x
image
TASHISKAR
ქუთაისელი „კაცი გამოძახებით“ მხოლოდ 50 წლამდე ქალებისთვის „მუშაობს“

imageერთ ერთმა ქუთაისელმა ვაჟკაცმა გადაწყვიტა უფულობასთან ებრძოლა და დაიწყო ქალბატონების სექსუალურ მომსახურებაში პულის აღება.იგი ამბობს რომ ეს მომსახურება მისთვის სიცოცხლის ტოლფასია რადგან ამით შეაქვს მას ოჯახში ფული და მხოლოდ ამით ირჩენს თავს.ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი დაგვთანხმდებოდა თუ არა იგი მომსახურების გაწევაზე და გთავაზობთ ამონარიდს მისი და "ვითომ" კლიენტის საუბრისას.
- გამარჯობა, მე თიკა ვარ, თქვენი შეტყობინება წავიკითხე ერთ-ერთ ფორუმზე და დავინტერესდიმომსახურებით. აბა, რას მთავაზობთ?
- გაგიმარჯოს, თიკა. მე გუგა მქვია, ჩვენთან მომსახურება სხვადასხვაფასიანია. სექსი ერთი საათი - 100 ლარი, მასაჟი პლუს 20 ლარი, ასევე ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ მასთან მთელი ღამით დარჩენას, რომელიც, თიკუ (გუგას ხმა ფამილარულად აჟღერდა. ი.ვ.), ძვირიანია და 400 ლარი ჯდება, მაგრამ შენ ხმაზე მომეწონე და შემიძლია 350 ლარში ჩაგატიო.
- ხო, მთელი ღამით მინდა, 28 წლის ვარ. წლების წინ გავთხოვდი და მალევე გამოვთხოვდი, მისშემდეგ კაცთან ურთიერთობა არ მქონია. რამდენი წლის ხარ და ასევე მაინტერესებს, რამდენი წელია, რაც ამ საქმით ხარ დაკავებული? ანუ იმიტომ გეკითხები, რომ მაინტერესებს, გამოცდილი ხარ თუ არა, იმიტომ, რომ კარგი პარტნიორი მინდა.
- ეს ჩემი ბიზნესია, ამით ვარჩენ ოჯახს (იცინის). ერთი წელია, რაც ვმუშაობ და ბევრი შენნაირი მორცხვი დამიკმაყოფილებია. მე შენზე ოდნავ უფროსი - 29 წლის ვარ, თითქმის ტოლები ვართ. ადგილი მითხარი, სად მოვიდე და დანარჩენი იქ გავაგრძელოთ, თიკუ, რაა.
- ფულს რომ ვიხდი, ფიზიკურადაც კარგი მინდა, რომ იყო. აბა, აღმიწერე შენი თავი.
- (გუგა იცინის), მე... მე საოცრება ვარ, ყველას მოვწონვარ, ვისთანაც მქონია ურთიერთობა. ვარ ახალგაზრდა, შავგვრემანი, ენერგიული, სიმპათიური მამაკაცი. წლების განმავლობაში სპორტში დავდიოდი და საკმაოდ დაკუნთული ვარ, მეტი რა გითხრა, ერთი წელია, რაც ამ საქმეზე ვმუშაობ და შემაქვს ოჯახში ფული. აუ, ეგრე არ მინდა საუბარი, ჩემთან საუბარიც ფული ღირს. მითხარი, თუ გინდა, სად მოვიდე და მოვალ, ფულიც გაამზადე, რა თქმა უნდა.
სათქმელი მეტი აღარაფერი გვქონდა, თიკამ გამოუძახებლობის მიზეზად მაღალი ფასი მოიმიზეზა და ტელეფონი გაუთიშა. თუმცა რამდენიმე წუთში კვლავ დარეკა გუგამ და ფასის დაკლება შესთავაზა თიკას. რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი იყო და პირობითად თიკად წოდებული არც დაკლებულ თანხას დათანხმდა. კლიენტდაკარგულმა გუგამ კი ტელეფონი გულისწყრომით გათიშა.

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:TASHISKAR
TASHISKAR
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0