვს ამისთვის მაგრამ თავის ღვთიურ საქ-მეს მაინც არ ანებებს თავს. ღვთის სიყვარული უნდა იყოს პოეტისთვის გზა და ხიდი მკითხველის გულისაკენ. ნაკლის მხილება, დაჩაგრულის შემწეობა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ნუგეშისცემა მხოლოდ დიდი რწმენით აღვსებულ სიყვარულს ძაკუძს. უმრავლესად, ღვთის და არა ადამიანის მოსაწონი საქმიანობისთვის უნდა მუშაკობდეს და იღ-ვწოდეს პოეტი.
პოეტს ვალად ედო, ჩასდგომოდა სათავესჰი იმ დიდ მოძრაობას, რომელსაც უნდა გამოერკვია "ვინა ვართ და რანი ვართ". მწერლობა უნდა გამოსულიყო შინაური წრიდან და საყოველთაოდ ქცეულიყოდ.
პოეტს უნდა აემოძრავენიბა ერთ ადგილას შეყენებული და გაყინული ცხოვრება. ილია "მგზავრის წერილებში" თერგისა და მყინვარის შედარებისას გამოჰკვეთს ცხოვრების აზრ-მოძრაობას! ამიტომაც არის მისთვის იდეალი ბაირონი, როგორც სიმბოლო დაუვრდომლობისა, რომელსაც კალმის ნაცვლად მეხი ებყრა თვალებიდან კი მდუღარე ტყვია სცვიოდა.
ერის ვინაობის უპირველეს გამოვლინებად ილია ენას მიიჩნევდა. მწერლობა კი ზრდიდა და ინახავდა ენას, ამიტომაც პოეზია ერის უპირველესი საგანძურის მცველი უნდა გამოსულიყო. ილიამ ღვთის მოსაქმე და მოაზრე კაცმა თავისი მოწამეობრივი აღსასრულით დაამტკიცა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება.

0
12263
შეფასება არ არის
ავტორი:Aსასინო
Aსასინო
12263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0