x
დედოფლისწყაროელი კიკბოქსინგელების გამარჯვება იმერეთში

image

კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონების, ბექა მანჯავიძე
და ალიკა ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ქ.ზესტაფონში. ახალგაზრდა სპორტსმენების სულის უკვდავსაყოფათ და დასაფასებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ სპორტსმენები იმერეთში.მათ შორის იყო გუნდი “ჩემპიონი“თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით.შეჯიბრი ჩატარდა ქალაქის ახლად აშენებულ სპორტულ კომპლექსში.


დედოფლისწყაროელი ჭაბუკ სპორტსმენთა გუნდმა “ჩემპიონმა” წარმატებულად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირზე, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა 7-პირველი, 4-მეორე და ერთი მესამე ადგილი.


ჩემპიონები გახდნენ: 1)ლეკაშვილი ლაშა 2)მოსეშვილი შალვა 3)ვაჭრიძე ნიკა 4)ჯამასპიშვილი ირაკლი 5)ბასილაშვილი გიორგი 6)ჯინაშვილი დავითი 7)ფიროსმანაშვილი ნიკა

მეორე საპრიზო ადგილი: 1)კვიწინაშვილი ვალერი 2)ლეკაშვილი
თორნიკე 3)მაისურაძე გიორგი 4)კუჩინი ანტონი

მესამე ადგილი: 1)გიგოლაშვილი გიორგი

თამაზ ყარაგვეზაშვილი: “მოხარული ვარ რომ ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა ზესტაფონში. კარგად ჩაატარეს


ორთაბრძოლები როგორც გამოცდილმა სპორტსმენებმა ასევე ახლბედებმაც.


ხაზგასმით ავღნიშნავ ლაშა ლეკაშვილის ასპარეზობას.ყველა
გაგვაოცა მისმა შემართებამ და სწრაფვამ გამარჯვებისკენ.ლაშას საუკეთესო მონცემები აქვს გახდეს გამოჩენილი სპორტსმენი. სამწუხაროა რომ მას მშობლები დაეღუპა და მიუხედავად პატარა ასაკისა ცდილობს ტკივილი არ შეიმჩნიოს და ვარჯიშზეც ბოლ
ომდე იხარჯება.იმედია აღნიშნულ ტურნირზე ჩემპიონობამაც დიდი სტიმული მისცა.


დრამატულად განვითარებადი ორთაბრძოლები ჩაატარა გიორგი
ბასილაშვილმა გიორგიც საკმაოდ პერსპექტიული კიკბოქსინგელია კარგად გრძნობს რინგზე თავს, შეუძლია ამოიცნოს მეტოქის შემტევი გეგმა და კარგად ურჩევს საპასუხო საბრძოლო ილეთებს.ამ შეჯიბრზე
ორივე ორთაბრძოლა დამაჯერებლად დაასრულა და ჩემპიონობაც მოიპოვა.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ნიკა ფიროსმანაშვილის ლამაზი
გამოსვლა ხსოვნის ტურნირზე მან შეძლო საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენების დამარცხება და მსაჯთა კოლექტივის ქებაც დაიმსახურა. ნიკა მზარდი სპორტსმენია და ყველა შეჯიბრზე შედეგებს აუმჯობესებს.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა რინგზე ირაკლი ჯამასპიშვილს.
ირაკლი რამოდენიმე თვეა ვარჯიშობს და ისეთი მონდომება ჩააქსოვა თავის შრომას რომ შედეგიც მალე მოვიდა და აღნიშნულ შეჯიბრზე ჩემპიონობაც მოიპოვა.

დროზე ადრე დაასრულა ფინალური ორთაბრძოლა დავით ჯინაშვილმაც.


მედლებისა და საპრიზო ადგილების რაოდენობით დეოფლისწყარო

მონაწილე ქალაქთა შორის კვლავ პირველ ადგილზე გავიდა.

2014 წელს საქართველოს კიბოქსინგისა და ტაილანდური კრივის
ფედერაციას მრავალი საინტერესო ტურნირი და ჩემპიონატი აქვს დაგეგმილი.იმედია დეოფლისწყაროს გუნდი „ჩემპიონი“
კვლავ წრმატებით იასპარეზებს და გაახარებს
გულშემატკივარს“

/ყარაგვეზაშვილი ნუგზარი/

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0