x
image
TASHISKAR
რა არის იუმორი?

image "რა არის იუმორი?" მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს კითხვა გასჩენია თითოეულ ადამიანს მაგრამ მისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. მინდა იუმორის ჩემეული და ალბათ ყველასათვის მისაღები ხედვა გაგანდოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ იუმორი არაა მხოლოდ ერთი სახის არამედ ის მრავალგვარი არსებობს მაგალითად სატელევიზიო და ჩვეულებრივი რასაც ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღიურად ვიგონებთ და ხალხს ამით სილაღეს და ბედნიერებას ვანიჭებთ. ეს ორი იუმორის სახე მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან რადგან მაგალითად ხუმრობა რომელიც ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ტელეეკრანიდან და ძალიან გაგვაცინოს, შემდგომ კი იგივე ხუმრობა ვინმემ სადმე ქუჩაში, ბირჟაზე ან მეგობრების წრეში წარმოთქვას ჩვენ მასზე რეაქცია არ გვექნება და პირიქით შეიძლება დავცინოთ კიდევაც მას რადგან ჩავთვლით რომ იგი ამ სფეროში უნიჭოა. ჩემი აზრით თუ გინდა რომ ვინმე გააცინო პირველ რიგში უნდა იცნობდე იმ ადამიანს კარგად და იცოდე თუ რაზე ეცინება მას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შენი თუნდაც ძალიან კარგი ხუმრობა ფიასკოთი დასრულდეს. ამავე დროს თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ როგორ ახერხებენ სათელევიზიო იუმორისტული გადაცემები ხალხის გაცინებას. ამაზე პასუხი კი ძალიან მარტივია. მე შემიძლია გითხრათ რომ ევროპული ამერიკული ან თუნდაც რუსული იუმორისტული გადაცემები რომ გავიდეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში, ისინი პოპულარობას ვერ მოიპოვებენ რადგან ქართველებს სხვა სახის იუმორის გრძნობა აქვთ. იმედია ეთანხმებით იუმორის ჩემეულ ვერსიას...

0
445
2-ს მოსწონს
ავტორი:TASHISKAR
TASHISKAR
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0