x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508647
სიკვდილმისჯილი საცდელი პრეპარატის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა, ადვოკატი აცხადებს, რომ ის წამებით მოკლეს
imageსამშაბათ ღამეს, სიკვდილმისჯილთა საკანში მოთავსებული პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო 40 წუთი აგონიაში გაატარა მას შემდეგ, რაც საცდელი პრეპარატი გაუკეთეს.

38 წლის მამაკაცი ბრალდებული იყო ქალის მოკვლაში და მისი მეგობრების ცოცხლად დამარხვაში. მას სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და გაუკეთეს სამი პრეპარატისგან შედგენილი კოქტეილი. სამი წუთის შემდეგ გაუხშირდა სუნთქვა, დაკრიჭა კბილები და ბალიშიდან თავი წამოწია. მოგვიანებით გამოირკვა, რომ ვენები დაუსკდა. კლეიტონ ლოკეტი მე-13 წუთზე წამოჯდა და თქვა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად.

მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს საშინელება იყო. კოქტეილში ერთ-ერთ პრეპარატად შედიოდა 500მგ მიდაზოლამი, რომელსაც სხვა ქვეყნები აქამდე უკვე იყენებდნენ.

დასჯა 6:23 საათზე დაიწყო გუშინ საღამოს. ათი წუთის შემდეგ, 6:33-ზე სიკვდილმისჯილი უგონოდ იყო. სულ უნდა შეეყვანათ სამი პრეპარატი. მესამე ისეთი შემცველობის იყო, რომელიც აჩერებს გულს.


მან სიკვდილის წინ გაიარა მტანჯველი 40 წუთი, მხოლოდ იმიტომ, რომ მას საცდელი პრეპარატი გაუკეთეს.

6:23 - მას უკეთებენ ინექციას;

6:29 - დახუჭა თვალები;

6:30 - ჯერ ისევ გონზე იყო;

6:33 - მან გონი დაკარგა;

6:34 - დაიწყო პირის მოძრაობა;

6:36 - დაიწყო შფოთვა;

6:37 - წამოჯდა და თქვა, რომ რაღაც ვერ იყო კარგად;

6:39 - ჩამოწიეს ჟალუზები;

7:06 - გარდაიცვალა ინფარქტით.

ჟალუზების ჩამოწევის შემდეგ მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე დარეკა სხვადასხვა ინსტანციებში და სიკდილის აღსრულების გადადება ან შეჩერება მოითხოვა.

ლოკეტის ადვოკატი ოტრი პატონი აცხადებს, რომ პატიმარი წამებით მოკლეს.

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0