x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საოცარი ისტორია, თავგანწირვა, რომელიც ბევრ ადამიანს შეშურდება
imageბევრი დედა ტოვებს ოჯახს და შვილებს, ზოგი ბავშვთა სახლში აბარებს. ვინ მოთვლის რამდენ მამას მიუტოვებია ოჯახი ისე, რომ შვილების ამბავი აღარც უკითხავს...

დედა მაიმუნი(ბაბუინი) მოკვდა. თავისი პატარა მტრის ცხვირწინ დატოვა. მოხდა საოცრება, იმის მაგივრად, რომ გამძვინვარებულ ლომს გადაეყლაპა უსუსური არსება, ნაზად ეფერებოდა და ეთამაშებოდა მას. ლიზა ხოლცვარტი საფარაში, ჩრდილო ბოსტვანის ბანაკში იყო. მას მეუღლე, ყოფილი გოლფის მოთამაშე და ახლა გოლფის ფოტორეპორტიორი ევან შილერი ესტუმრა. ეს საოცარი ისტორიაც სწორედ მან მოგვითხრო თავისი ზღაპრული ფოტო-კადრებით.

მაიმუნების ყველაზე საშიში მტერი პანტერაა, რომელიც ხეებზე საოცარი სისწრაფით დაძვრება და მათ უჭირთ დამალვა. ამჯერად ევანი მიწაზე მოსიარულე მაიმუნებს აკვირდებოდა, როცა მაღალი ბალახებიდან ტყვიასავით გამოვარდა ორი ძუ ლომი და მაიმუნებს ეცა. მათ კიდევ ორი შეემატა. საშინელი კივილი და ორომტრიალი ატყდა. როცა ყველაფერი მიწყნარდა, მაიმუნები ხეზე იყვნენ, ძირს კი ლომები, რომლებიც მკვდარ ბაბუინს მიათრევდნენ. მოგვიანებით ევანი ამ ყველაფერს საკუთარ ვებ-გვერდზე აღწერს და სურათებსაც ურთავს. მან დაინახა, რომ დედის სხეულს, რომელსაც ლომი მიათრევდა, გამოეყო პატარა არსება. ის ერთი თვისაც არ იქნებოდა. ნამცეცა ინსტიქტურად ცდილობდა თავის გადარჩენას. ის ისე პატარა იყო, რომ ჯერ არ იცოდა თავდაცვის ხერხები, წესიერად ვერც კი დარბოდა. ძლივს მოახერხა დედას მოშორებოდა, მაგრამ ვერ გაიგო საით წასულიყო. ლომმა იმის ნაცვლად, რომ გადაეყლაპა, ნაზად დაუწყო თამაში. პატარა არ ეპუებოდა და თათებს ჰკრავდა ცხვირზე. ლომმა ნაზად მოავლო პირი, ასწია და წაათრია. მერე თათებში მოიქცია. პატარა ლომის მკერდზე ძუძუს ეძებდა და წოვა დაუწყო. ლომიც მშვიდად დაჰყურებდა მაიმუნს. ამ დროს ხეებიდან მამალი ბაბუინი გადმოხტა და შეეცადა შვილის წაყვანას. ის გაანჩხლებული კიოდა, თავგანწირვით მიუვარდა ლომს. შვილი ზურგს უკან ამოიფარა და ხისკენ დაიხია. ლომმაც გაუშვა და მშვიდად შეჰყურებდა როგორ ადიოდნენ მამა და პატარა ობოლი ხეზე.

ევანი დასძენს, რომ მას პატარა ბაბუინმა ასწავლა, როგორ უნდა იცხოვრო, რომ არ უნდა შეეპუო ცხოვრებას და გადარჩები როგორი უმწეოც გინდა იყო.


გთავაზობთ ამ საოცარ სურათებს:imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









1
610
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
610
  
2014, 9 აპრილი, 21:40
ძალიან მომეწონა..
0 1 1