x
image
beko777
მამა ლევანი: " ამიხსენით, რა საჭიროა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დაყოფა"

imageანტიდისკრიმინციული კანონის გარშემო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით, წყნეთის წმინდა ნინოს ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი მამა ლევან
ფიროსმანიშვილი, მამა ლევანი, "ფეისბუქის" მეშვეობით თავის პოზიციას აფიქსირებს:

"თავად სახელმწიფო ამახვილებს უარყოფით ყურადღებას სექსუალური ორიენტაციის ნიშანზე. ფსიქოლოგიის ენაზე ამას დაკომპლექსება ჰქვია. მე სწორედ ამაში ვხედავ ამგვარი ადამიანების უფლებათა დარღვევას. მათ სასარგებლოდ კი რეალურად არაფერს. თავშეკავებას ვამჯობინებ, ვიდრე რაიმეს დაბეჯითებით მტკიცებას. უბრალოდ, ასეთი აზრი დამებადა: ჩემთვის გასაგებია სხვადასხვა მიზეზებით დაყოფილი ადამიანების თანაბარუფლებიანობით წარმოჩენა. სქესის, ასაკის, რასის, ეთნოსის, აღმსარებლობის სოციალური ფენის და სხვათა ა.შ. მაგრამ სრულიად გაუგებარი ხდება საზოგადოების დაყოფა სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. რა შუაშია კანონი და სახელმწიფო, სექსუალურ არჩევანთან, მითუმეტეს როცა პროსტიტუცია კანონით ისჯება. ეს იმ დროს, როცა პროსტიტუციას ადამიანების წყვილთა ორივე მხარე ნებაყოფლობით ეწევა. მორალურ კოდექს რომ თავი დავანებოთ, რა საჭიროა სექსუალური ორიენტაციის დიფერენცირება თანაბარუფლებიანობასთან? განა ეს როდისმე სადმე რაიმეს ხელისშემშლელი გამხდარა, ან პროფკავშირულ ანკეტებში ამგვარი კითხვა დასმულა. სრულიად გაუგებარია ამ ნიშნის წამოწევა. პირიქით, ეჭვს ბადებს საკითხის რეკლამირების გამო. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში მოიაზრება კანონით დასჯა ამგვარ სუბიექტთა შეურაცყოფისთვის. მეკი კითხვას ვსვამ: თუ კი რომელიმე მოქალაქეს, ამ ნიშნისგან დამოუკიდებელს მსგავსი მიმართვით შეურაცყოფენ, "სექსუალური უმცირესობის" დარად კანონი მას დაიცავს? ეს კი ჩვენ ყოველდღიურობაში აქტიური პრობლემაა და მეტად ნაკლებად რომ ამისთვის ვინმეს სამართლებრივი თვალსაჩინო ყურადღება მიექცია.
წესით, ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის ფიზიკური თუ მორალური შეურაცყოფა თანაბრად ისჯება. თუ კანონი ამგვარად მოქმედებს, გაუგებარია სექსუალური ნიშნით დაყოფა, თუ არა მაშინ პირიქით გამოდის "უმრავლესობის" დისკრიმინაცია და ამ "უმრავლესობის" მუდმივად კონკრეტული სახელით გამოყოფა. შეურცხყოფის დროს, უმრავლესობა რჩება სათანადოდ დაუცველი. გამოდის, რომ მათ
არათანაბარუფლებიანობაზე ვსაუბროთ, არამედ პრივილეგიების
მინიჭებაზე. სამართლებრივი პასუხი მხოლოდ სექსუალური ნიშნით მქონე დაზარალებულ პირთა დასაცავად იქმნება. ეს კი, უკვე საზოგადოების დაყოფაა სხვადასხვა კრიტერიუმით, რაც მორალურად გაუმართლებელია. ამგვარი ხედვით "უმრავლესობა" კარგავს თანაბარი უფლებით მოქალაქეობას. ხომ არ ჯობდა სახელმწიფომ ზოგადად
ფიზიკური აგრესიის და უწმაწურობის საწინააღმდეგო პროექტი განახორციელოს. დღეისობით, ეს პრობლემა ასმაგად აქტიურია, ვიდრე
სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაცია. თანაც ამის მოგვარებით ხსენებული საკითხიც მოწესრიგდებოდა. სწორედ ამ ნიშნის უხამსობის გამო საზოგადოება-ქვეყანა ზნეობრივ დეფიციტს განიცდის. სხვა მხრივ კი ისე ჩანს არსებული ტენდეციით(იდეოლოგიური ბერკეტებით) შესაძლოა უმრავლესობის და უმცირესობის რიცხობრივი რეგულირება. შედეგი მათი ადგილმონაცვლეობაა. ამის გამო კი საინტერესოა რა ვითარებაში აღმოჩდება ეგრეთწოდებული ყოფილი "უმრავლესობა"? თუ კი კანონის წინაშე ყველა თანაბარუფლებიანია, ამიხსენით,
რა საჭიროა სექსუალური ორიენტაციით ნიშნით დაყოფა, ან მორალური კოდექსი. ერთერთი აშკარა ზედმეტია!!! და საერთოთ რა, ან ვინ არის ზნეობა-მორალის კრიტერიუმის მაჩვენებელი, ზოგადად სახელმწიფო მორალის რა პრინციპებზე დაყრდნობით მსჯელობს. მე მეშინია ერთ მშვენიერ დღეს ჰაშიშინების კოდექსით არ მოგვიწიოს ხელმძღვანელობა: "არაფერია ჭეშმარიტება და სიწმიდე, ყველაფერი დასაშვებია!" ეს ანარქიას და რღვევას გამოიწვევს. მიჩნდება აზრი,
რომ თავად სახელმწფო ან ზესახელმწიფო აკეთებს ამგვარ დიფერენცირებას და თავად ამახვილებს უარყოფით ყურადღებას სექსუალური ორიენტაციის ნიშანზე. ფსიქოლოგიის ენაზე ამას დაკომპლექსება ქვია. მე სწორედ ამაში ვხედავ ამგვარი ადამიანების უფლებათა დარღვევას. მათ სასარგებლოდ კი, რეალურად
არაფერს. სახელმწიფო სრულიად არ ითვალისწინებს სამედიცინო ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ შედეგ-ფაქტებს. არათუ რეაბილიტაცია, არამედ მათთვის არანაირი თანადგომა არ ისახება. ეკლესიას კი ცუდკაცობა ბრალდება." - წერს მამა ლევანი.

0
54
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0