x
image
TASHISKAR
კომედი შოუს სავარაუდო სკეტჩის სცენარი

imageსიტუაცია ვითარდება თბილისის ერთ-ერთ თონეში სადაც სამორიკა მამა(ვასო) არის მცხობელი აწითლებული სახით, როგორიც აქვს ხოლმე და დამხმარე ყავს აფშილავა.
ფურნეს გარეთ არის ხალხის რიგი. თონეში ფუსფუსია სადაც სამორიკა მამა თავითაა ჩაყუდებული თონეში და შუა სკეტჩისას გამოამჟღვნებს რომ სამორიკა მამაა...
არაბიძე: დედა რას შვრებიან ამდენი ხანი კაცო რით ვეღარ გამოაცხვეს პური... დაუჩქარეთ რა თუ შეიძლება მოვკვდი მშიერი კაცო!! მაშინდელის არ იყოს 5 ტალონი მეჭირა ხელში მარა რად გინდა, იმდენი ხანი ვიდექი რიგში კი მოხდა რევოლუცია და გააუქმეს ეს ტალონები. მერე? რა მერე კი ვარ დიეტაზე უკვე 9 წელია. ცომი! ცომი მაინც მომეცით ხალხი არა ხართ კაცო? მოვკვდი აგარ შემიძლია!! ჯანდაბას მე მაინც გამოვაცხობ ისევ რამეს!!! ამ დროს აფშილავა მისცემს გაპრტყელებულ ცომს, არაბიძე დააგუნდავებს გაკვირვებული სახით და ბურდღუნით გავა.
მიშა(უკმაყოფილო პროვოკატორი): ოჰ! გაუხსნიათ ჩვენს ხარჯზე გამდიდრებულებს ფურნე... ამათ რა ენაღვლებათ, ჩვენ ვიკითხოთ ბეჩავმა ხალხმა თორე....
რა მაფიაა ახლა აქ ვითომ რა ცხვება ჩვენი ჯიბიდან გამქრალი ფულით?!
აფრიკული შოთი
ოოჰ! და აფრიკული ვითომ რა მაფიაა ქართულს აკნინებთ და გიდათ რომ ერთხელ და სამუდამოდ მოსპოთ და ამოძირკვოთ ქართული კულტურა და ტრადიციები?! სტალინი, სტალინი რატომ არაა ცოცხალი... თქვენ ნახავდით სეირს..!
რა გნებავთ ბატონო?! აიგეთ პური თუ გნებავთ და წაბრძანდით აქედან!!
ოჰ! წავბრძანდეთ კიდეც ხო?! პროვინციიდან ჩამოთრეულო მეფუნთუშევ თქვენ!!!
ვინაა პროვინციელი მეფუნთუშე გადით გადაშენდით აქედან!!! ა წაიგო კაცო ტვინი?!!
ტვინი კიარა ანაბრები, ანაბრები სად წაიგეთ 93-ში..
ამ დროს სამორიკა მამა ამოწევს ჭითელ თავს თონიდან და დებურდღუნება რაგაცას.
ოჰ! ეს ახალია რამე?? რატომ არ შეიჭვები და ჩაიხრუკები მაგ ჩვენი ფულით აშენებულ თონეში აიი.....
ბარათელი მივარდება უცბათ: 8 პური მომეცით რა თუ შეიძლება მალე...
ახლავე ბატონო..
მალე რა მალე თუ შეიძლება დაუჩქარეთ რა...
ვაცხობთ ბატონო და დაგვაცადეთ...
დაუჩქარეთ რა 10 საათი ხდება უკვე...
მერე რა მოხდა?..
მალე ქენით კაცო კომედი შოუ იწყება...
რა? კომედი შოუ იწყება? ვიკეტებით უკვე ბოდიშით...
კი მაგრამ პური მაინც მომეცით უცებ...
მიცემს აფშილავა პურს და სამორიკა მამასთან ერთად ბურდღუნით გავლენ.

0
67
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:TASHISKAR
TASHISKAR
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0